ეს არის ძალიან კარგი არხი youtube-ზე, რომელიც, ვფიქრობ ყველას გამოადგება ვისაც ინგლისურის სწავლა ან გაუმჯობესება უნდა.
არც კი მახსოვს როდის აღმოვაჩინე და დღემდე კვირა არ გავა, რომ მათი ვიდეო არ ჩავრთო. ზოგჯერ უბრალოდ ჩართული მაქვს და პარალელურ რეჟიმში ვზივარ ფეისბუქზე ან სხვა რამეს ვაკეთებ და უბრალოდ სხვათაშორის ვუსმენ… ზოგჯერ არც ვუსმენ, მაგრამ ილექება ეს სიტყვები, ფრაზები და ძალიან კარგად მუშაობს ჩემი ინგლისურის გაუმჯობესებაზე.
გინდა ინგლისურის სწავლა? მისი გაუმჯობესება? პირადი გამოცდილებით გირჩევ
Hello Channel კატეგორიებად არის დაყოფილი, რაც გაგიადვილებს აირჩიო რგოლი იმის მიხედვით, რა კუთხით გჭირდება გაკვეთილი ან რა დონეზე იცი ინგლისური.




უკანასკნელი კომენტარები