შესაძლოა ეს საიტი დიდი ხნის წინ აღმოაჩინე, თუ ასე არ არის, გეტყვი, რომ ფოტოების მოსაძებნად მხოლოდ მას ვიყენებ >> weheartit
- საათობით შემიძლია ვათვალიერო და არ მომბეზრდეს (მაშინ როცა სხვა საქმე არ მაქვს)
- როდესაც კონკრეტულ თემაზე ვეძებ ფოტოს, ყველაზე სწრაფად ვპოულობ აქ!
7 მიზეზი, რატომ არის weheart ძალიან მოხერხებული:
- რეგისტრირდები უფასოდ, ქმნი ფოლდერებს და ინახავ ფოტოებს საიტზევე შენს პროფილში.
- შეგიძლია დაიმეგობრო ნებისმიერი მომხმარებელი, რომლის ფოტოებიც მოგწონს (და თვალს ადევნებ მის ფოტოსთრიმს)
- შეგიძლია მოძებნო ფოტო თეგების მიხედვით, ან უბრალოდ მიყვე 1000-ობით გვერდს
- შეგიძლია შეინახო ნებისმიერი ფოტო საიტიდან შენს კომპიუტერში
- სხვა საიტზე აღმოჩენილი ნებისმიერი ფოტო შეგიძლია გადაიტანო და შეინახო weheart-ზე (მარჯვენა ღილაკზე მარტივი ქლიქი და heart it)
- შეგიძლია ატვირთო ფოტო შენი კომპიუტერიდან და შეინახო შენს პროფილში.
- შეგიძლია მარტივად დააშეარო ფოტოები Tumblr-ზე, Facebook-ზე, Twitter-ზე და ა.შ
I heart it !
თუ ჩემს პოვნას გადაწყვეტ weheartit.com/mrsmarch ^^
.




მეც მხოლოდ ვიჰეართით-ს ვიყენებ, ყველაზე კომფფორტულია, მაგრამ არ ვიცოდი ფოტოს ატვირთვა თუ იყო შესაძლებელი ))
და ეგ როგორ ხდება, იქნებ ამიხსნა? )
weheart-ზევე ატვირთვა მგონი არ ხდება მაგრამ “heart button”-ით შენახვა ვიგულისხმე. : )