Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

არასოდეს მყვარებია შემოდგომა. ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა ჩემში, ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ეს სეზონი ცვლიდა ზაფხულის ცხელ და უდარდელ დღეებს. გავიდა დრო, სკოლა უნივერსიტეტმა შეცვალა, უნივერსიტეტი – სამსახურმა და თითქოს არდადეგების გაქრობასთან ერთად შემოდგომისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა. თუმცა პოსტი ამაზე სულაც არაა!

რას აკეთებენ ქალები შემოდგომაზე? ჩემს ღარიბ ფანტაზიას თუ დავუჯერებთ, ამ ფოტოზე რომ ჩანს მასსავით ზიან ღია კაფეში ან სახლის ტერასაზე, მზის ბოლო სხივებით ტკბებიან რამდენადაც გამოსდით, კითხულობენ საყვარელ ან თუნდაც ახლადაღმოჩენილ წიგნს, სვამენ წითელ ღვინოს და რწყავენ მცენარეებს, რომლებიც იქვე, გაჯით შელესილ ტერასაზე იზრდებიან…

ოღონდ ეს სადღაც შორს, იქ სადაც მე არ ვარ…

ამ დროს მე თბილისის თბილსა და ზომიერად აზარტში შესულ შემოდგომის პირველ დღეებში აქტიურად ვმუშაობ. პირველი ეტაპის შუაში – ტრეინინგის მეორე კვირაა და თითქმის ვერ ვიცლი სხვა რამეებისთვის. ხშირად შემოვდივარ ჩემს ბლოგზე და ვუყურებ პოსტებს, ვხვდები რომ მიუხედავად იმისა თუ რამდენი პოსტი ან რამდენი მნახველია, ეს ადგილი ჩემთვის ყველაზე ახლოა. თითქოს ჩემი აპარტამენტიაო, მინდა მცენარეებს მოვაშენებ და მინდა წითელი ღვინით სავსე ჭიქას დავდგამ.

 ამ დღეებში ვფიქრობდი და მივხვდი რომ გემოვნება არა მხოლოდ შემოდგომასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად შემეცვალა. თუ ადრე მოტკეცილი და მაქსიმალურად პრაქტიკული, სპორტული ტანსაცმლის გარდა არაფერი მომწონდა.. თუ ადრე რაღაცნაირად კონკრეტულ სტილზე ვიყავი მიჯაჭვული, ეხლა მრავალფეროვნებამ დაისადგურა და ყველანაირ სტილში ვპოულობ რაღაც საჩემოს (ალბათ ესეც წლებმა მოიტანა).

ბოლო დროს ძალიან მომწონს ნაქსოვი ჟაკეტები. ვფიქრობ, რომ შემოდგომისთვის ზედგამოჭრილია და უკვე ვგეგმავ რამდენიმეს ყიდვას ნოემბრის დასაწყისიდან რომ ჩავიცვა. 

mm… ნოემბრის დასაწყისია. გარეთ წვიმს და შიშველი ხეების ქვეშ ყვითელი ფოთლები ლპება. ნესტის სუნი დგას, წვიმას რომ ახლავს ხოლმე ისეთი და სიჩუმეს მხოლოდ წვეთების წკაპა-წკუპი არღვევს.

მე სამსახურიდან რომ მოვედი ჯერ არ წვიმდა, სპორტული პიჟამო ჩავიცვი, აიპოდი ჩავრთე და გავიქეცი, უბნის ბოლომდე ვირბინე არცთუ სწრაფად, მერე სეირნობის ნაბიჯებზე ოდნავ სწრაფი სვლით სახლში დავბრუნდი, უკვე წვიმა იწყებოდა და ჩემი ტანსაცმელიც ოდნავ სველი, სწრაფად გავიხადე, ნაქსოვ ჟაკეტში გავეხვიე, ჩაიდანი დავდგი, სანამ წყალი ადუღდებოდა ლეპტოპი ჩავრთე.

და აი, აივანზე ვზივარ, როგორც ზემოთ გითხარით ნოემბრის დასაწყისია. გარეთ წვიმს და შიშველი ხეების ქვეშ ყვითელი ფოთლები ლპება. ნესტის სუნი დგას, წვიმას რომ ახლავს ხოლმე ისეთი და სიჩუმეს მხოლოდ წვეთების წკაპა-წკუპი არღვევს. მე სამსახურიდან რომ მოვედი ვივარჯიშე, ეხლა კი აქ ვზივარ ლეპტოპთან, ჩაის ვსვამ და ვტკბები შემოდგომის წვიმის წვეთებით…

Autumn Fall 2011 by MrsMarch  ♥