Tags
არ შეჩერდე!, ბათუმი, იდიოტი, ნუ დაფიქრდები, შემიყვარე, შოკოლადი, Bounty, Snickers
16 Wednesday Nov 2011
Tags
არ შეჩერდე!, ბათუმი, იდიოტი, ნუ დაფიქრდები, შემიყვარე, შოკოლადი, Bounty, Snickers
14 Monday Nov 2011
Tags
11.11.11, 1=2, აბაშიძე, აპარატი, ახალი, გიტარა, დედაჩემი, ზუმი, თბილისი, თინეიჯერი, მამაჩემი, სიმი, ტატუ, ტელევიზორი, ურბანტატუ, ჩემი ტატუ, ჰოლივუდი, UrbanTattoo, Zooom
(ანუ ჩემი “ტატუგრაფია” და ახალი ტატუ ფოტოებით)
ერთხელ, წლების წინ, ახლადგამომცხვარი თინეიჯერი რომ ვიყავი იმ დროს, ტელევიზორის წინ ვიჯექი მამაჩემთან ერთად. ამ დროს ეკრანზე რომელიღაც ჰოლივუდის ვარსკვლავის ტატუებს განიხილავდნენ. მამაჩემმა თავისი აზრი გამოთქვა, რომ ტატუ არის საკუთარი თავისთვის დაღის დასმა თუ რაღაც ამდაგვარი. რასაც მე არც მაშინ ვეთნხმებოდი და ეხლაც ვთვლი რომ ეგრე არაა.
10 Thursday Nov 2011
Tags
გოგო, გულგრილი, ემოცია, კანი, მამაკაცი, მიმზიდველი, მკერდი, მომწონს, სახე, სხეული, ფეხები, ქალი, ქუჩა, ცხვირი
არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით? ჩემთვის კი! პირველი ნაწილის სანახავად დაკლიკეთ ვარსკვლავს *
ამ ნაწილში ცოტა უფრო სხვა თემაზე – უსულო საგნებიდან სულიერზე გადავალ. ჰო, ჰო სულიერზე აი თქვენზე და ჩემზე თუმცა ქუჩაში მიმავალს შეიძლება საერთოდ არც შემოგხედოთ.
ეს მხოლოდ ქალებზე მემართება. მერე რა, რომ მეც ქალი ვარ და იმ ლამაზფეხება, შოკოლადისფერ გოგოს არაფერს ვთავაზობ. მერე რა, რომ ქუჩაში მიმავალს თუ ფორთოხალივით მრგვალი მკერდი მიმიზიდავს და მასთან გასაცნობად არ მივალ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ და ალოგიკურია. სიმართლე გითხრათ სასიამოვნო გულის აჩქარება და ჩემი რამდენიმეწამიანი გაშტერება ბევრად უფრო სასიამოვნო მგონია ვიდრე იმ მამაკაცებში აღძრული ემოციები, რომლებიც ქუჩაში ლამაზმანს თვალს აყოლებენ.
ვერასოდეს, ვერასოდეს ჩავუვლი გულგრილად – გრძელ, სექსუალურ ფეხებს, კარგი ფორმის თეძოებს და მკერდს, ლამაზ სილუეტს და ცხვირს! მოკლედ რომ ვთქვა – ლამაზ ქალს! თუმცა ჩემთვის ლამაზი – შეიძლება ვინმესთვის სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც მე ვხედავ, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი გარკვეული კრიტერიუმები და დეტალებია და შესაძლოა კონკრეტული აქსესუარის ან დეტალის გამო მიიქციოს ჩემი ყურადღება
რამდენიმე ფოტო ჩემი ფოლდერიდან:
02 Wednesday Nov 2011
Posted in ზოგადი, ინფორმაციული, Mixer
Tags
აგრესორი, ბავშვი, ბედნიერი, განქორწინება, დეპრესია, კანონი, მამაკაცი, ოჯახი, სამანტა, სხეული, უკანონობა, ფსიქოლოგია, ქალი, ქონება, ყლაპავს, შიდსი, შიში, ცოლი, ძალადობა, Sex and the city
სათაურზე აუცილებლად წარმოიდგენდით რამეს, რაც შეიძლება ქალმა გადაყლაპოს. მე პირადად სათაურის დაწერისთანავე გამახსენდა “Sex and the city”-ს ძველი სერიიდან მომენტი, როდესაც სამანტა მიდის შიდსზე ანალიზის ასაღებად:
თუმცა პოსტი პირდაპირი მნიშვნელობით ყლაპვას არ ეხება და მინდა გითხრათ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა რომ ეხებოდეს. ნათიას პოსტი წავიკითხე და მომინდა მეც დამეწერა იმ ოჯახების შესახებ, სადაც ძალადობა, ცემა, ყვირილი და განუკითხაობა ჩვეულებრივი მოვლენაა. Continue reading »
01 Tuesday Nov 2011
Tags
ბლოკნოტი, გულგრილი, დახლი, ვიტრინა, კალამი, კონვერტი, კრეატიული, ორიგინალური, რვეული, საკანცელარიო, ფანქარი, ფული, ქუჩა, წიგნი
არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით?
ჩემს შემთხვევაში პროდუქცია მრავალფეროვანია, რამდენიმეს გამოვარჩევ:
ნაწილი პირველი
საკანცელარიო ნივთები
როდესაც მაღაზიის ვიტრინაში, თაროზე ან თუნდაც ქუჩაში დახლზე ვხედავ სხვადასხვანაირ ბლოკნოტებს, რვეულებს, კალმებს, ფანქრებს, სტეპლერებსაც კი და ა.შ მზად ვარ მთელი ფული დავხარჯო და ყველაფერი სახლში წავიღო. მერე მახსენდება რომ ამ ნივთებს ვერაფერში გამოვიყენებ სასიკეთოდ და ვდგავარ – ვუყურებ, ვუყურებ და ზოგჯერ დიდი ხნის ყურების შემდეგ 1 რამეს მაინც ვირჩევ.
თქვენ წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერი ვარ როცა რვეული/ბლოკნოტი/კალამი მართლა მჭირდება! ყურებამდე გაღიმებული მივაბიჯებ უახლოესი მაღაზიისკენ და გამყიდველის უკმაყოფილო სახის მიუხედავად რამდენიმე ათეული წუთი ვარჩევ იმ ერთ საწყალ ნივთს რომელიც უნდა ვიყიდო.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს: