Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , ,

(ანუ ჩემი “ტატუგრაფია” და ახალი ტატუ ფოტოებით)

ერთხელ, წლების წინ, ახლადგამომცხვარი თინეიჯერი რომ ვიყავი იმ დროს, ტელევიზორის წინ ვიჯექი მამაჩემთან ერთად. ამ დროს ეკრანზე რომელიღაც ჰოლივუდის ვარსკვლავის ტატუებს განიხილავდნენ. მამაჩემმა თავისი აზრი გამოთქვა, რომ ტატუ არის საკუთარი თავისთვის დაღის დასმა თუ რაღაც ამდაგვარი. რასაც მე არც მაშინ ვეთნხმებოდი და ეხლაც ვთვლი რომ ეგრე არაა.

თუმცა მაშინ წინააღმდეგობის გაწევის განსაკუთრებული მუღამი მქონდა და 15-16 წლის ასაკში, როგორცკი საშუალება მომეცა გავიკეთე ტატუ.  ჯობდა დამეჯერებინა, იმიტომ რომ ის ტატუ ნამდვილი საშინელება იყო. ცოტა ხანში მეორე ტატუც გავიკეთე. ორივე ერთნაირი მარაზმი იყო, რადგან ჩემმა მეგობარმა “გამიკეთა” და ისიც ხელით კუსტარულად დამზადებული აპარატით და გიტარის სიმით. რამდენიმე თვეში ეს ტატუები მოვიშორე და თანაც როგორ? ამოვიწვი! ერთ მხარეს შრამიც კი დამრჩა.

გავიდა დრო, ის ტატუები აღარ მქონდა და არც მამაჩემის მიმართ წინააღმდეგობის ჟინი. მიუხედავად ამისა, ტატუ მინდოდა. ცოტა ხნის წინ, ანამ, ჩემმა მეგობარმა ტატუს კეთების სწავლა დაიწყო და იმ სალონში მოვხვდი, სადაც ანა კეთებას სწავლობს.  სიტუაციაც მომეწონა და უკვე გაკეთებული რამდენიმე ტატუ რომ ვნახე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ურბანტატუში გამეკეთებინა. ამ პერიოდშივე დაიწყო Zooom-ის აქცია 1=2, რაც ამ სალონში მეორე ტატუს უფასოდ გაკეთებას გულისხმობს.

11.11.11 თერთმეტი, მეთერთმეტე თვე, ორიათს თერთმეტი წელი ისტორიაში შევიდა როგორც ჩემი ტატუს დახატვის თარიღი, ანუ ამ დღიდან მე ზურგზე პატარა ეშმაკუნა მაზის წითელ ლენტაშემოხვეული და კუდიანი : )

(აი ასე გამოიყურება^^ ჯერ ახალი გაკეთებულია)

 

თუ ვინმეს ტატუს გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, სრული პასუხისმგებლობითა და საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გირჩიოთ ურბანტატუ, რომელიც თბილისში, აბაშიძის #33-შია.თუ მოგწონთ ჩემი ტატუ/ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ 

P.S დღეს ჩემი და დედაჩემის შეხვედრა:

- “ტატუ გავიკეთე

-”იდიოტო!“:პაუზა: “მე ყურზე მე6 ნახვრეტი გავიკეთე” sticks out her tongue: D