Tags
"თეთრი სახლი", არდადეგები, ახალი წელი, ბავშვი, განწყობა, გართობა, დალევა, თმა, მაკიაჟი, ნაძვის ხე, ნინი შერმადინი, პახმელია, რესტორანი, სალონი, სანტა, საჩუქარი, საჭმელი, სუფრა, ტკბილეული, ღვინო, შარშან, შვილი, შობა
ბავშვობაში ახალი წლის მოახლოება ჩემში შემდეგ ასოციაციებს იწვევდა: საჩუქრები, არდადეგები და უამრავი ტკბილეული. ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ახალი წლის მოსვლას მთელი დარჩენილი 364 ან 365 დღე ველოდებოდი ხოლმე, ხოლო საახალწლო განწყობა მინიმუმ დეკემბრის დასაწყისიდან მქონდა.
რა შეიცვალა მას შემდეგ? მე ისევ ბავშვი ვარ და ისევ მჩუქნიან (ზოგჯერ) საჩუქრებს. ისევ არის ახალ წელს უამრავი ტკბილეული, არდადეგების არარსებობის მიუხედავად. ახალი წელი კი ჩემთვის ეხლა უკვე თრობისა და აღვირახსნილი გართობის ასოციაციას იწვევს, თანაც ეს ყველაფერი იმაზე უფრო ცუდი აღმოჩნდება ხოლმე, როცა მეორე დღეს “პახმელიაზე” ვახელ თვალებს და Continue reading »



