Tags
"თეთრი სახლი", არდადეგები, ახალი წელი, ბავშვი, განწყობა, გართობა, დალევა, თმა, მაკიაჟი, ნაძვის ხე, ნინი შერმადინი, პახმელია, რესტორანი, სალონი, სანტა, საჩუქარი, საჭმელი, სუფრა, ტკბილეული, ღვინო, შარშან, შვილი, შობა
ბავშვობაში ახალი წლის მოახლოება ჩემში შემდეგ ასოციაციებს იწვევდა: საჩუქრები, არდადეგები და უამრავი ტკბილეული. ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ახალი წლის მოსვლას მთელი დარჩენილი 364 ან 365 დღე ველოდებოდი ხოლმე, ხოლო საახალწლო განწყობა მინიმუმ დეკემბრის დასაწყისიდან მქონდა.
რა შეიცვალა მას შემდეგ? მე ისევ ბავშვი ვარ და ისევ მჩუქნიან (ზოგჯერ) საჩუქრებს. ისევ არის ახალ წელს უამრავი ტკბილეული, არდადეგების არარსებობის მიუხედავად. ახალი წელი კი ჩემთვის ეხლა უკვე თრობისა და აღვირახსნილი გართობის ასოციაციას იწვევს, თანაც ეს ყველაფერი იმაზე უფრო ცუდი აღმოჩნდება ხოლმე, როცა მეორე დღეს “პახმელიაზე” ვახელ თვალებს და ახალი წელი კიარა, სიცოცხლე აღარ მინდა. აი აქ, უკვე ჩემი მოსაზრება იმაზე, რომ “ისევ ბავშვი ვარ” კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
შარშანდელი ახალი წელი მახსენდება.
მთელი დღე, 31 დეკემბერს აქეთ-იქით სირბილში გავატარე. 9 საათამდე საყიდლებზე დავდიოდით მე და მიშკა. 3 კაბა ვიყიდე და კიდევ რაღაც სისულელეები. ჩემს საკუთარ სილამაზის სალონში (ოხ რა უცნაურია რომ მახსენდება რომ სილამაზის სალონი მქონდა) თმის ბოლოები დავიხვიე, მაკიაჟი გავიკეთე! ყველაფერს რომ მოვრჩი უკვე 11ის ნახევარი იყო. სასწრაფოდ გამოვიქეცით სახლში და 12 საათზე უკვე პირველი ახალი წელი დადგა ჩემი შვილისთვის და აგერ უკვე მე-20-ე ჩემთვის. რამდენიმე წუთში (უფრო ზუსტად კი ნახევარ საათში) მამაჩემთან წავედით, გიოს უკვე ეძინა. მამაჩემთან ტრადიციულ მამა-პაპურ მაგრამ პატარა სუფრასთან ცოტა ხნით გავჩერდით და მერე ძალიან დიდი სიფრთხილით გავიპარეთ იქ, სადაც ჩვენი მეგობრები და “მხიარულება” იყო. რესტორანი “თეთრი სახლი”… ყველა მოლოდინს გადააჭარბა იმდენად საშინელი აღმოჩნდა. შოუ?? სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ მე უკეთეს შოუს დავდგამდი თანაც მარტო. გულით შემეცოდა ნინი შერმადინი, რომელიც ძალიან დაღლილი ჩანდა და პალტოში გახვეული გაიყვანეს. საჭმელი? არაფერი არ ვარგოდა. სასმელი? ღვინო რომელიც ღვინის გარდა ყველაფერი იყო. მოკლედ ძალიან ვინანეთ, იქ გადახდილი ფულით ბევრად უფრო კარგად გავატარებდით ახალ წელს. 10 ადამიანი ვიყავით და 1200 + ლარი დავტოვეთ : )
ამ ისტორიას დავამატებ, რომ წელს თუ ვინმე აპირებთ რესტორანში ახალი წლის გატარებას, ჯერ ზუსტად გაარკვიეთ ღირს თუ არა. პირადად მე, წელს მართლა მირჩევნია სახლში ვიყო და 1ზე დავიძინო, ვიდრე შარშანდელი განმეორდეს: )
გადმოვინაცვლოთ აწმყოში – ახალ წლამდე უნდა ავაწყო ნაძვის ხე. ბავშვობის წლებისგან განსხვავებით ეხლა ეს პროცესი სასიამოვნო კიარაა – მეზარება!
- წელს ერთი გოგონას სიქრეთ სანტაც ვარ და იმედი მაქვს ჩემი საჩუქარი მოეწონება.
- წელს ახალი წლის დღეს და მომდევნო დღესაც ვმუშაობ, მაგრამ ახალი წლის სასიამოვნოდ გატარების იმედი მაინც მაქვს
- წელს რას ვიზამ 31-ის ღამეს ჯერაც არ ვიცი (თუმცა ყველაფერი სასიამოვნო ხო მოულოდნელად ხდება)
წელს ბევრი საინტერესო რამ მელოდება – უკვე ვიცი! და იმედი მაქვს წელს მაინც გავიზრდები!
წელს თუ საახალწლო განწყობა არ მოვა ჩემთან, მე მივალ მასთან!
P.S ძალიან ბევრი ადამიანისთვის დღეს შობის ღამეა! ვულოცავ შობას! თუ თქვენთვის ჯერ არ დამდგარა, დამელოდეთ, მოგვიანებით მოგილოცავთ ^^ :დ



შობას გილოცავ, ანნა(ნო). ჩემთანაც მოიყვანე საახალწლო განწყობა რაა ))
მეც გილოცავ <3 მოვიყვან ძალით!
თეთრი სახლი საშინელებააა :შ :შ
ჩემს სახლთან არის, ფაქტობრივად :დ
რაც სეეხება ახალი წლის განწყობას ^^ გუშინდელის მერე სულ ეს განწყობა მაქვს, სულ ვიღიმი, სულ ბედნიერი ვარ და მიხარია.
მერე რა რო, დედაჩემი 30-დან დაიწყებს უამრავი რამის კეთებას უზარმაზარი სუფრისთვის და უნდა მივეხმარო, მერე რა რომ ნაძვის ხის დადგმა მესიკვდილებოდა, მაინც დავდგი და ათასი მერე რა ^^
მაინც მიყვარს, და კიდევ უფრო მეტად მიყვარს იმიტომ, რომ პახმელია არასდროს არ მაქვს <3
ნათია ეხლა დორბლის სმაილს დავწერდი კეთილი რომ ვიყო :დ რას მერჩი? :დდ