კაბა გაზაფხულის სურნელით

გქონია შემთხვევა, როცა რაიმე ნივთი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ნივთი? ანუ როცა ემოციები და ასოციაციები ამ ნივთზე ცდება მის დანიშნულებას? მე ძალიან ბევრჯერ, აი მაგალითად რამდენიმე წუთის წინ, როცა ინტერნეტში ბოდიალისას უმშვენიერეს კაბას მოვკარი თვალი. თვითონ კაბა – ჩემთვის ძალიან უცხო სხეულია, იმიტომ რომ ძირითადად შარვლებით დავდივარ და ძალიან, ძალიან იშვიათად თუ ვიცვამ კაბას. ეს კაბა კი, რომელიც აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული მასში არაა, გაზაფხულის ასოციაციას მიქმნის, თითქოს რომ ჩაიცვამ და გაზაფხულის პირველი მერცხალი ხარ.

 მართალია სინოპტიკოსების ცნობით ამინდი თბილისში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება და რამდენიმედღიან თოვლსაც გვპირდებიან, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით მინდა გაზაფხული ჩავისუნთქო. ამ წუთას მე და კაბა ისევე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც იანვარი და გაზაფხული.

 მაინც მოვა გაზაფხული და თუ გამიმართლებს ასეთ კაბას ვიპოვი… მერე რა რომ ზამთარია? მერე რა რომ ვუბერავ?

About these ads

Tagged: , , , , , , , , ,

8 thoughts on “კაბა გაზაფხულის სურნელით

  1. mwvanevashli January 18, 2012 at 6:28 am Reply

    ჩითის გოგო ^ ^

  2. სამურაი ჯეკი January 25, 2012 at 10:51 am Reply

    სასიამოვნო წასაკითხი იყო

    კაბა კი, გოგოს სულ უხდება, გინდა უბერავდეს გინდა არა

    • სამურაი ჯეკი January 25, 2012 at 10:51 am Reply

      თუ რათქმაუნდა მინგრეული ფეხები არააქვს, მოკლე არ ჩაიცვას და ეგაა

    • MrsMarch January 25, 2012 at 4:09 pm Reply

      : ) მადლობა სამურაი ჯეკ <3

  3. Mari January 26, 2012 at 2:11 am Reply

    მეც ამომიჩემებია ეგრე, მაგრამ ყიდვაზე არც მიფიქრია. უბრალოდ მიყვარს ხოლმე, როცა რამე მაქვს ამოცემებული :D

    • MrsMarch January 26, 2012 at 10:45 am Reply

      “თუ გამიმართლებს” :დ <3

  4. tamunatami February 26, 2012 at 12:23 pm Reply

    მომწონს შენი ბლოგი

    • MrsMarch February 26, 2012 at 2:29 pm Reply

      მადლობა თამუნა<3

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 60 other followers

%d bloggers like this: