Monthly Archives: February 2012

კაბა გაზაფხულის სურნელით Vol.2

მთელი ბავშვობა ხან კონკიას როლი მქონდა, ხან გოგონასი(სამი დათვიდან).  ეს იმიტომ, რომ პატარა, ქერა და ცისფერთვალება, თეთრზე თეთრ კანიანი ბავშვი ვიყავი. ყველა ლოგიკით და გარეგნული ნიშანთვისებებით, სხვებისაგან ჩემი აღქმის მიხედვით მე უნდა ვყოფილიყავი “Pink Blonde”, ანუ ისეთი გოგონა, რომელსაც უნდა სჯეროდეს მარადიული სიყვარულის, ხშირად უყურებდეს მელოდრამებს და ზოგჯერ ფინალზე ტიროდეს კიდეც, თუმცა პოსტი ამაზე არ არის, შესაბამისად ბევრს აღარ ვილაპარაკებ და გეტყვით, რომ რელაურად ჩემი გემოვნება ვარდისფერი “ფუშფუშა” კაბებისგან ან რბილი სათამაშოებისგან ძალიან შორს არის. ყოველთვის უხეში, მუქი და პრაქტიკული ტანსაცმელი მიზიდავდა.

წელს დიდი ზამთრის შემდეგ ბევრად უფრო მძაფრია გაზაფხულის მოლოდინი, ვიდრე შარშან, ან შარშანწინ. თითქოს ეს მოდის სახლებმაც იგრძნეს და თავის სასარგებლოდ გამოიყენესო, მსოფლიოს მოდის სახლების გავლენით 2011 წლის გაზაფხული პასტელის ფერებით ააჭრელეს და ამ ნაცრისფერ რეალობაში (ფერად ტელევიზორზე დახამებული შავთეთრი ტელევიზორის ეპოქის ხალხივით) ყველას ერთი სული გვაქვს როდის მოვა მარტი.

პასტელის ფერებიც და წლევანდელი ტრენდებიც ცუდი არ არის, მაგრამ მე მაინც ჩემი საკუთარი ფავორიტები მინდა გაჩვენოთ. არასოდეს ვყოფილვარ მოდას აყოლილი, რადგან ვთვლი, რომ რაღაცის ჩაცმა მხოლოდ იმიტომ, რომ “მოდაშია” ნამდვილი სისულელეა, თუმცა არც იმას უარვყოფ, რომ ხანდახან ზოგიერთ ტანსაცმელს ტენდენციის გამოც ვანიჭებ უპირატესობას, მოკლედ, მთავარია სწორად მოირგო.

ჩემს ლეპტოპში უთვალავი ფოტო და უთვალავი ფოტოფოლდერია, რომელთა შორის ერთერთში, წელს გაზაფხულზე სიამოვნებით რომ ჩავიცვამდი, ის ტანსაცმელია (აი ფოტოები ამ ფოლდერიდან):

→ კაბები

    Continue reading

თავის მოვლა და მე ♥

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, თან დიდი ხანია გოგოშკური პოსტი აღარ დამიწერია. მოკლედ, დავიწყე. 

ყველა ქალი (ასე თუ ისე) იყენებს გარკვეულ პარფიუმერიას და ინსტრუმენტებს თავის მოსავლელად. პირველადი, საყოფაცხოვრებო თავის მოვლის საშუალებები, როგორიც არის: საპონი, შამპუნი, კბილის პასტა და ა.შ ალბათ ყველას აქვს. იყო დრო, როცა ჩემს გარეგნობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი და შესაბამისად მთელი ჩემი საზრუნავი მხოლოდ ეს პირველადი ნივთები იყო.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეივონში ვმუშაობდი, ძალიან ძალიან ცოტა რამეს ვიყენებდი საკუთარი თავისთვის. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც იქ მუშაობას თავი დავანებე და გონს რომ მოვეგე, სახლში უამრავი კოსმეტიკური პროდუქცია ისე მელაგა, როგორც საწყობში. ნელნელა და შეპარვით მათი გამოყენება დავიწყე.


ზედმეტი მაკიაჟი არასოდეს მიყვარდა და პრინციპში, შეიძლება ითქვას იმ დროს უფრო მეტად “დამაკიაჟებული” დავდიოდი ვიდრე ეხლა, ანუ ფაქტობრივად ეხლა საერთოდ აღარაფერს ვიყენებ სახეზე, რასაც make up ქვია.

ჩემი და პარფიუმერიის დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ეტაპობრივად “დავამუღამე”, რომ მთავარი ის კი არ არის რა რაოდენობით და რა ტიპის პარფიუმერიას იყენებ, არამედ ის, თუ რა გჭირდება რეალურად, რომ მოვლილი იყო.

შესაბამისად, დავიწყე დაკვირვება საკუთარ თავზე. ანუ, ზუსტად განვსაზღვრე რომ:

  • მაქვს ძალიან ცხიმიანი (რაც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს) და თხელი თმა (რისთვისაც მჭირდება მოცულობის მიმნიჭებელი საშუალება)
  • მაქვს ძალიან მშრალი და ამავდროულად ალერგიული სახის კანი (ამისთვის ვსაჭიროებ მკვებავს და კრემს რომელიც იქნება ალერგიის/სიწითლის საწინააღმდეგო)
  • ტანის მკვებავი კვირაში სამჯერ + ლოსიონი ძალიან არბილებს და აგლუვებს კანს.

ჩემი ეხლანდელი პარფიუმერია (თავისი ფოტოებით) Continue reading

ჩემი ფანჯრიდან…

სანამ მე მეძინა, მეცნიერებს ბევრი საინტერესო რამ გამოუგონიათ. მაგალითად თუ სახეზე სიწითლე გაღიზიანებს, შეგიძლია კრემის საშუალებით საერთოდ გაიქრო ის.  კორპუსები ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ კრემის წასმის დროს (ფანჯარასთან ვდგავარ და) მოპირდაპირე კორპუსის ერთ უფარდო ბინაში ვხედავ როგორ ჩხუბობს წყვილი.

ზოგადსაკაცობრიო მიღწევებზე შეპყრობილი გონებით ვადევნებ თვალს მათ ნერვიულ მიმოსვლას ოთახის ტერიტორიაზე. თან მშვიდად ვინაწილებ კრემს სახეზე. გარეთ თოვლია და ყინავს. უკვე ყველას თავი მოაბეზრა თოვლმა. ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ამბობს ეს თოვლი ძალიან უთავმოყვარეო ყოფილაო.

წყვილის ოთახის მარჯვნივ ჟალუზი იწევა ზემოთ და ვხედავ როგორ სვამს ყავას გრძელთმიანი გოგონა, რომელსაც წელსზემოთ არაფერი აცვია. ნეტავ არ ცივა?

ქვემოთ იყურება. ძალიან ადრეა და ალბათ გონია რომ ვერავინ ხედავს.  სიგარეტს მოუკიდა და ათვალიერებს ეზოს. მხარზე ხელი მოიჭირა და გაიზმორა. ყავას სვამს და რგოლებს უშვებს, თან მინას ორთქლავს.

Continue reading

Diary Under My Bed

-ლამაზი ხარ ახალგაღვიძებული, მომწონს შენი აჩეჩილი თმა და დასიებული სახე, ზარმაცი ემოციები და ზანტი მოძრაობა…

-ჰმ..

- როგორი ბანალური ვარ არა? ან იქნებ ზედმეტად სნობი, ამ აზრებს რომ ბანალურს ვეძახი, არადა მართლა მომწონს!

ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა  და აჩეჩილი თმა სარკეში ხელის სავარცხელისებური მოძრაობით შეისწორა. გაზის ქურას მიადგა ძალიან, ძალიან ახლოს და წამის მეასედში გავიგონე ცხელი წყლის ფინჯანის ძირთან შეჯახების ხმა.

დიდი ჭიქა აქვს, შავი, ცისფერი წარწერებით, ან შეიძლება სულაც არაა დიდი, ამ ჭიქის დანახვაზე სულ ყავა ახსენდება.

Continue reading

ოფიციალურად უმუშევარი

პირველი რაც თავში მომივიდა  ის იყო, რომ  არავინ გამიბურღავს ტვინს, როცა ძველი ნაიკებით გამოვალ სახლიდან.

მიზეზი #1 მე არ მაქვს ფული რომ ვიყიდო ახალი

მიზეზი#2 სამსახურში არ ვარ წასასვლელი და რასაც მინდა იმას ჩავიცვამ

სინამდვილეში კი ამ ნაიკების მთელი არმიის ჩაცმის სურვილი ყოველთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უფულობა ან ადგილი, სადაც მათ არ ელიან. მოკლედ, გადავწყვიტე და გამოვედი. უაზრო თვალებით ჩავიარე გრძელი ტროტუარი და ტაქსი გავაჩერე. Continue reading

ეშმაკი ჩემს საწოლში

ვერ ვიშორებ თავიდან ფიქრს, რომ ეშმაკს ძინავს ჩემს საწოლში. შორიდან გვიყურებს და ისიც ვიცი ეს კარგი არ არის, არასწორია, მაგრამ თითქოს მინდა…

არ ვიცი რა უნდა ვქნა მაშინ, როცა მხოლოდ შენზე ვფიქრობ. იქნებ ამაღამ ისე მოვიქცეთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა.. ნებისმიერ ფასად, მინდა… მინდა და (გამოვიყენებ ამ შანსს ამაღამ)

არ აქვს მნიშვნელობა იცი თუ არა ინგლისური, გრძნობ თუ არა ამ მუსიკას, აუღელვებიხარ თუ არა ეშმაკის დაჟინებულ მზერას და შეხებიხარ თუ არა მის სხეულს შენს საწოლში… თუ მზად ხარ გა(და)იხადო იმისთივს, რაც გინდა…

P.S ეს უბრალოდ სიმღერის ტექსტია ჯგუფ  Nine Inch Nails-ის ძველი ალბომიდან Pretty Hate Machine

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 60 other followers