ბოლო დროს, ფეისბუქზე ერთ თამაშს ვთამაშობდი, სახელად Astro Garden. დაახლოებით იმ ტიპის თამაშია, საყოველთაოდ ცნობილი “ფერმა” რომ არის, თუმცა ფერმისგან განსხვავებით, აქ როცა შენს კარ მიდამოს არ უვლი, ბაღი ჯუნგლებს ემსგავსება და ველური ხეებით ივსება.
სწორედ ეს თამაში გამახსენდა, დასავლეთ საქართველოში მიტოვებულ ბაღებსა და ვენახებს რომ ჩავუარე მგზავრობისას. მწვანედ ახასხასებული, მაგრამ ველური ხეებით სავსე მონაკვეთზე, მხოლოდ ჯერ კიდევ შემორჩენილი ღობე გამცნობდა “აქ ოდესღაც ბაღი იყო”
გრძელი გზა მქონდა გასავლელი და ფიქრისთვის საკმაო დრო. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე აზრები ერთმანეთს მიჰყვა და დავფიქრდი რატომ შეიძლებოდა რომელიმე ამ ბაღის პატრონს მუშაობა შეეწყვიტა და ველური ხეებისთვის გაეწირა ის?
ჩემი Astro Garden-ის ბაღი გამახსენდა, დიდი ხანია აღარ შევსულვარ და ალბათ იქაც ასეთი ჯუნგლებია. რატომ აღარ შევდივარ? იმიტომ, რომ იმ დროს უფრო ნაყოფიერად ვიყენებ, საათობით ვირტუალურ ბაღზე დროის დაკარგვა ხომ არაფრისმომცემია.
სავარაუდოდ, ამავე მიზეზით მიატოვა გლეხმა ბაღიც. ხელშეწყობა – არაა, პროდუქცია დაბალ ფასად ბარდება, სამაგიეროდ თვითღირებულებაზე სამჯერ გაზრდილი ფასით ლაგდება დახლზე. მწარმოებელისა და მყიდველის ხარჯზე მდიდრდება გადამყიდველი – “ბიზნესმენი”.
აქ უკვე გუშინდელი მარკეტში ვიზიტი გამახსენდა, 74 ლარი დავხარჯე და ფაქტობრივად არაფერი მიყიდია. ასეთი ვიზიტი, თვის მანძილზე 8-10, წვრილ შენაძენებზე რომ აღარაფერი ვთქვა.
პრობლემა კი, სწორედ იმ გზაშია, რასაც სურსათი ფერმიდან მარკეტამდე გადის.
საქართველოში, რეისი: მწარმოებელი – გადამყიდველი – მყიდველი, ეფექტურობით თავს ვერ მოიწონებს. როგორც ვიცი, არსებობს ორგანიზაციები (მაგალითად Grow Georgia, Oxfam Georgia), რომლებიც სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ.
ვფიქრობ მთავარი შემდეგი საკითხებია:
- ✔ ფესვები – მიტოვებული ბაღები, რომლებსაც გლეხები ხელშეწყობის შემთხვევაში დაუბრუნდებიან და მოიმატებს წარმოება.
- ✔ გადამყიდველების კონტროლი, თვითღირებულებასთან შესაბამისი ფასები მარკეტში.
შედეგად მივიღებდით კმაყოფილ მწარმოებელსა და მყიდველს.
მეტი პროდუქცია + ნაკლები ფასი = მეტ მყიდველს
გადამყიდველებს, მეტი საქმის კეთება მოუწევდათ, მაგრამ შემოსავალი არ შეუმცირდებოდათ და უფრო მეტად დაუახლოვდებოდნენ “ბიზნესმენობას”, “ბიზნესი” ხომ ინგლისური სიტყვაა და საქმეს ნიშნავს : )
Tagged: Astro Garden, ბაღი, ბიზნესი, ბიზნესმენი, გადამყიდველი, გლეხი, დახლი, ვენახი, ვიზიტი, თამაში, ლარი, მარკეტი, მყიდველი, მწარმოებელი, პროდუქცია, სურსათი, ფასი, ფეისბუქი, ფერმა, ჯუნგლები, Grow Georgia, Oxfam Georgia




დავასელფლაიქე ♥ :პ
დიდი ეკონომისტი ვერ ვარ, მაგრამ მეც კი ვხვდები, რომ ნებისმიერი საქმეს (არა მხოლოდ ფერმერულ ბიზნესს) ასეთი და უარესი ბოლო ექნება, თუ მეპატრონეს არ წაახალისებენ და ინტერესს არ გაუღვივებენ. არადა, სხვაზე ნაკლები ფერმერები არ გვეყოლება არანაირად. ოდნავ მონდომებაა საჭირო.
ჰო, არც მე ვარ დიდი ეკონომისტი და ზუსტად იმავე აზრზე ვარ: )
ფაქინგ რეალიწი ;(
შენც დაწერე გამოდისს თან საინტერესოდ გამოგივდა:))))
მადლობა ჯესი <3