5 Not for everyone ბარი თბილისში

როგორც საღამოობით რელაქსაციისა და ლუდის მოყვარულს, ხშირად შემხვდები რომელიმე მსგავს დაწესებულებაში ↷

bars in tbilisi

 გაითვალისწინე ➡ თუ  ბარის შერჩევისას პეროს სახლში დატოვება არ  გამოგდის, აქედან არც ერთი ბარი არ მოგეწონება

მე აქ იმიტომ დავდივარ, რომ:

  • ვხვდები მეგობრებს
  • ადეკვატურ ფასად ვსვამ ლუდს
  • გარემო მოკლებულია პედანტ, პეროგაყრილ საზოგადოებას

Well ჩემი Not For Everyone ბარების ხუთეული ასე გამოიყურება

5. Arsad არსად

არსად | arsad

მაჩაბელზე რომ შეუხვევ, შენგან მარცხნივ პირველივე კარში თუ შეხვალ და მისი სარდაფისკენ კიბეს ჩაუყვები, თავს “არსად” ამოყოფ.  თუ დაკვირვებული თვალი გაქვს,  ჩაბნელებულ ტერიტორიაზე შესვლისთანავე დაინახავ წარწერას “შენ ხარ არსად”.  რადგან არსად ხარ, შეგიძლია შეიხსნა პერანგი, გათავისუფლდე რუტინული ყოველდღიურობისგან, მიხვიდე ბართან, აიღო ლუდი ან ღვინო, მერე ნაცნობებსა და უცნობებს შორის იპოვო თავისუფალი ადგილი რომელიმე მაგიდაზე და თავს მშვიდად ყოფნის უფლება მისცე.
რამდენიმე თვის წინ თითქმის ყოველდღე მივდიოდი “არსად”, ვსვამდი ლუდს და ხან ვთამაშობდი, ხან ფეხბურთს ვუყურებდი, ხანაც უბრალოდ სიგარეტის კვამლით გაბუღული და გაბორინგებული ვბრუნდებოდი სახლში.  ჩემი და ჩემი მეგობრების არსადში სიარულის მთავარი მიზეზი, მაინც ნაცნობების ნახვა იყო, რამდენადაც თითქმის ყველა “ჩვენიანი” ბოლოს მაინც არსადში ჩამოდიოდა ხოლმე.  ჩხუბსაც შევსწრებივარ, ბოთლების ლეწვა-მტვრევით და ტუალეტის რიგშიც ვმდგარვარ, სანამ შიგნით წყვილი სექსით იყო დაკავებული, მაგრამ ახლა უკვე პრაქტიკულად აღარ ჩავდივარ.

 იმიტომ, რომ  word of mouth-ის შემწეობით ვიღაცეებმა გაიგეს, რომ აქ, მაჩაბელის 2-ში, ქვევით რომ ჩახვალ, საღამოობით “კარგი პონტი იჩითება და ნეფარმალი ნაშობა  იღება”.  ბოლოს მე და ქეთო რომ ჩავედით, გვერდითა მაგიდიდან ორი ბაბულიკი მოგვიწოდებდა: “გოგონებო, გადმოსხედით ჩვენთან, დაგვილიეთ”, სანამ მათ მაგიდაზე მსხდომი დანარჩენი სამი ყმაწვილი მანდილოსნების სადღეგრძელოს სვამდა კომენტარებით “სადღა არიან ძმაოო”…  მალევე გამოვედით და გზად ალტერნატიულ ბარებს ვიხსენებდით, სადაც მსგავსი არასასიამოვნო სიტუაციების გარეშე შევძლებდით საღამოობით მშვიდად დაჯდომას და დასვენებას.

4. Canudos Ethnic Bar

canudos ethnic bar

კანუდოსი უფრო დიდი ხანია არსებობს. რუსთაველიდან ელბაქიძის დაღმართზე რომ ჩაუხვევ, გაიხედე მარცხნივ (სტრიპტიზ ბარისკენ ნუ იყურები), წინ, სამაიას ბაღთან.

შეგიძლია დაჯდე გარეთ.  არსადისგან განსხვავებით სიგარეტის ბუღი და ცუდი ვენტილაცია არ შეგიქმნის პრობლემას.  უცებ თუ მუსიკა შეწყდება და აიფონის სტანდარტულ ზარს გაიგონებ არ გაგიკვირდეს, დინამიკზე ტელეფონით აქვთ გადაყვანილი. შეგიძლია დალიო დრაფტ ლუდი, მიეყუდო ხის სკამს და სულ რამდენიმე წუთით წარმოიდგინო, რომ თბილისის ცენტრში არ ხარ, სადღაც სხვაგან ხარ, შორს. მაგრამ, ამ დროს შეიძლება ხანძარი გაჩნდეს და არც ეს გაგიკვირდეს, კანუდოსში ხშირად ჩნდება ხანძარი :yes:

3. Pirimze Bar

pirimze bar

პირიმზეში “შემთხვევით” ვერ მოხვდები. თუ აქ ხარ, ესეიგი გამიზნულად მოხვედი, ან ვინმემ წამოგიყვანა. რატომ?  იმიტომ, რომ არც ერთ ბარში შესვლის მსურველს არ  მოუვა თავში აზრად შეუხვიოს სადარბაზოში, რომელსაც აწერია “სტომატოლოგიური კლინიკა” და მით უმეტეს ბოლო სართულამდე ასვლა, იქნებ რამე ბარისმაგვარი აღმოვაჩინოო. დიახ, სწორედ ასეთ საინტერესო  ადგილას არის გახსნილი “პირიმზე”.

თუ პირიმზეში გინდა მოხვედრა, აუცილებლად ჩაუხვიე კოლმეურნეობაზე ყვავილებთან, მარცხნივ და ათონელზე პირველივე სადარბაზოში (ჰო, იმაში, “სტომატოლოგიური კლინიკის” აბრა რომ აქვს) შეუხვიე, ადი ბოლო სართულზე და მიდი ბართან, აქ შეგიძლია გაიხედო შენგან მარცხნივ და დაინახავ ბორდს, სასმელის ფასებით, საჭმელს რაც შეეხება, თუ აღმოაჩენ, რომ აჯაფსანდალი და ხაჭაპური აქვთ, არ გაგიკვირდეს. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, ამაში ინტერიერიც დაგეხმარება.

2. Absurd bar

10443379_526911310770719_4594731404043420040_n

პირიმზესთან ახლოს, ათონელიდან ოდნავ ქვევით, ორბელიანის ქუჩაზე ახლახანს “აბსურდი” გაიხსნა. ერთადერთი, რაც მე ამ ბარში აბსურდულად მომეჩვენა, იყო ის, რომ მოწევა არ შეიძლება 00:00 საათამდე.

სამაგიეროდ, ყველაზე დაბალი ფასები აქვთ. მაგალითად, ლუდი ღირს 2 ლარი, აქვთ ხილის ჭაჭა 1 ლარად და ა.შ სამწუხაროდ, დაბალ ფასს ერთი ცუდი თვისება აქვს, ხარისხიც შესაბამისია 😀 მეორე მხრივ კი, კარგი გარემოსა და სიტუაციის გამო, მწეველი რომ არ ვიყო ხშირად ჩავიდოდი აქ.  მომწონს, რომ მუსიკის ჩართვაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ და შეგიძლია ჩართო რაც გინდა ❤

1. DIVE BAR Tbilisi

dive bar tbilisi

Guys! You need a little expansion!

დაივი ლაღიძის 12-ში.  არასოდეს არის ადგილი და ამის გამო იძულებული ხარ რომელიმე სხვა ბარში გადაინაცვლო, მომდევნო დღეს კი პირდაპირ სხვაგან მიდიხარ, ზედმეტი მოძრაობის თავიდან ასაცილებლად.

პოლონური არაყი, ლუდი და მოუხერხებელი სკამები. სამაგიეროდ, თავისუფლად სუნთქვის საშუალება და ზედმეტი ინდივიდებისგან გაწმენდილი გარემო, ნორმალური ფასები, ინგლისურენოვანი სტაფი და საღამოს სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა.

⏩ ამ პოსტში ვერ მოხვდნენ

თბილისში არსებული მსგავსი ბარები:  Makulatura, Flashback და ა.შ

მე შევეცადე ისინი გამომეყო, სადაც მეტი დრო გამიტარებია გემოვნების და სხვა გარემოებების გამო, აუცილებლად დავწერ დანარჩენების შესახებ მოგვიანებით და ჰო, ეთნობარებს და ლუდსაც გავცდები :yes:

8 comments

  1. xutive damgleli da cudi baria… arsadshi sazizgari situaciia suni chuchyi aravin “magidas” ar wmindavs (radgan magidas ar wmindaven ar nishnavs ro saxlis situaciiaa saxlshi magdias vwmindav)… canudosshi sofleli dredebiani tipebi yveLa gasuLia paxodu glamuruli gogoebic ichitebian xolme egenic soflelebi… sofleli-anu provinciuli azrovnebis adamiani… danarchenebshic igive da kide bevri problemaa… saqartveloshi araris normaluri adgili sadac dajdebi da es imitoro bevri arari msgavsi adgili tuki pirimzes da arsadis msgavsi iqneba 50 mashin martla sheidzleba ipovo kai adgili shentvis da es adgilebi ki ubralod “gasnxvavebuli” kamandis tavsheyraa da shedzleb moismino azrebi ENERGIIIS BUDIZMIS da msgavsi tbilisuri tendenciuri bavshvuri gatacebebis shesaxeb!

  2. “გარემო მოკლებულია პედანტ, პეროგაყრილ საზოგადოებას” – დაფუქ? ყველაზე მეტი პერო და “არტი” ზემოთხსენებულ ბარებში ბუდობს ))
    მომწონს, რომ მუსიკის ჩართვაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ და შეგიძლია ჩართო რაც გინდა ❤ <<< ოღონდ ეს "რაც გინდა" უნდა იყოს ტომ უეიტსი ან სიგურ როუსი? ))

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply