Category Archives: მოვლენა საქართველოში (შეფასება)

27 ლეველიანი ბაღი, ანუ “ფერმიდან” მარკეტამდე

ბოლო დროს, ფეისბუქზე ერთ თამაშს ვთამაშობდი, სახელად Astro Garden. დაახლოებით იმ ტიპის თამაშია, საყოველთაოდ ცნობილი “ფერმა” რომ არის, თუმცა ფერმისგან განსხვავებით, აქ როცა შენს კარ მიდამოს არ უვლი, ბაღი ჯუნგლებს ემსგავსება და ველური ხეებით ივსება.

სწორედ ეს თამაში გამახსენდა, დასავლეთ საქართველოში მიტოვებულ ბაღებსა და ვენახებს რომ ჩავუარე მგზავრობისას. მწვანედ ახასხასებული, მაგრამ ველური ხეებით სავსე მონაკვეთზე, მხოლოდ ჯერ კიდევ შემორჩენილი ღობე გამცნობდა “აქ ოდესღაც ბაღი იყო” 

გრძელი გზა მქონდა გასავლელი და ფიქრისთვის საკმაო დრო. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე აზრები ერთმანეთს მიჰყვა და დავფიქრდი რატომ შეიძლებოდა რომელიმე ამ ბაღის პატრონს მუშაობა შეეწყვიტა და ველური ხეებისთვის გაეწირა ის?

ჩემი Astro Garden-ის ბაღი გამახსენდა, დიდი ხანია აღარ შევსულვარ და ალბათ იქაც ასეთი ჯუნგლებია. რატომ აღარ შევდივარ?  Continue reading

Freedom Music Event

პარასკევს დილიდან სიცხე მქონდა, მაგრამ ამ ივენთს თითქმის ერთი კვირა ველოდებოდი, შესაბამისად წასვლა არ გადამიფიქრებია და საღამოს 11-ის წუთებზე უკვე ტელევიზიის პავილიონის წინ ვიდექი ჯესისთან და რამდენიმე ნაცნობთან ერთად. ბლოგერებიდან ჩვენ გარდა კიდევ გიორგი მანთიძე და ქილიფა იყვნენ, რომლებსაც უკვე შესულებს მოვკარი თვალი დიდი ფანჯრიდან (სამივეს ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ივენთის შესახებ)

ცოტა არ იყოს პრობლემური ფეისკონტროლის გავლის შემდეგ პავილიონში შევედით და შესასვლელშივე მოვაწერეთ ხელი პატარა ბარათებზე (სადაც ხელმოწერით ვადასტურებდით, რომ ვართ სრულწლოვნები და ფოტოგადაღების უფლებას ვიძლევით)… სამაჯურებიც გაგვიკეთეს.

 დარბაზში შევედით… Continue reading

მარტინი უნიქის ტერასაზე

ხუთშაბათს, როგორც წინა პოსტში დავაანონსე, მარტინის ივენთზე ვიყავი მიწვეული, უნიქის ტერასაზე. წინა ივენთზე პირველად მოვინახულე ეს ტერასა და შესაბამისად, პირველ რიგში, ამან გამახარა, რომ წვეულება სწორედ იქ და არა სხვა სართულზე იქნებოდა. დრეს კოდი – საღამოს კაბა (Party Dress). შესაბამისად, შავ კაბასა და შავ დაბალ ფეხსაცმელში გამოვეწყვე და მეგობართან ერთად უნიკისკენ წავედი.

სამწუხაროდ, ამინდმა ზურგი გვაქცია და საშინლად წვიმდა. მიუხედავად ამისა, წვიმას ხელი არ შეუშლია ტერასაზე მარტინის ივენთის გამართვაში. უბრალოდ გადახურეს და როცა შევედი, დამსწრე საზოგადოება მაგიდებთან მარტინის შეექცეოდა სასიამოვნო მუსიკის ფონზე. ასევე, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის მარტინის გოგონები და არანაკლებ სასიამოვნო საზოგადოება.

შევედი თუ არა, ერთი მაგიდა ბლოგერებიც დავინახე, რაც ძალიან მესიამოვნა, ნაცნობი კამპანია ყოველთვის მიქმნის კომფორტს. Continue reading

ჰომოფობია თუ კანონდარღვევა?

მაშ ასე, დაახლოებით 10 წუთი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პოსტი, მაგრამ საბოლოოდ დადებითი გადაწყვეტილება მივიღე და როგორც ხედავ პოსტიც დავწერე. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ძნელია კარგი გამგების პოვნა და ათას იარლიყს აწებებენ უბრალო ამბებს. ბუზს სპილოდ აქცევენ, სპილოს მთვარეზე ექსპედიციად. მაგრამ, ამაზე მოგვიანებით, ეხლა უბრალოდ რა ხდებოდა დღეს…

ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება და არასდროს არც ერთ ადამიანთა ჯგუფს არ მივუდგები ჩემი სუბიექტური მოსაზრებებით. დასკვნებს მხოლოდ დაფიქრებისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე გამოვიტან ხოლმე.

მივყვეთ დეტალურად. ყველაფერი დაიწყო ასე:

არცთუ დიდი ხნის წინ, (2012 წლის 27 მარტს) საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს და  კანონის თანახმად:

 თუმცა მსვლელობის ჩასატარებლად კანონი და ფეისბუქზე მოწოდება საკმარისი არ იქნებოდა, შესაბამისად, ორგანიზაცია იდენტობამ მერიისგან მიიღო ნებართვა, რომლის თანახმადაც, 17 მაისს უფლება ჰქონდათ ჩაეტარებინათ მშვიდობიანი მსვლელობა. ამ ტიპის ნებართვის დროს, პოლიცია ვალდებულია ხელი შეუწყოს აქციის მშვიდობიანად დასრულებას.

რა მოხდა სინამდვილეში? Continue reading

ბავშვები დახმარების მოლოდინში

საერთოდ არ მეხერხება გულისამაჩუყებელი პოსტების წერა, არც ზედმეტად გულისხმიერსა და კეთილ ადამიანად მომიაზრებენ გარშემომყოფები (ალბათ) და ბავშვებისადმი განსაკუთრებით თბილი ქცევებიც არ მახასიათებს, მაგრამ… არის ერთი “მაგრამ”, რომლის წინაშე მეც, ეს ერთი შეხედვით ცივი ადამიანი, ვითრგუნები და ყელში ბურთივით მაწვება …

Continue reading

Coffee Break, Tbilisi, Georgia.

რა ჯობია მყუდროდ მოკალათებას, ყავით და სიგარეტით, ლაპარაკს ნებისმიერ თემაზე რაც თავში მოგივა და დასვენებას? შენ არ ვიცი როგორ ზიხარ პოსტის კითხვისას, მე ყავას ვსვამ, სიგარეტს ამ წამს მოვუკიდე და ჩემს ერთობ მივიწყებულ ბლოგზე პოსტის წერა დავიწყე.

მაისის ზომიერად თბილსა და სასიამოვნო გაზაფხულზე, რომ გითხრა რამე განსაკუთრებული ხდებათქო, მოგატყუებ. თუ იმას არ ჩავთვლი, რომ რამდენიმე სასიამოვნო დღე მქონდა (მაგალითად Friday Night At Unique) და ჰო, ახალი სამსახური (ამაზე ოდნავ მოგვიანებით)

→ Starbucks

გახსოვს ალბათ, ერთერთ პოსტში (და არამარტო პოსტში), ვწუწუნებდი, რატომ არ არის საქართველოში Starbucks-თქო. და აი ისიც, გამოჩნდა…  ყავის სახლის რა გითხრა, მაგრამ თვითონ ყავის შეძენა უკვე შესაძლებელია სუპერმარკეტ ბიგბენში – ჭავჭავაძის გამზ. 52 | სუპერმარკეტში – ნაფარეულის ქუჩა 9

“შემოთავაზებულია მხოლოდ 3 სახის დაფქული ყავა პრესისა და მანქანისთვის, რომლებიც ჩვენს კედელზე შეგიძლიათ იხილოთ.მომავალში იგეგმება სტარბაქსის სხვა ყავების შემოტანაც.” (c) Starbucks In Georgia

! ფასი არ მომეწონა, 35 ლარი 340 გრამი დაფქვილი ყავისთვის (თუნდაც სთარბაქსისთვის) ძალიან ძვირია.

→ Coffee Sisauri

რა თქმა უნდა, სთარბაქსის ბრენდთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ, გავიგე, რომ შესაძლებელია ხსნადი ყავის წონით ყიდვა. დგას პატარა ჯიხურები, სადაც შესაძლებელია იყიდო სხვადასხვა სახეობის ყავა, ჭიქები და ა.შ ყიდვა შესაძლებელია კოლმეურნეობის მოედანზე, სუპერმარკეტ “პოპულში”, ასევე “თბილისი ცენტრალში”. შეიძლება კიდევ სხვაგანაც იყიდება, მე მხოლოდ ამ წერტილებში ვნახე. ფასი: 100გრ. 5 ლარი. მოკლედ, ვიყიდე 200 გრამი და სახლში ბედნიერი დავბრუნდი იმიტომ, რომ შეფუთვა მომეწონა. არ ვიცი რატომ მაქვს გართულება, მაგრამ მგონია შეფუთვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა ყავას ეხება. ვერ წარმოიდგენ რა სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ამ ქაღალდის პაკეტს სახლისკენ რომ მომქონდა…  Continue reading

სიმწვანე ქალაქთან ახლოს…

მგონი ბოლოს და ბოლოს ზამთარი წარსულს ჩავაბარეთ და თბილისის ქუჩებში მზის სხივებმა გამოანათა… ალბათ შენც ჩემსავით ელოდი კარგ ამინდს და სიცივის შეგრძნება შენც გიკარგავდა გარეთ გასვლის სურვილს. ახლა კი, რაც არ უნდა ბევრი სასიარულო მქონდეს,  არ მეზარება გასვლა და მიხარია კიდეც.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ კუს ტბაზე ასვლაზე… მინდა მსგავსი ადგილები რამდენიმე კი არა, ბევრი ჰქონდეს თბილისს. რამდენადაც ვიცი კუს ტბაზე wi-fi არ არის, თორემ აუცილებლად ვიტყოდი ეს ადგილი პატარა სამოთხეათქო. რა შეედრება გაზაფხულის მზიან შაბათს, ზურგჩანთას რომ აიღებ, შვილს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანს ხელს მოკიდებ და კუს ტბაზე წახვალ. იქ სადმე მყუდრო ადგილზე გაშლი პლედს და წამოგორდები… მზის სხივებითა და სუფთა ჰაერით დატკბები, განიტვირთები მტვრიანი ქალაქის ხმაურისგან.

Continue reading

Пьяный мачо… ანუ მე და ზემფირა ტრიუმფში

ყველაფერი დაიწყო დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული ბილეთით:

 გაგრძელდა 31 მარტს ჯერ რამდენიმე ჭიქა კონიაკით, მერე ტრიუმფის წინ გრძელი რიგით და კლუბის დაცვის არაკორექტული ქცევებით.

როგორც იქნა შევდივართ და დაახლოებით ნახევარი საათი ველოდებით ზემფირას სცენაზე გამოჩენას. ამასობაში დალევასაც ვასწრებთ (არაყი+კოლა)

სიგარეტის კვამლი, უჰაერობა, ჭყლეტვა და ზემფირას ხმა… მთვრალი მაჩო ერევანიდან ბართან ჯეკ დენიელსის ბოთლით ხელში  ”ლონდონს” მღერის (თუმცა ეს სიმღერა ზემფირას საერთოდ არ შეუსრულებია ტრიუმფში, ალბათ ამან სხვები არ იცოდა)

ბევრი ნაცნობი და კიდევ უფრო მეტი უცნობი დარბაზის ტერიტორიაზე. მე უკვე ვგრძნობ ალკოჰოლის არსებობას ჩემს ორგანიზმში. ვხედავ? ზემფირას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ბევრი ხალხია. სამაგიეროდ ვიცი, რომ ძველი, ძალიან ძველი ნაცნობი უნდა ვნახო, რომელიც წლებია მენატრება…  Continue reading

ცოტა რამ Starbucks-ის შესახებ

ჩემმა ნაცნობებმა იციან, რომ ყავა ჩემი სისუსტეა. დღის მანძილზე რომ დაახლოებით 9 ჭიქა ყავას ვსვამ, ეს პოსტებშიც მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთერთ ფორუმზე ჩემი ნიკი იყო Coffee.

აქედან გამომდინარე, ერთერთი პირველი, რასაც საქართველოში ვისურვებდი – სთარბაქსია. თუ არ გაგისინჯავს, გაგონილი მაინც აუცილებლად გექნება. სწორედ სთარბაქსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მინდა მოგაწოდო პირველი პოსტით, კატეგორიიდან “რა აკლია საქართველოს”

Continue reading

Live ეიფორია

ამ დროს მე ნახევრად ვწევარ და ვცდილობ მზის სხივებს ლეპტოპს მიღმა დავემალო… მერე მაინც ვიყურები ფანჯრისკენ, სინათლე აივნისკენ მექაჩება, კარს ვაღებ და ვტკბები სუფთა ჰაერით, თბილი სხივებით, მსუბუქი ქარით და თვალები მეხუჭება… მგონი მეძინება, გუშინ გავათენე…

არ ვიცი კარგია ეს ხმაური ჩემს გარშემო თუ ცუდი, არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ მეძინება და ვიცი, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ჩემზე ცუდადაა და ვინც ჩემზე კარგადაა… თითქოს მამშვიდებს ეს აზრი და ნებას მაძლევს რბილ ბალიშში ჩავიძირო ჩემს უაზრო სიზმრებთან ერთად.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 60 other followers