მოკლედ და უბრალოდ,
ჩემი ემოციისა და რეალობის შესაბამისი კაბა გაზაფხულის სურნელით.
classically romantic with a vintage twist & Rachel Comey lasercut dot oxfords
გაზაფხულის მიწურულს,
ზაფხულის მოლოდინით,
MrsMarch ♥
Have you ever been walking down the street and realized that you're going in the complete opposite direction of where you are supposed to be going?
როცა ცუდი პერიოდი ჩაივლის, დაავადება წავა, ტკივილს აღარ გრძნობ, მაგრამ სარკეში იყურები და ამჩნევ უაზრო კვალს, რომელიც ზემოთხსენებულებმა დატოვეს, გიჩნდება ინსტიქტური სურვილები… რომლებიც ერთიანად ამ ყველაფრის კომპენსაციას შეძლებენ.
მეც, ღამის 3 საათზე, ცარიელ კოლას ბოთლს გავხედე, ბოლო ღერს მოვუკიდე და მართალია, მეგობარი ფეისბუქზე ისეთი კითხვებით მაბრუებს, როგორიც არის: “ანო, რა ჟანრია Archive? Moby?…” მე მაინც მთელი ძალით ვცდილობ თითებზე მომწყვდეული მუზის შეჩერებას.
ეს ყველაფერი ძალიან დრამატულად ჟღერს, არც დავწერდი რეალურად რომ არ ვგრძნობდე, მაგრამ რადგან ნამდვილია, გადავწყვიტე ღრმად მივიწყებულ, საფუძვლიანად მონატრებულ ბლოგზე გადმომეტანა.
ზუსტად რომ ვიცოდე, ხვალ დილას ჯანსაღად გავიღვიძებ, სავარაუდოდ ამაღამ სწრაფად ვიბანავებდი, ხვალისთვის ტანსაცმელს მოვამზადებდი და დილის 10:00 საათზე, სავარაუდოდ ჩემი სამსახურის ლიფტში ვიქნებოდი. ალბათ, თემოსაც გავუგზავნიდი ჩემს ლიფტში გადაღებულ ფოტოს, გვერდისთვის - 50 ლიფტი, რომელშიც ფოტო უნდა გადაიღო სანამ ცოცხალი ხარ
კატმანდუში მზე წითელია. ფრანკფურტში? ფრანკფურტში – პუნქტუალური. სამაგიეროდ, თბილისი მზის და ვარდების მხარეა, უფრო სწორად, რაც ვარდები გადავაგდეთ, მხოლოდ მზის.
გუშინ პირველად მივხვდითქო, რომ თბილისი მიყვარს… თუ იმ გრძნობას არ ჩავთვლით, ყოველ რამდენიმე დღიან თბილისთან დაშორებაზე, ქალაქში დიღმის მხრიდან შემოსვლას რომ ახლავს ხოლმე თან…
არაფერი განსაკუთრებული, არც ფირუზისფერი ცა და არც ზურმუხტისფერი ხმელეთი… უფრო თეთრი წინდებით ტალახში მუხლებამდე ჩაფლული, უფეხსაცმელებოდ ბოდიალი, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი, ზემოდან ერთ დიდ განათებულ ბურთად აციმციმებული თბილისი მიყვარს. თბილისი, რომლის უბნებშიც ჩემი მეგობრები დააბიჯებენ, აი იმ ქუჩის ბოლოს, ერთერთ ბინაში ჩემი მეგობარი რომ ცხოვრობს.

თბილისი, ჩემი მეხსიერებიდან? Continue reading
პარასკევს დილიდან სიცხე მქონდა, მაგრამ ამ ივენთს თითქმის ერთი კვირა ველოდებოდი, შესაბამისად წასვლა არ გადამიფიქრებია და საღამოს 11-ის წუთებზე უკვე ტელევიზიის პავილიონის წინ ვიდექი ჯესისთან და რამდენიმე ნაცნობთან ერთად. ბლოგერებიდან ჩვენ გარდა კიდევ გიორგი მანთიძე და ქილიფა იყვნენ, რომლებსაც უკვე შესულებს მოვკარი თვალი დიდი ფანჯრიდან (სამივეს ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ივენთის შესახებ)
ცოტა არ იყოს პრობლემური ფეისკონტროლის გავლის შემდეგ პავილიონში შევედით და შესასვლელშივე მოვაწერეთ ხელი პატარა ბარათებზე (სადაც ხელმოწერით ვადასტურებდით, რომ ვართ სრულწლოვნები და ფოტოგადაღების უფლებას ვიძლევით)… სამაჯურებიც გაგვიკეთეს.
დარბაზში შევედით… Continue reading
ხუთშაბათს, როგორც წინა პოსტში დავაანონსე, მარტინის ივენთზე ვიყავი მიწვეული, უნიქის ტერასაზე. წინა ივენთზე პირველად მოვინახულე ეს ტერასა და შესაბამისად, პირველ რიგში, ამან გამახარა, რომ წვეულება სწორედ იქ და არა სხვა სართულზე იქნებოდა. დრეს კოდი – საღამოს კაბა (Party Dress). შესაბამისად, შავ კაბასა და შავ დაბალ ფეხსაცმელში გამოვეწყვე და მეგობართან ერთად უნიკისკენ წავედი.
სამწუხაროდ, ამინდმა ზურგი გვაქცია და საშინლად წვიმდა. მიუხედავად ამისა, წვიმას ხელი არ შეუშლია ტერასაზე მარტინის ივენთის გამართვაში. უბრალოდ გადახურეს და როცა შევედი, დამსწრე საზოგადოება მაგიდებთან მარტინის შეექცეოდა სასიამოვნო მუსიკის ფონზე. ასევე, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის მარტინის გოგონები და არანაკლებ სასიამოვნო საზოგადოება.
შევედი თუ არა, ერთი მაგიდა ბლოგერებიც დავინახე, რაც ძალიან მესიამოვნა, ნაცნობი კამპანია ყოველთვის მიქმნის კომფორტს. Continue reading
გამარჯობა,
როგორ ხარ?
თბილისში ბოლო რამდენიმე დღე წვიმდა. საერთოდ წვიმა მიყვარს, მაგრამ არა მაშინ, როცა სიმყუდროვის ნაკლებობაა. იცი, ასეთ დროს წვიმიანი ჰორიზონტი კიდევ უფრო მინაცრისფრებს ხოლმე, ამ ისედაც ნათელს მოკლებულ, შავ-თეთრ რეალობას.
დიდი ხანია ფურცელზე არაფერი დამიწერია. ვორდში აკრეფილ ტექსტს კი სინამდვილე აკლია. Ctrl x, Ctrl v… ჩასწორებულ-ჩანაცვლებული აბზაცები, წაშლაც უფრო მარტივია. ცხოვრებაში კი, ფურცელზე კალმით ნაწერის არ იყოს, არც ctrl x, არც ctrl s და მით უმეტეს delete არ არსებობს. მხოლოდ იმავე კალმის მელნით თუ გადაჩხაპნი უხეშად.
ასევე დიდი ხანია არ მომხდარა რამე კარგი. წყევლის რომ მჯეროდეს, ვიტყოდი დაწყევლილი ვართქო, ბოლო კვირაში ხშირად მახსენდება ბრიტანული იუმორის შედევრი “ლონდონში რომ არ ვცხოვრობდე, ვიფიქრებდი ლონდონში ხომ არ ვცხოვრობთქო” და ამ წინადადების პერეფრაზი იყო წყევლაზეც. ერთიც და მეორეც წვიმების ბრალია ალბათ.
დღეს ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი Continue reading
დღეს ვალენტინობა არ არის, თუმცა სანამ დანარჩენზე გადავიდოდე, აუცილებლად უყურე ვიდეო რგოლს:
ალბათ შენც, ისევე როგორც მე, ვერ შეამჩნიე რომელი ბრენდის მობილურ ტელეფონს უპასუხა ამ მშვენიერმა არსებამ… (მმმ… ერთი წუთით?!)
დიახ, მართალია! ეს არ არის პოსტებში უკვე მრავალჯერ მოხსენიებული Samsung Galaxy Note… ეს ტელეფონი არც ეფლის iPhone 4 არაა…
მე არ ვარ მობილური ტელეფონების სპეციალისტი. არც სუპერ მოდურ ტელეფონზე მეოცნებე ადამიანი ვარ, რომელსაც ოღონდ კარგი ტელეფონი ჰქონდეს და დაგლეჯილი ფეხსაცმელი არ შეაწუხებს.
რა თქმა უნდა, კარგია როცა კარგი ტელეფონი და სხვა (თუნდაც ფეხსაცმელი) ასევე კარგი გაქვს, მაგრამ თბილისის ქუჩებში, ძირითადად თვალში მხვდება ხოლმე ცუდად ჩაცმული და ტექნიკის ხამი საზოგადოება.
იმის გამო, რომ ტელეფონი ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ბოლო წლების მანძილზე სულ უბრალო და უაზრო ტელეფონებით დავდივარ.
ჩემი წინა ტელეფონი მოტოროლა L6 (ვარდისფერი), ისევე უბრალო იყო, როგორც ახლანდელი ნოკია 2600.
როგორ გახდა მობილური ტელეფონი მასთჰევი? Continue reading
ნამდვილი გაზაფხულიც მოვიდა, ზაფხულის კაბა vol. რომელიღაცა ისევ შემოიჭრა ჩემს თავში და შესაბამისად ჩემს ბლოგზე.
როგორც გითხარი (და უჩემოდაც მოგეხსენება), მოდის სახლები ერთხმად აღაღადდნენ პასტელის ფერებზე. მხოლოდ მოდის სახლები კი არა, ყველა, ვისაც მოდურ ჩაცმულობაზე პრეტენზია აქვს…
მაგალითად, ერთერთი საკმაოდ პოპულარული ფეისბუქის ფეიჯი:
- Bitch Please
მართალია, არის ხოლმე ამ ფეიჯზე ტანსაცმელი, რომელიც მომწონს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ “მოდური ტრენდია” ვერასოდეს ჩავიცვამ მაგალითად ამათ:
უკანასკნელი კომენტარები