არ ვიცი თქვენ გქონიათ თუ არა მსგავსი შეგრძნება, როცა ხვდები, რომ “სახლსა” და “შინ”-ს შორის დიდი განსხვავებაა. მეტად სავარაუდოა ეს გრძნობა სხვის სახლში დაგეუფლოთ, თუ რა თქმა უნდა იქ დიდი ხნით გაჩერდებით. დგება მომენტი, როცა ფიქრობ, რომ სახლში გინდა.
პოსტის დაწერა ბოლო პერიოდში ჩემთვის ოცნებად ქცეულმა საკითხმა გადამაწყვეტინა. “სახლში მინდა”… რეალურად ეს სახლი თითქოს არსებობს კიდეც, სადაც ვცხოვრობ, ღამე ვიძინებ და დილას ვიღვიძებ, თუმცა ჩემი სახლი სულ სხვანაირი უნდა იყოს, სახლში კი სადაც ვცხოვრობ თითქოს არაფერი არაა “ჩემი”. Home vs House შესანიშნავად არის დაყოფილი ინგლისურ ენაში. არ ვგულისხმობ განსაკუთრებულ ფუფუნებას, უბრალოდ სიმყუდროვეს და სასიამოვნო, ჩემთვის კომფორტულ სიტუაციაზე ვამბობ.
როგორია ჩემთვის ასეთი სახლი?
წარმოიდგინეთ, რომ ცარიელ სახლში შევედით, სადაც არაფერი არაა და ვიწყებთ შენებას კოდური სიტყვით Home!
am postit upro gamimdzapre didi xnis natvra. sheni ar vici me ki zogma umadurobashi chamitvala es daucxromeli survili
arada sul araperi aqvs amastan saerto
მთავარია არ შეწყვიტო ბრძოლა შენი სურვილისთვის და გააგრძელე, არ დანებდე, აუცილებლად მიხვალ შინ!