ნაბიჯი #1
საძინებელი
რა მჭირდება იმისთვის რომ საძინებელში თავი კომფორტულად ვიგრძნო?
ამ ცარიელ ოთახში პირველ რიგში უნდა იყოს ლამაზი ფანჯრები და ფარდები. ფარდის საკიდებიც ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს და ფარდა თოკზე გაკიდულ სარეცხს არ უნდა მოგვაგონებდეს = 1. ფარდები
საძინებელი რისი საძინებელია თუ საწოლიც არ იქნა? ამიტომ გვჭირდება საწოლი რაც შეიძლება განიერი და რბილი. ლამაზი თეთრეულით და ბევრი ბალიშით. = 2. საწოლი და თეთრეული.
თეთრეულისა და სხვა ნივთების შესანახად, მაგალითად თმის ფენი, თმის უთო, პარფიუმერია, კრემები, ჩემი ჟურნალები, აუცილებლად დამჭირდება სათავსო = 3. კომოდი
მაკიაჟისა და სხვა სამზადისისთვის ჩემთვის საუკეთესო ადგილი საძინებელია, შესაბამისად მჭირდება სარკე, ოღონდ ერთი კიარა ორი. ერთი კომოდის თავზე, მეორეც გრძელი, რომ მთლიანად შევძლო ჩემი სილუეტის დათვალიერება = 4. სარკე 2 ცალი
ტანსაცმელი? ტანსაცმლისთვის აუცილებლად მჭირდება დიდი და ტევადი კარადა = 5. კარადა
ღამე ლეპტოპით რომ ჩავგორდები ლოგინში მჭირდება სუსტი ნათება და ადგილი, სადაც ძილი რომ მომერევა ლეპტოპს დავდებ. კარგი იქნება თუ ეს „მაგიდა“ ლოგინთან ახლოს იქნება. =6. “ტუმბოჩკა” და “ნაჩნიკი” (ამ ორ სიტყვას არ ვთარგმნი, უხდებათ ეს სახელები)
და ბოლოს, კინაღამ დამავიწყდა: ერთერთი მთავარი რამ საძინებელში = 7. განათება!





auau ra myudro blogia, chavujdebi dgheidan :>
მადლობა <3