არ წახვიდე ტოკიოში!…

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,

იქ, ჰონსიუს კანტოს რეგიონში, სულ მარტო აღმოჩნდები .  ტოკიოში სული შეგეხუთება…

როცა შეფარდება 1/12M გამოდის, გყლაპავს  რეგიონი და ხალხის ნაკადში ისე იზილები, როგორც  იაპონურ ბრინჯის სალათში სიმინდის ფქვილი.

ტოკიოს ტელეანძა, ეიფელის კოშკზე 9 მეტრით უფრო მაღალია. მაგრამ მხოლოდ ჰგავს მას – ეიფელი, ეიფელია (მერე რა, რომ მე სულაც არ მიზიდავს პარიზი თავისი ეიფელით).

როგორც ჭეშმარიტი შოპაჰოლიკი, შენც მოივლი გინძას და თავისუფლებას შეისუნთქავ, მაგრამ მარტო იქნები… მარტო ხალხის ძალიან დიდ მასაში.

მოდო გაკუენ კოკუნ ტაუას წინ უსუსურობის გრძნობა შეგიპყრობს, თუმცა ეს საუკეთესო ადგილია იმის აღსაქმელად თუ რა დიდია ეს პატარა სამყარო.

მეტროსისტემების ქსელში დაიხლართები, მაგრამ ფერების მიხედვით დაიმახსოვრებ მათ – თუ საერთოდ ჩახვალ იქ, ქვემოთ… (და ალბათ ჩახვალ)

ეროვნულ მუზეუმში შეხვალ და ალბათ ბევრი რამ მოგეწონება, მაგრამ არაფერი იქნება შენი.

ტოკიოს უნივერსიტეტსაც ჩაუვლი და გაგაღიზიანებენ   სექსუალური იაპონელი სტუდენტები (Girls y u so good) Continue reading »

სექსუალური თეთრეული…

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ზომა, ფორმა, სტილი, ფერი, ფაქტურა… ტიპი რომელიც შენთვის ყველაზე მოხერხებულია…

სექსუალური თეთრეულის დანახვასა და შეხებაზე გული მიჩქარდება…

თუმცა იმდენი დეტალია,  ვისთვის სექსუალური – ვისთვის ვულგარული. ან პირიქით, ვისთვის ბავშვური – ვისთვის მიმზიდველი.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გემოვნების სიჭრელისა და დავისა იმაზე, უნდა ვიდაოთ თუ არა გემოვნებაზე, არის რაღაცეები, რაც ცალსახად სექსუალური და მიმზიდველია (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ)


სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ყველას არ აქვს საკმარისი ფული თეთრეულის გარდერობის განახლებისა და გამდიდრებისთვის… თითქოს ეს საკითხი მეორეხარისხოვანიაო, მხოლოდ გარეტანსაცმელზე ზრუნვასა და პალტო/ჩექმაზე იხარჯებიან… დაახლოებით ის სიტუაციაა, ბროწეული რომ ხასხასა წითელია და შიგნით ლპება.

რატომ არ აცვია ქალს ლამაზი თეთრეული? Continue reading »

28 წელი ციხეში…

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ის დაიჭირეს და 28 წელი მიუსაჯეს… მიზეზს, ვინაობას და ისტორიას მნიშვნელობა არ აქვს.  რაც მთავარია ახლა მას მხოლოდ 4 კედელი, 1 კალამი და ფურცელი აქვს. ფიქრობს ბევრს, იმედი თითქმის აღარ აქვს და უბრალოდ ცდილობს ეს უსასრულობამდე გაწელილი წუთები როგორმე ააჩქაროს. რთულია როცა მხოლოდ შენ იცი ჭადრაკი და საკუთარ თავს ეთამაშები – ხან იგებ, ხან აგებ. რაც მთავარია სანამ შენ თამაშობ ცხოვრების წლები ეწირება ოთხ ჭუჭყიან კედელს, გვირაბის ბოლოში შემოჭრილ მზის სხივსა და ფიქრებს.

ოჰ, ეს სოციალური არსებები. ძალიან მარტივად, ყოველგვარი შებრალების გარეშე წყვეტენ რამდენი წელი უნდა იტანჯო. შენ? შენ კი ზიხარ ციხეში, ითვლი წამებს, წუთებს, საათებს…. თუმცა ამდენ რამეზე ცხოვრებაში ერთიანად არ გიფიქრია, რამდენსაც აქ ერთ საათში ასწრებ. ვიწრო და ყოველდღიური ცხოვრებიდან კომეტასავით წყდები და ფილოსოფიაში იძირები.

Continue reading »

სიმწვანე ქალაქთან ახლოს…

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

მგონი ბოლოს და ბოლოს ზამთარი წარსულს ჩავაბარეთ და თბილისის ქუჩებში მზის სხივებმა გამოანათა… ალბათ შენც ჩემსავით ელოდი კარგ ამინდს და სიცივის შეგრძნება შენც გიკარგავდა გარეთ გასვლის სურვილს. ახლა კი, რაც არ უნდა ბევრი სასიარულო მქონდეს,  არ მეზარება გასვლა და მიხარია კიდეც.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ კუს ტბაზე ასვლაზე… მინდა მსგავსი ადგილები რამდენიმე კი არა, ბევრი ჰქონდეს თბილისს. რამდენადაც ვიცი კუს ტბაზე wi-fi არ არის, თორემ აუცილებლად ვიტყოდი ეს ადგილი პატარა სამოთხეათქო. რა შეედრება გაზაფხულის მზიან შაბათს, ზურგჩანთას რომ აიღებ, შვილს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანს ხელს მოკიდებ და კუს ტბაზე წახვალ. იქ სადმე მყუდრო ადგილზე გაშლი პლედს და წამოგორდები… მზის სხივებითა და სუფთა ჰაერით დატკბები, განიტვირთები მტვრიანი ქალაქის ხმაურისგან.

Continue reading »

Пьяный мачо… ანუ მე და ზემფირა ტრიუმფში

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ყველაფერი დაიწყო დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული ბილეთით:

 გაგრძელდა 31 მარტს ჯერ რამდენიმე ჭიქა კონიაკით, მერე ტრიუმფის წინ გრძელი რიგით და კლუბის დაცვის არაკორექტული ქცევებით.

როგორც იქნა შევდივართ და დაახლოებით ნახევარი საათი ველოდებით ზემფირას სცენაზე გამოჩენას. ამასობაში დალევასაც ვასწრებთ (არაყი+კოლა)

სიგარეტის კვამლი, უჰაერობა, ჭყლეტვა და ზემფირას ხმა… მთვრალი მაჩო ერევანიდან ბართან ჯეკ დენიელსის ბოთლით ხელში  ”ლონდონს” მღერის (თუმცა ეს სიმღერა ზემფირას საერთოდ არ შეუსრულებია ტრიუმფში, ალბათ ამან სხვები არ იცოდა)

ბევრი ნაცნობი და კიდევ უფრო მეტი უცნობი დარბაზის ტერიტორიაზე. მე უკვე ვგრძნობ ალკოჰოლის არსებობას ჩემს ორგანიზმში. ვხედავ? ზემფირას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ბევრი ხალხია. სამაგიეროდ ვიცი, რომ ძველი, ძალიან ძველი ნაცნობი უნდა ვნახო, რომელიც წლებია მენატრება…  Continue reading »

არ გათხოვდე მაცაცო!

Tags

, , , , , , , , , , , , , , , ,

ალბათ ყველას ჰყავს ერთი ისეთი მეგობარი, რომელიც ბავშვობიდან სადღაც შორიახლოს ტრიალებს. ჩემი ასეთი მეგობარი იმით გამოირჩევა სხვებისგან, რომ რაც თავი მახსოვს, მისი ცხოვრება ჩემთვის სერიალია და მისი ყოველი მოსვლა ნიშნავს მორიგ სერიას, რომელიც რა თქმა უნდა, მისი წასვლის წინ შეწყდება და მე მოთმინებით დაველოდები მომდევნოს.

სანამ თხრობას განვაგრძობდე, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი ბლოგის ენაზე:

მაცაცო – 21 წლის (თითქმის 22)

ფეისბუქზე ხშირად შეიმჩნევა:

„miyvarxartttt marto chemebiiiiii:X:X:X:X :*:*:**:”

მსგავსი სტატუსებით.

ასევე ასო V-ს ნაცვლად U-ს წერაში: მაგ:

Moual da mogwer! ან Xualamde:*:*:*:*

ასეთ მომენტებში მინდა მისი ცისფერი თვალები ბუდიდან ამოვთხარო და ვაჭამო, ან კლავიატურაზე არსებული V ასო თავზე გადავალეწო!!…

მაგრამ….

Continue reading »

ცოტა რამ Starbucks-ის შესახებ

Tags

, , , , , , , , , , , , , , ,

ჩემმა ნაცნობებმა იციან, რომ ყავა ჩემი სისუსტეა. დღის მანძილზე რომ დაახლოებით 9 ჭიქა ყავას ვსვამ, ეს პოსტებშიც მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთერთ ფორუმზე ჩემი ნიკი იყო Coffee.

აქედან გამომდინარე, ერთერთი პირველი, რასაც საქართველოში ვისურვებდი – სთარბაქსია. თუ არ გაგისინჯავს, გაგონილი მაინც აუცილებლად გექნება. სწორედ სთარბაქსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მინდა მოგაწოდო პირველი პოსტით, კატეგორიიდან “რა აკლია საქართველოს”

Continue reading »

Live ეიფორია

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ამ დროს მე ნახევრად ვწევარ და ვცდილობ მზის სხივებს ლეპტოპს მიღმა დავემალო… მერე მაინც ვიყურები ფანჯრისკენ, სინათლე აივნისკენ მექაჩება, კარს ვაღებ და ვტკბები სუფთა ჰაერით, თბილი სხივებით, მსუბუქი ქარით და თვალები მეხუჭება… მგონი მეძინება, გუშინ გავათენე…

არ ვიცი კარგია ეს ხმაური ჩემს გარშემო თუ ცუდი, არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ მეძინება და ვიცი, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ჩემზე ცუდადაა და ვინც ჩემზე კარგადაა… თითქოს მამშვიდებს ეს აზრი და ნებას მაძლევს რბილ ბალიშში ჩავიძირო ჩემს უაზრო სიზმრებთან ერთად.

რატომ უნდა მქონდეს ბლოგი?

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

გუშინ ევროპის სახლში ვიყავი, სადაც ერთდღიანი სემინარი ტარდებოდა ბლოგერებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისათვის.

(ჩემი ამსახველი სავარაუდოდ ერთადერთი ფოტო)

მე ველოდებოდი იდეებს იმაზე როგორ შეიძლება ბლოგის გაუმჯობესება და ა.შ თუმცა აღმოჩნდა, რომ სემინარზე დამსწრე საზოგადოებას ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, რა არის ბლოგი და რატომ უნდა გქონდეს ის: )

მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს იმის მიხედვით რას ემსახურება შენი ბლოგინგით დაინტერესება. ვიცი ბლოგებს ძირითადად ისევ ბლოგერები კითხულობენ, მაგრამ ამ პოსტში მინდა იმ ადამიანებს ავუხსნა ბლოგის არსი, ვისაც უბრალოდ რაიმე ახლის შექმნა სურთ:

Continue reading »

Why Men and Women Can’t Be Friends

Tags

, , , , , , , , ,

აი უკვე ისევ პასიური ვარ, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, გადავწყვიტე რაღაც დავწერო. სანამ მსჯელობაზე და ბრძნული აზრების წვიმაზე გადავიდოდე, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს:

თუ შენ ვიდეოს უყურე, და თანაც რაღაც გაარკვიე გარდა იმისა, რომ ეს ბიჭი ძალიან საყვარელია, მაშინ ხვდები, რომ პოსტი ეხება გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობას: )

ინტერვიუ საკუთარ თავთან:

- შეიძლება რომ საპირისპირო სქესის ადამიანები მეგობრობდნენ?

- რა თქმა უნდა. შესაძლებელი კი არა, აუცილებელია. მაშინაც როცა მხოლოდ მეგობრობით არ მთავრდება  ურთიერთობა, მაგალითად ვინც გიყვარს, , მეგობარი უნდა იყოს, რომ მასთან ურთიერთობა შეძლო.

- შესაძლებელია თუ არა მხოლოდ მეგობრობა და არაფერი სხვა? ანუ… Just Friendship

Continue reading »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 45 other followers