Tag Archives: ზაფხული

ვარცხნილობის იდეები, ზაფხული 2012

ზაფხულში, როცა მზე ყველაზე მეტად ანათებს, როცა გვცხელა და მაქსიმალურად ვცდილობთ გაგრილებას, გაშლილი თმა (მითუმეტეს გრძელი) პირველი მტერია!

 ამიტომ დიზაინერებიც  პრაქტიკულ ვარცხნილობებს გვთავაზობენ!

გადახედე 2012 წლის ზაფხულის 4  რჩეულ ვარცხნილობას: Continue reading

Live ეიფორია

ამ დროს მე ნახევრად ვწევარ და ვცდილობ მზის სხივებს ლეპტოპს მიღმა დავემალო… მერე მაინც ვიყურები ფანჯრისკენ, სინათლე აივნისკენ მექაჩება, კარს ვაღებ და ვტკბები სუფთა ჰაერით, თბილი სხივებით, მსუბუქი ქარით და თვალები მეხუჭება… მგონი მეძინება, გუშინ გავათენე…

არ ვიცი კარგია ეს ხმაური ჩემს გარშემო თუ ცუდი, არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ მეძინება და ვიცი, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ჩემზე ცუდადაა და ვინც ჩემზე კარგადაა… თითქოს მამშვიდებს ეს აზრი და ნებას მაძლევს რბილ ბალიშში ჩავიძირო ჩემს უაზრო სიზმრებთან ერთად.

GEORGIAN FASHION WEEK SPRING / SUMMER 2012

Art is Fashion, Fashion is Art

სწორედ ამ სლოგანით ჩატარდა ქართული მოდის კვირეული გაზაფხული/ზაფხული 2012.   განრიგი ასე გამოიყურებოდა:

ესეიგი, პირველ დღეს, 2 საათზე იყო გოდფრი დენის workshop, საღამოს რვა საათიდან კი ეროვნულ მუზეუმში ოფიციალურად გაიხსნა Fashion Week.

სამწუხაროდ S/S 2012-ზე მხოლოდ ამ დღეს მოვახერხე მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა ავთანდილის, ქეთი ჩხიკვაძის და აკა ნანიტაშვილის ჩვენებები.  Continue reading

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 60 other followers