Tags
ამერიკული პეპელა, ბაზარი, ბარგი, ბარი, ბიზნესი, გართობა, გაღვიძება, გემრიელი, გიო, დილა, ერთფეროვანი, თბილისი, თხილი, იაფი, კანი, კერძი, კინოთეატრი, კულინარია, ლარი, მამალი, მაღაზია, მდინარე, მეურნეობა, მიწა, მოსაწყენი, მოტივაცია, მოწესრიგება, მწერი, ნაკაწრი, ნაპირი, ოპტიმიზმი, ორგანიზმი, საქმე, სეზონი, სილამაზის სალონი, სოფელი, ტანსაცმელი, ტრეინინგი, ფიზიკური, ქალაქი, შოკოლადისფერი, ძილი, ხარჯი, ხასიათი, ხედი, ხორბლისფერი
როგორც გითხარით სოფელში იშვიათად მიწევს ყოფნა. საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი – ჩემი ადრინდელი შეხედულება სოფლის ცხოვრების შესახებ ერთ დღეში შეიცვალა და ვთვლი, რომ:
- სოფელში ყოველთვის არის საქმე, რომლითაც შეგიძლია თავი შეიქციო!
- სოფელში შეგიძლია ყოველი დღე სხვადასხვანაირი გქონდეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე!
- გიწესრიგდება დღის რეჟიმი და იძინებ ადრე – იღვიძებ ადრე! ეს არამხოლოდ შენს ორგანიზმზე, არამედ შენს ხასიათზეც დადებითად მოქმედებს!
- ჯანსაღ ცხოვრებას კიდევ უფრო უწყობს ხელს ნატურალური საკვები, რომელიც სოფლის უდიდესი პლიუსია.
(ხედი აივნიდან ჭიშკრის მიმართულებით)
მოკლედ, მეორე დღიდანვე იმდენად ბევრი და საინტერესო რამე აღმოვაჩინე, რომ ფილმების ყურება არც კი მომსვლია თავში აზრად.
ძირითადად დროს მაინც გიოსთან ერთად ვატარებდი, მაგრამ გარდა ამისა თხილის გროვება, მდინარის ნაპირზე სეირნობა, კულინარიული ტრეინინგებით და სოფლის მეურნეობაზე (როგორც ბიზნესზე) დაკვირვებით ვიყავი დაკავებული.
გთავაზობთ ჩემს გადაღებულ რენდომ სადილის ფოტოს, ძალიან გემრიელი და ლამაზია ჩემი აზრით, თანაც სოფელში გატარებულ დღეს უხდება: Continue reading »

