თბილისი – მარანი, ანუ პირველი პოსტი!

გამარჯობა!

აი მეც დავბრუნდი ვიწყებ თავიდან. დარწმუნებული ვარ შეამჩნევთ, რომ ახალი პოსტები ცოტა სხვანაირია, ძველებს იმდენად არ გავს. მინდა ვწერო პირად და ზოგად თემებზე, ყველაფერზე რაც ჩემს გარშემოა, ასევე მაქსიმალურად მოგაწოდოთ ფოტომასალა! (დაკლიკეთ ამ წინადადებას თუ გსურთ ჩემი ძველი პოსტების ნახვა)

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში (ალბათ) დგება მომენტი, როცა განტვირთვა და სიახლე გვჭირდება. ჩემთანაც დადგა ეს მომენტი და  სოფელში წასვლა გადავწყვიტე!

ჩავალაგე ბარგი

დილის 9 საათზე უკვე მატარებელში ვიჯექი და სოფლისკენ მივდიოდი

აი ბილეთიც, ოდნავ ბუნდოვანია, მატარებელში გადავიღე

ეს მატარებელი იმაზე საშინელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა : (. ჯერ ერთი ელემენტარული სისუფთავის პრობლემაა და მერე, ძალიან დიდხანს ჩერდება ყველგან. გარდა ამისა, სამწუხაროდ საზოგადოებაში ქცევის კულტურა ჯერ კიდევ ვერ ჩამოგვიყალიბდა. ძალიან შემაწუხებელი იყო აურზაური და უადგილო მოძრაობები ჩემს გარშემო. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩავრთე ლეპტოპი, გავიკეთე ყურსასმენები და უკვე კარგა ხნის წინ დაგეგმილი და ჯერ კიდევ თავმოუბმელი საქმის კეთება, კერძოდ – How I met your mother სერიალის ყურება დავიწყე. უკვე რამდენი ხანია ამ ფილმის ყურებისკენ მომიწოდებდნენ Nat Noideaz (ნათია) და MyGreenSun (მეორე ნათია). თითქმის მთლიანად ვუყურე პირველ სეზონს და ეს ფილმი რომ არა, არ ვიცი რა უნდა მეკეთებინა მატარებელში მარტოს. 

უკვე სამტრედიას ვუახლოვდებოდით, როდესაც ორი ფრანგი გავიცანი. ერთერთი მათგანი მოვიდა და მკითხა ვიცოდი თუ არა ინგლისური – როგორც აღმოჩნდა ქართული არ იცოდნენ და მატარებელში არსებული რუკა, რომელზეც ჩვენი მარშუტი იყო აღნიშნული, სამწუხაროდ მხოლოდ ქართულ ენაზე იყო.  სოფელში ჩასვლამდე მათთან საუბარში გავატარე დრო, ველოსიპედეპი მიქონდათ ბარგთან ერთად, რომელიღაცა ევროპული ორგანიზაციიდან იყვნენ და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არსებული სიტუაციის შესწავლით ყოფილან დაკავებული. 

  მე სოფელი არ მაქვს და შესაბამისად თუ რომელიმე ჩემი მეგობარი არ წამიყვანდა თავის სოფელში, ან რომელიმე კურორტზე ვქირაობდით სახლს ან თბილისში მიწევდა ყოფნა. ანუ სოფლის ცხოვრებასთან ახლო შეხება არასოდეს მქონია.

მარანი, სადაც მივდიოდი, მიშკას სოფელია. სამტრედიასთან ახლოს, მდინარე ცხენისწყალის ნაპირზეა გაშენებული და ამ სოფელში შეგიძლიათ ყველანაირ ხილს შეხვდეთ, თხილით დაწყებული ციტრუსებით დამთავრებული.

როგორც იქნა ჩავაღწიე სოფელში. პირადპირ მარანის ბაქანზე გამიჩერა მატარებელმა, მაგრამ აქ დიიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ძალიან ცხელოდა და გარშემო 1 ტაქსიც კი არ იყო, რომ სახლამდე მიმეღწია, სახლი კი იქიდან 1კმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული. მე ორი ჩემოდანი, ერთი პარფიუმერიის ჩანთა და ლეპტოპის ჩანთა მქონდა, ამდენ ბარგს კი ვერანაირად ვერ წავიღებდი ფეხით ამხელა მანძილზე. დავურეკე მიშკას ბებიას და ველოსიპედით მოვიდა მათი ნაცნობი ბიჭი და ბარგი სახლამდე მიმატანინა.

მივედი! (happy)

გიომ 2 თვე სოფელში გაატარა ბებია-ბაბუასთან, ძალიან მენატრებოდა. მივედი თუარა კარებთან შევხვდი, ლაპარაკობს და დადის უკვე. არ მშორდებოდა და სულ ხელში უნდოდა მყოლოდა, მაგრამ თითქმის ჩემი წონაა უკვე 😀 და სულ ხელში ყოფნა No. დაახლოებით 1,5 საათში მკვდარივით ჩამეძინა, გზამ, ემოციებმა და ყველაფერმა ძალიან დამღალა + სიმშვიდის და სიგრილის ფაქტორმაც იმოქმედა და მეორე დღის დილის 8-ის ნახევრამდე მკვდარივით მეძინა

ისედაც ბევრი მოვყევი, ამიტომ დანარჩენს შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ და მოგიყვებით, რითი შეიძლება გაერთო სოფელში და როგორი ხანმოკლეა ხოლმე ეს ტკბილი წუთები! : )

Advertisements

7 comments

    1. რომ არ მომწონებოდა თითქმის მთლიან პირველ სეზონს არ ვუყურებდი ერთიანად. მომეწონა კიარა ის დამემართა, შენ რომ მეუბნებოდი : )) ძალიან მაგარია! ❤

  1. გამოხმაურება: სოფელი VS ქალაქი « MrsMarch
  2. ეს ჩანაწერი შემთხვევით აღმოვაჩინე ეხლა, და სახლის ფოტო რომ ვნახე ძალიან მეცნო, აღმოჩნდა რომ ბებიაჩემის მეზობლათ ყოფილხარ სტუმრად და ისე გამიხარდა ამ ფოტოსი და პოსტის ნახვა, რომ დიდი მადლობა მინდა მოგიხადო. :*

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s