სოფელი VS ქალაქი

როგორც წინა პოსტში გითხარით, მოგიყვებით, რითი შეიძლება გაერთო სოფელში და როგორი ხანმოკლეა ხოლმე ტკბილი წუთები! : )     

როგორც გითხარით სოფელში იშვიათად მიწევს ყოფნა. საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი – ჩემი ადრინდელი შეხედულება სოფლის ცხოვრების შესახებ ერთ დღეში შეიცვალა და ვთვლი, რომ:

  • სოფელში ყოველთვის არის საქმე, რომლითაც შეგიძლია თავი შეიქციო!
  • სოფელში შეგიძლია ყოველი დღე სხვადასხვანაირი გქონდეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე!
  • გიწესრიგდება დღის რეჟიმი და იძინებ ადრე – იღვიძებ ადრე! ეს არამხოლოდ შენს ორგანიზმზე, არამედ შენს ხასიათზეც დადებითად მოქმედებს!
  • ჯანსაღ ცხოვრებას კიდევ უფრო უწყობს ხელს ნატურალური საკვები, რომელიც სოფლის უდიდესი პლიუსია.

(ხედი აივნიდან ჭიშკრის მიმართულებით)

მოკლედ, მეორე დღიდანვე იმდენად ბევრი და საინტერესო რამე აღმოვაჩინე, რომ ფილმების ყურება არც კი მომსვლია თავში აზრად.

ძირითადად დროს მაინც გიოსთან ერთად ვატარებდი, მაგრამ გარდა ამისა თხილის გროვება, მდინარის ნაპირზე სეირნობა, კულინარიული ტრეინინგებით და სოფლის მეურნეობაზე (როგორც ბიზნესზე) დაკვირვებით ვიყავი დაკავებული.

გთავაზობთ ჩემს გადაღებულ რენდომ სადილის ფოტოს, ძალიან გემრიელი და ლამაზია ჩემი აზრით, თანაც სოფელში გატარებულ დღეს უხდება:

    ძალიან გემრიელი იყო ♥ 

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის შემოსავლიანობას, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სოფელში შეგიძლია იცხოვრო კომფორტულად, გქონდეს ყველაფერი და ფულის შოვნაც უფრო მარტივია ვიდრე ქალაქში.

ყველაზე მეტად თხილის ბიზნესმა მიმიზიდა. თხილი ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია, ყოველთვის მრავლად არიან მისი ჩაბარების მსურველები. ხელსაყრელი ჰავა საქართველოში თხილისთვის დასავლეთ საქართველოშია. მიწა მეურნეობისთვის საკმაოდ იაფი ჯდება, იმდენად იაფიც კი, რომ ერთი სეზონი საკმარისია ხარჯის ასანაზღაურებლად. თხილის ფასი სეზონზე 2,5 ლარიდან 4 ლარამდე (ზოგჯერ 6-მდეც კი) მერყეობს. თუმცა მედლის მეორე მხარე – “ამერიკულ პეპელად” წოდებული მწერია, რომელმაც თხილის ხეების დიდი ნაწილი გაანადგურა ბოლო წლებში, შესაბამისად თუ ამ ბიზნესით დაკავებას გადაწყვეტთ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება მწერმა თქვენი ხეებიც იმსხვერპლოს და მოსავლის გარეშე დარჩეთ. სახელმწიფო მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე და დადიან სპეციალურ წამალს ასხურებენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისი არაა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მოკლედ, ბიზნესი და ჩემი იდეები იქით იყოს და, გადავწყვიტე მზის სხივებით დავმტკბარიყავი და როგორმე შოკოლადისფერი თუ არა, ოდნავ ხორბლისფერი კანი მაინც მიმეღო, მაგრამ… სწორედ მაშინ, როდესაც სულ რაღაც 10 წუთის დაწოლილი ვიყავი “ზაგრის” მისაღებად, დამირეკეს და სასწრაფო საქმეზე თბილისში გავხდი წამოსასვლელი.

აუცილებელი ბარგი შევაგროვე (დანარჩენი იქ დავტოვე იმ იმედით, რომ მეორე დღეს ჩავიდოდი) და თბილისისკენ გამოვემგზავრე. 

ორშაბათიდან ტრეინინგები მეწყება. ოპტიმიზმით და სტიმულით სავსე ველოდები ორშაბათს, ერთი ისაა, რომ რამდენიმე პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი:

  1. ბარგის წამოღება 
  2. გიოს წამოყვანა
  3. საფუძვლიანი მოწესრიგება 

ჩემი დასვენება და სიმშვიდეში ყოფნა იმაზე მოკლე აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, მაგრამ არაუშავს, წინ უამრავი სიახლე და საქმე მელოდება.

აქვე მეორე მხარეზეც გეტყვით, ანუ რატომ ჯობია ქალაქი სოფელს(ნუ ყოველ შემთხვევაში საქართველოში):

  • სოფელში არ არის კინოთეატრი, ბარი, სილამაზის სალონი და სხვა ისეთი ადგილი, სადაც სასიამოვნოდ დროის გატარებაა შესაძლებელი.
  • სოფელში არ არის ტანსაცმლის მაღაზიები, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი გზის გავლა მოგიწევს თუ რაიმეს ყიდვა გსურს
  • სოფელში საქმიანობა ძირითადად ფიზიკური დატვირთვაა, რაც ხშირად შედეგად გაუხეშებულ კანს, ნაკაწრებს და მოუვლელ ვიდს ნიშნავს.
  • სოფელში დილის 7 საათზე მამალი ისე საშინლად ყივის რომ დიდი სიამოვნებით წააცლიდი თავს =))

მოკლედ ესე, კარგია ყველაფერი მაგრამ მე მაინც ქალაქი მირჩევნია! =)

Advertisements

8 comments

  1. ახლა ვკითხულობ და ვფიქრობ, როდემდე უნდა იყოს ჩემი დასვენება ასე იდიოტური და უაზრო. ნეტა ჩემი სოფელი სადმე ახლოს იყოს, რომ წავიდე და ვიყო იქ

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s