ფლეშმობი საქართველოში (?? oO)

წარმოიდგინე სიტუაცია, მიდიხარ ქუჩაში, თან რაღაცაზე ფიქრობ. შენს გარშემო უამრავი ადამიანი მოძრაობს როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ცენტრალურ ქუჩებზე და შენც როგორც ყოველთვის ზუსტად ისე უვლი გვერდს თითოეულ მათგანს, უმეტესობას არც უყურებ მაგრამ უცებ ხედავ როგორ ეცემა მწვანე მაისურში გამოწყობილი ბიჭი, უცებ მისი მეგობარი გოგონაც ეცემა, ხედავ როგორ ეცემა შენს გარშემო ყველა მიყოლებით და პანიკდები, და აღარ იცი შენც დაეცე თუ იმ ქერათმიან ლამაზმანს დაეხმარო შენს წინ რომ გდია და დეკოლტეში მადისაღმძვრელად მოუჩანს მკერდი, თუმცა რა დროს მკერდია ამდენი ხალხი ძირს რატომ ყრია? 

ნუ გეშინია, არც მესამე მსოფლიო ომი დაწყებულა და არც მომწამლავ აირთან გვაქვს საქმე. ეს ფლეშმობია, რომელიც საქართველოში ეხლა იწყებს ფეხის მოკიდებას.  თუ შენ ამ პოსტს კითხულობ მაშინ ნაკლებად სავარაუდოა იმ ადამიანთა რიცხვს შეუერთდე, რომლებიც ზემოთხსენებულ სიტუაციაში ( ქერათმიანის გადარჩენასა და დავარდნას ვგულისხმობ) აღმოჩნდე, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ პოსტის წაკითხვის შემდეგ ფეისბუქზე დაადასტურო მონაწილეობა. მოკლედ გაურკვევლობაში დიდხანს რომ არ გამყოფოთ, ვინც არ იცით აგიხსნით. 

ფლეშმობი ადამიანების ჯგუფია, რომლებიც ახორციელებენ უჩვეულო ქმედებებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. შეიძლება იყოს ცეკვა, დაცემა, გაშეშება და ა.შ.. ეს ქმედებები წინასწარ იგეგმება და რაც უფრო მეტი მონაწილეა, მით უფრო სანახაობრივია წარმოდგენა, რომელიც სახალისო, ზოგჯერ კი შოკისმომგვრელიც არის ხოლმე გარშემომყოფთათვის, რომლებიც ტყემალზე ზიან და ვერ ხვდებიან ეს მართლა ხდება თუ ესიზმრებათ. ამ ტიპის ივენთები შეიძლება ჩატარდეს ორგანიზაციების მხარდაჭერით, რადგან ხშირად ეფექტს და გახმაურებას ჰპოვებს ხოლმე და ამ კომპანიების პიარზე სასარგებლოდ მოქმედებს, ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ გართობისთვის ან რაიმეს გასაპროტესტებლად. ფლეშმობები სხვადასხვა გზით იგეგმება, შეიძლება იყოს : სოციალური ქსელი, ტელევიზია, მეგობრების ჯგუფის მიერ დაგეგმილი და ა.შ…

თუ შენ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ხარ, რათქმაუნდა გაქვს ფბ და შეგიძლია ამ წინადადებაზე დაკლიკო, დაალაიქო ფლეშმობის ფეიჯი და მიიღო ივენთებში მონაწილეობა!

ამ პოსტის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე რაც, ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვიღებ ივენთებს ფეისბუქზე, რომლებიც ფლეშმობში მონაწილეობას მთავაზობენ. ძალიან მაგარია!

თქვენი არ ვიცი და მე აუცილებლად ვაპირებ მონაწილეობას. სამწუხაროდ უახლოეს ფლეშმობებს ვერა, რადგან არც ერთი არ იგეგმება შაბათ-კვირას, მაგრამ თუ თქვენ არ მუშაობთ და კვირის სხვა დღეებში შეგიძლიათ მონაწილეობა, გირჩევთ წახვიდეთ და არ ინანებთ, იმედი მაქვს ემოციებს და შთაბეჭდილებებს მეც გამიზიარებთ=]

Advertisements

9 comments

  1. გამოხმაურება: Rock Flash Mob | Mad World

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s