ძვირადღირებული ქალიშვილობა და ფასდაკლება კუნილინგუსზე =)

ჯორდანო ბრუნო დაწვეს და დიდი ამბავი ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ თუ ვინმე ჩემთვის 1-2 “ტკბილ” სიტყვას გაიმეტებს.

პოსტის დაწერა “პროფილის” კრეტინულმა, იაფფასიანმა გადაცემამ გადამაწყვეტინა, რომელიც ეხლახანს მხოლოდ იმიტომ ჩავრთე რომ გამეგო რა იყო ამ გადაცემაში  ისეთი, მთელი საქართველო რომ შეძრა : ) სიმართლე გითხრათ +5min ვაჭერდი და ვცდილობდი სადმე მაინც მომესმინა რამე საინტერესო და ვერაფერი გავიგე გარდა იმისა, რომ ბევრისთვის სექსი დღემდე “უზრდელობაა” ხოლო საწყალმა ქართველმა ქალებმა ორგაზმის შესახებ არაფერი იციან. კიდევ უფრო გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ ამით არავინ განცვიფრებულა, უფრო ჰომოფობიური შეტევებით აქტიურობდნენ.

ეს საქართველოა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციითა და გახრწნილი, ჩამყაყებული (რა მაგარი სიტყვაა)  აზროვნებით. დიახ ეს ჩვენი სამშობლოა, რომლის სადღეგრძელოსაც ყველანი ფეხზე ვდგებით და ისე ვსვამთ.

ჩვენი საქართველოა, კუნილინგუსი რომ ფასიანია და ქალი თუ პირში სიგარეტს ჩაიდებს სხვა რამესაც იდებს (თუმცა ისეთებიც ბევრი ვიცი, სიგარეტს რომ ამ იდეოლოგიის გამო არ ეკარებიან, სამაგიეროდ სხვა რამეებზე უარს არ ამბობენ:evil:). ეს ის ქვეყანაა სადაც ვცხოვრობთ და “არაქალიშვილობა არ ტეხავს, მაგრამ ცოტათი მაინც ტეხავს”((c) ჩემი ნაცნობი).

სადაც გათხოვების იმედად დარჩენილი გოგონები სიმწრით ინარჩუნებენ ქალიშვილობას, ხოლო იმედგადაწურულნი კაცის გამოძახების სერვისს მიმართავენ, რათა თავიდან აიცილონ “გაბაზრების სინდრომი” ანუ, ჩვენ ენაზე იარლიკი – “ბოზი” 

ამავდროულად ნუ დავივიწყებთ ჩვენი სამშობლოს ღირსეულ მამულიშვილებს(ჰო,ჰო ჯიგიტო ქართველებო თქვენ გგულისხმობთ), რომლებიც ერთი მხრივ არაქალიშვილს ცოლად არ მოიყვანენ (სამაგიეროდ ევროპელების ნახმარ მანქანებზე შემოსხდებიან და..) მეორე მხრივ, საუნებისთვისაც შემოინახავენ ხოლმე ხელფასიდან მცირეოდენ თანხას.

პირადად მე, ვფიქრობ რომ ნახმარ მანქანას ნახმარი ქალი ჯობია და თუ გაინტერესებთ აქვე აგიხსნით რატომ. გამოუცდელი, “უნახავი” ქალი სანამ დახელოვნდება, თქვენც დაბერდებით, აქ ორი პრობლემა წამოიჭრება – “თავისუფალ სექსს რავა აკადრებთ” + როდის ისწავლის იყოს მართლა თავისუფალი? შესაბამისად მოგიწევთ მის დახელოვნებამდე სხვა ეგზემპლარებსაც მიმართოთ. მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამეა. განსხვავება ქალსა და მანქანას შორის ზუსტად ისაა, რომ მანქანა რაც უფრო მეტად ნახმარია მით უფრო ნაკლებ კომფორტს შეგიქმნით. ქალი კი პირიქით – რაც უფრო მეტად გამოცდილია, მით მეტად გასიამოვნებთ. და აი სად მივედით, თქვენ ქართველო მამულიშვილებო ქალისა და მანქანის შეფასების ერთნაირი კრიტერიუმები გაქვთ – ნახმარი/უხმარი : )

კაცმა რომ გკითხოთ რუსები თქვენთან სექსზე ოცნებაში კვდებიან და აქ ჩვენი ქალები კაცებს იძახებენ. ბედის ირონია არაა?

 ოხ როგორი რადიკალურები ვართ – მღრღნის და არ მასვენებს ერთი კითხვა, რა უფრო უარესია – ბოზობა, სიმწრით შენარჩუნებული ქალიშვილობა თუ ფასიანი კუნილინგუსი? 🙂 

Advertisements

21 comments

    1. ხო. რამდენიმე დღის წინ დავწერე, მერე ვიფიქრე არ გამოვაქვეყნებთქო და ბოლოს მაინც გამოვაქვეყნე. შეიძლება ცოტა დაგვიანებულია იმ გადაცემისთვის მაგრამ : ) ^^ აღშფოთებული არა უცებ დავწერე, სიტყვების ძებნა არ დამიწყია და რასაც ვფიქრობდი ეს გამოვიდა : )

  1. კარგი იყო, განსაკუთრებით “ნახმარი ავტომობილისა” და “ნახმარი ქალის შედარება”(თუმცა მცირეოდენი ჰომოფობია აქაც გაიპარა:)). Respect!

    1. Herman : ) დიდი მადლობა კრიტიკისთვის, ყველაზე მეტად ესეთი კომენტარები მიყვარს:) რაც შეეხება ნახმარი ვატომობილისა და ნახმარი ქალის შედარებას ეს უფრო დაცინვა იყო იმათ მიმართ, ვინც ზუსტად ესე მოიხსენიებს – “სხვისი ნახმარი ქალი” 🙂

    1. გეთანხმები. მართლა ბევრი ნიუანსი იყო მაგრამ ძირითადად უკვე გადაცემასთან დაკავშირებული ფაქტები იყო (ანუ თვითონ ამ პროექტის მინუსები).. და მაინც რამ?

  2. ” კაცმა რომ გკითხოთ რუსები თქვენთან სექსზე ოცნებაში კვდებიან და აქ ჩვენი ქალები კაცებს იძახებენ. ბედის ირონია არაა? ”

    : )) ჩემგან ბიგ ლაიქი შენ..მაგარი პოსტია,ცოტა გვიან ვნახე თუმცა 100% –ით გეთანხმები.

  3. მშვენიერი გამოძახილია თავისუფლებამოწყურებულშებოჭილი თაობისა… მაგრამ არის მაინც “მაგრამ”.
    შენ იცი ჩემი დამოკიდებულება… თუ ბჭობაა მერე ვიბჭოთ ამაზე, მაგრამ ერთს გეტყვი რომ ეს ყველაფერი ტრადიციების ბრალი არ არის.. ეს ქართველი კაცის კომპლექსების შედეგია.. კომპლექსები კი იმ პოსტსაბჭოური: “30 მანეთათ გადაფრინდებოდი, იგულავებდი, “მაროჟნსაც” შეჭამდი, კაი ქალსაც დააყოლებდი, და დაბრუნდებოდი”–დან მოდის…
    მეცოდება ეს თაობა.. მეზიზღება ის ჩარჩოები რომელიც ბოჭავს… მაგრამ რაღაც პონტში ვატყობ რომ მეც კი მაზის ეს დაღი.. შეიძლება ამ ჩაჩოების მხარეები გავამტვრიო, მაგრამ ვგრძნობ რომ იმ კედელს მაინც ვერ გავცდები რომელზეც ვკიდივარ …
    არ ვიცი, საუბრის გაგრძელება პირადში 🙂

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s