Altervision 2011 = Fail

ოდნავ დაგვიანებული პოსტია, მაგრამ მინდოდა დამეწერა

ზოგადად ვთვლი, რომ ყველანაირი მუსიკალური პროექტი, რომელიც მუსიკის განვითარებას ემსახურება დასაფასებელია. აქედან და საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვცდილობ ხოლმე, რომ როცა რაიმე ფესტივალი (ცოტა ხმამაღალი სიტყვაა), კონცერტი და ა.შ ტარდება აუცილებლად მივიდე, რადგან შეგრძნება მაქვს ისეთი, თითქოს ყველა თუ ჩემსავით მივა, რაღაც ძვრა იქნება და განვითარებაც შეგვეტყობა. 

ამ იმედით წავედი წლევანდელ ალტერვიზიაზეც, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ შარშანდელზე ბეევრად უარესი აღმოჩნდა. ნუ შარშან შუმებზე თუ ვწუწუნებდით, წელს საერთოდ ვერ გავიგე თუ გარშემო საერთოდ ვინმე უკრავდა.

მოდი თავიდან დავიწყებ.  რომ მივედი ანა და ინგა ისხდნენ სპორტის სასახლის წინ და ლუდს სვამდნენ. რამდენიმე ხანი მეც იქ ვიდექი და ვლაპარაკობდით. (როგორც ყოველთვის ასეთ ადგილებზე) ყველა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ვნახეთ და მერე ფრიად იმედგაცრუებულმა აღმოვაჩინე, რომ კონცერტი სპორტის სასახლე-ში კიარა -თან უნდა გამართულიყო. ამას დაემატა თბილისობის უჯიშო “დღესასწაული” მართლა “სასწაულია” ეს თბილისობა. გავიჭვარტლე იქვე მწვადებისთვის დანთებული ცეცხლით, ჩემი თეთრი კეტები მწყობრიდან გამოვიდა და გაშავდა. მე დიდი ჭიქით ლუდს ვსვამდი წინა დღის პახმელიით თავატკიებული და სამსახურისგან გადაღლილი, კიბეზე ჩამომჯდარი ვათვალიერებდი გარშემომყოფებს. 

წასვლის მთავარი მიზეზი ჯგუფი Plus Master იყო. ამ ჯგუფის ლაივ შესრულების შესახებ იმდენად დადებითი რამეები მესმოდა, რომ ვიფიქრე ეხლა მაინც მოვისმენთქო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სცენაზე ვიყავი ასული მაინც ვერ მოვისმინე ნორმალურად. ვეცდები სხვა დროს, უკეთეს ვითარებაში ვცადო : )

მოკლედ როგორც ჩემი დაკვირვებით ვვარაუდობ, იქ მყოფთა დიდ უმრავლესობას ეგონა, რომ ეს თბილისობის “დღესასწაულისთვის” გამართული კონცერტი იყო, რადგან მრავლად შეიმჩნეოდნენ ბებია-ბაბუები მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად (ძირითადი პოზა შვილიშვილი კისერზე და ბაბუას(ბებიას) აჭენებს აქეთ იქით).

ამავე დაკვირვებით, 0.5% თუ იყო მუსიკის მოსასმენად მოსული. დანარჩენი 99.5% გადანაწილება შემდეგნაირად მოვახდინე:

A) ზემოთხსენებული თბილისობის მოზეიმენი

B) მე როცკერი ვარ/იმო ვარ/მეტალისტი ვარ/ და მაგარი მაიკა მაცვია

C) ალტერვიზიაზე მაგარი ნაშების დაკერვა შეილება სიმონ (“როკერი” გოგოები იძლევიან)

D) დალევა მინდა, წამო ალტერვიზიაზე

ნუ რა თქმა უნდა სხვა ვარიანტებიც შეიძლება, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებაა და ვსარგებლობ აზრის გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ უფრო და უფრო ღრმად ვრწმუნდები, რომ უფასო(თითქმის) ყველაფერი ნაგავია! რაც თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ფასიანი ყველაფერი კარგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ 5 ლარი მაინც რომ ყოფილიყო ბილეთის ფასი და თუ დახურულ არა შემოსაზღვრულ სივრცეში მაინც ჩაატარებდნენ, ბევრად უკეთესი იქნებოდა^^ : )

Advertisements

6 comments

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s