GEORGIAN FASHION WEEK SPRING / SUMMER 2012

Art is Fashion, Fashion is Art

სწორედ ამ სლოგანით ჩატარდა ქართული მოდის კვირეული გაზაფხული/ზაფხული 2012.   განრიგი ასე გამოიყურებოდა:

ესეიგი, პირველ დღეს, 2 საათზე იყო გოდფრი დენის workshop, საღამოს რვა საათიდან კი ეროვნულ მუზეუმში ოფიციალურად გაიხსნა Fashion Week.

სამწუხაროდ S/S 2012-ზე მხოლოდ ამ დღეს მოვახერხე მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა ავთანდილის, ქეთი ჩხიკვაძის და აკა ნანიტაშვილის ჩვენებები. 

რაც შეეხება გახსნას და ჰალფლი ოფენეარ წვეულებას. წითელი ღვინისა და სასიამოვნო მუსიკის ფონზე ჩაიარა.  მაინცდამაინც ორგანიზებული და მოწესრიგებული ივენთი არ იყო,  გაზაფხულის მოდის კვირეულმა გაცილებით სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამიტოვა. 

ქართული სამოსი და ნივთები იყო წარმოდგენილი, რომელთა დიდი ნაწილი სამწუხაროდ არ მომეწონა : (. სამაგიეროდ ძალიან საყვარლები იყვნენ ფაფახიანი გოგონები, რომლებიც მარტო არ იყვნენ  მათ გარდა ავთანდილსაც არანაკლები ფაფახი უმშვენებდა თავს, იქვე მოვკარი ყური ფრაზას “სავსემ გრუზინ” : ) სამაიას “მოცეკვავე” გოგონები  მუსიკის გარეშე ცეკვავდნენ:(

ვნახე თაა, რამაც ძალიან გამახარა, აქვე დავამატებ, რომ თაას ბლოგზე შეგიძლიათ იხილოთ დაწვრილებით მოდის კვირეულის შესახებ და არამარტო: ) (თაას აინტერესებდა თურმე და აქვე ვიტყვი) ქართული სამოსი იმიტომ იყო, რომ ხაზგასმული ყოფილიყო, რომ ქართველებს ოდითგანვე გვაქვს განსხვავებული ჩაცმის კულტურა, აქ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კვირეული სწორედ ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა.

მოგვიანებით After Party-ზე გადავინაცვლეთ Two Side-ში, სადაც აბსოლუტურად გიჟური სიტუაცია დაგვხვდა. ძალიან ცოტა მაგიდები, პრაქტიკულად არასაკმარისი დამსწრე საზოგადოებისთვის(და ისიც დასწრებაზე). სამაგიეროდ სასმელზე გაგიჟებული სტაფი და სკამის სახელურზე ჩამომსხდარი სტუმრები იყვნენ მხიარულ განწყობაზე. დიდი ხანი არ გავჩერებულვარ, რადგან იმ ღამეს წითელი ღვინის გარდა არყის დალევაც მქონდა დაგეგმილი: ))

პ.ს  მე – MrsMarch მოდის კვირეულის შემდეგ Two Side-ის კიბეზე : P ^^

Advertisements

2 comments

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s