რასაც გულგრილი ვერასოდეს ჩავუვლი (ნაწილი 1)

არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით?

ჩემს შემთხვევაში პროდუქცია მრავალფეროვანია, რამდენიმეს გამოვარჩევ:

ნაწილი პირველი

 საკანცელარიო ნივთები

როდესაც მაღაზიის ვიტრინაში, თაროზე ან თუნდაც ქუჩაში დახლზე ვხედავ სხვადასხვანაირ ბლოკნოტებს, რვეულებს, კალმებს, ფანქრებს, სტეპლერებსაც კი და ა.შ მზად ვარ მთელი ფული დავხარჯო და ყველაფერი სახლში წავიღო. მერე მახსენდება რომ ამ ნივთებს ვერაფერში გამოვიყენებ სასიკეთოდ და ვდგავარ – ვუყურებ, ვუყურებ და ზოგჯერ დიდი ხნის ყურების შემდეგ 1 რამეს მაინც ვირჩევ. 

თქვენ წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერი ვარ როცა რვეული/ბლოკნოტი/კალამი მართლა მჭირდება! ყურებამდე გაღიმებული მივაბიჯებ უახლოესი მაღაზიისკენ და გამყიდველის უკმაყოფილო სახის მიუხედავად რამდენიმე ათეული წუთი ვარჩევ იმ ერთ საწყალ ნივთს რომელიც უნდა ვიყიდო.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს:

 დიდი სიამოვნებით მექნებოდა ეს ორი ერთმანეთის მსგავსი რვეული

კიდევ ძალიან, ძალიან ბევრს დავდებდი, მაგრამ თავი რომ არ მოგაბეზროთ ამ ფოტოებს დავჯერდები.

ჩემი დაკვირვებით, ის ადამიანები ვისაც ეს ნივთები ნამდვილად ჭირდება, იშვიათად თუ აქცევენ ყურადღებას ვიზუალურ მხარეს:

! ის რაც არ მომწონს: 

კალამი – სხვადასხვა შინაარსის უნიჭოდ წაწერილი რეკლამით – არ მსიამოვნებს მოძრავი რეკლამის გავრცელება როცა უმეტესად ამ კომპანიების შესახებ არაფერი ვიცი

პატარა ზომის ცალხაზიანი ბლოკნოტები – რაც არ უნდა ლამაზი იყოს, უბრალოდ მოუხერხებელია

იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრებაში პრაქტიკული ადამიანი ვარ, ხშირად უარს ვამბობ საკანცელარიო ნივთების ყიდვით გამოწვეულ სიამოვნებაზე. 

პ.ს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ მეორე ნაწილს – კიდევ რას ვერ ჩავუვლი გულგრილად ვერასდროს!

 პ.პ.სთუ ოდესმე ჩემთვის რაიმეს ჩუქებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ორიგინალური, კრეატიული საკანცელარიო ნივთები ძალიან მიყვარს! =)     

Advertisements

11 comments

  1. მმმმეცცც ძალიან ძალიან მიყვარს, ჩემი სუსტი წერტილია ^^
    სულმოუთქმელად ველი მეორე ნაწილს *_*

  2. აუ მეც რა მაგრად მიყვარს ბლოკნოტები :)))) რამდენი მაქვს ისე ნაყიდი და ცარიელები მიდევს ჯერ-ჯერობით 😀 საკანცელარიო მაღაზიის გახსნაზეც კი მიფიქრია 😀 თუ როდისმე ბიზნესის კეთება გადავწყვიტე, უკვე ვიცი რითიც დავიწყებ 😀

    1. მშვენიერი იდეაა, ოღონდ სტანდარტული არა, ყველაზე კრეატიული და არასტანდარტული საკანცელარიო მაღაზია უნდა გახსნა და ჩვენ ამ საკითხის მანიით შეპყრობილნი ხშირად შემოგივლით

  3. საკანცელარიოში ყოველთვის ჩემი ძმა მიმყავს – ვიცი, ჩემს მიერ არჩეული 20 ნივთიდან, მხოლოდ 2ის ყიდვაზე დამიყოლიებს.. თან სხვასთან ერთად არ მიტყდება ორი საათის განმავლობაში არჩეული ნივთების ისევ თაროებზე დალაგება 😀
    რამდენი ნივთი მაქვს, მასე ხათრით ნაყიდი :/

    1. ვერ მივხვდი :დ ანუ გიყვარს საკანცელარიო ნივთები თუ პირიქით? ნუ პრეტენზიული გემოვნება გასაგებია, მე მესმის შენი :დ

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s