ქალი რომელიც ყლაპავს

სათაურზე აუცილებლად წარმოიდგენდით რამეს, რაც შეიძლება ქალმა გადაყლაპოს. მე პირადად სათაურის დაწერისთანავე გამახსენდა “Sex and the city”-ს ძველი სერიიდან მომენტი, როდესაც სამანტა მიდის შიდსზე ანალიზის ასაღებად:

თუმცა პოსტი პირდაპირი მნიშვნელობით ყლაპვას არ ეხება და მინდა გითხრათ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა რომ ეხებოდეს. ნათიას პოსტი წავიკითხე და მომინდა მეც დამეწერა იმ ოჯახების შესახებ, სადაც ძალადობა, ცემა, ყვირილი და განუკითხაობა ჩვეულებრივი მოვლენაა.

სამწუხაროდ ასეთი ოჯახები არსებობენ და იმაზე მეტიც კი, ვიდრე რომელიმე თქვენგანს გონია. უბრალოდ ყველა “ყლაპავს” და ერიდება საკუთარ ოჯახზე მსგავსი თემის გაჟღერებას.  პარამეტრებიდან გამომდინარე, ძირითადად აგრესორები მამაკაცები არიან და მათი ძალადობა ცოლებზე/შვილებზე კონტროლს გარეშეა.

 უბრალოდ არ მესმის კიარა – ვფიქრობ რომ ყველა ასეთი ქალი მეტის ღირსია, მანამ სანამ არ მიხვდება რომ ერთუჯრედიანი ამება კიარა ქალია, და რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომ ის ნაძირალა კაცის გარეშეც შეძლებს ცხოვრებას უკეთესად თუ არა უარესად მაინც არ იქნება და ნერვებს მაინც დაიწყნარებს.

მოძალადე კაცებზე მეტად თვით ამ ქალებზე ვღიზიანდები. ნუ თავი არ ეცოდებათ, წირავენ. მაგრამ შვილები? უმეტესად ამ სიტუაციებში ბავშვები იტანჯებიან და მათი ფსიქოლოგია გაუთავებელი კონფლიქტისა და ძალადობის მსხვერპლი ხდება.

ეს ქალები მოძალადე მამაკაცის კიარა, იმ წესების მსხვერპლი არიან, რომლითაც ცხოვრობენ!

“ოჯახი როგორ დავანგრიო”, “ბავშვი უმამოდ” და ა.შ ეს მხოლოდ თავის მართლება და უპასუხისმგებლობაა. ოჯახის დანგრევა არ გინდა და სამაგიეროდ ბავშვის ნერვებს და შენს სხეულს ანგრევ? სად არის ლოგიკა? სინამდვილეში უბრალოდ ლაჩარი ხარ და ელემენტარულად იმით არ დაინტერესებულხარ, თავს რომ დააღწევ რა გეკუთვნის ქონებიდან “რას იტყვის ხალხი ქმარს სასამართლოს დახმარებით ართმევს ქონებასო”. დაივიწყე ხალხი და იფიქრე შვილებზე, საკუთარ თავზე. ბოლოს და ბოლოს დააჯერე თავი, რომ ადამიანი ხარ.

ძირითადად ამ სიტუაციის მსხვერპლი ქალები ყველანაირ ინფორმაციას მოკლებულნი არიან – მათ შორის :

  • განქორწინების ნებისმიერ დროს მოთხოვნის უფლება
  •  ქონების მოთხოვნის უფლება (ზოგიერთს გონია, რომ რადგან ქმარი მუშაობს და თვითონ სახლში მრეცხავიცაა, დამლაგებელიც და ძიძაც, არაფერი ეკუთვნით), რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ამ კაცთან აღარ ცხოვრობ – ჰაერში არ რჩები ბავშვებთან ერთად [მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი”,  “ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი” საქართველო სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი] 
  • არსებობს ქალთა ორგანიზაცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
  • არსებობს ცხელი ხაზი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და შესაძლებელია დაკავშირება ნებისმიერ დროს (309 903)
  • პოლიცია არსებობს!
  • კიდევ ბევრი სხვა საშუალება არსებობს, თუ ჩემი არ გჯერათ ask google =)
არჩევანი თავად ამ ქალებზეა, რა ურჩევნიათ:
მუდმივი შიში, დაჟეჟილი, დალურჯებული სხეული, დეპრესია და ფსიქოლოგიურად შერყეული შვილები 
თუ
რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი, გადაწყვეტილების მიღება, გამბედაობა და ამაღლებული თვითშეფასება, კარგი და ნათელი მომავალი შვილებისთვის:
მოკლედ, აზრზე მოდით, მიძინებული გონება დაძაბეთ, თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ბედნიერი! გადადგით ნაბიჯი წარმატებისკენ და ის ორ ნაბიჯს გადმოდგამს თქვენკენ!


Advertisements

5 comments

  1. ერთი მხრივ მესმის ასეთი ქალების, ისე არიან აღზრდილები და ისე აქვთ გონებაში ჩაჭედილი, რომ თავიანთ თავში იმ ზღვრის გადალახვა უჭირთ, რაც გააბედინებთ რომ ქმარს გაშორდნენ და დამოუკიდებლად იცხოვრონ. ალბათ + 30 და ზემოთ ქალებს ეხებათ ეს. და უფრო პატარა ასაკაში ეს პრობლემა ნაკლებად აქვთ, შეიძლება სხვანაირად აზროვნებენ. ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო გოგოები ვიცი, რომლებმაც ცემის და ძალადობის კი არა, სრულიად სხვა მიზეზების გამო დანგრიეს ოჯახი – მოეწყინათ “ცოლის” სტატუსი, ფინანსური პრობლემები და ა.შ. ანუ პატარა ასაკში ძაან მარტივად უყურებენ (თუ ვუყურებთ 😀 ) ყველაფერს.

    1. ის, რასაც შენ ამბობ ამაზე არანაკლებ ვრცელი მაგრამ ცალკე თემაა მაინც, ანუ ოჯახის შექმნა მაშინ, როცა ფსიქოლოგიურად არ არიან მზად:| მაგრამ ასაკი აქ არაფერ შუაშია, აზროვნებას რაც შეეხება გეთანხმები, ასე არიან აღზრდილები მაგრამ “მარტო წვრთნა რას უზამთ თუ ბუნებამ არ უშველათ?” ანუ მხოლოდ აღზრდაც არაა, ცოტა თვალები უნდა გააახილონ!

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s