რასაც გულგრილი ვერასოდეს ჩავუვლი (ნაწილი 2)

არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით? ჩემთვის კი! პირველი ნაწილის სანახავად დაკლიკეთ ვარსკვლავს * 

ამ ნაწილში ცოტა უფრო სხვა თემაზე – უსულო საგნებიდან სულიერზე გადავალ. ჰო, ჰო სულიერზე აი თქვენზე და ჩემზე თუმცა ქუჩაში მიმავალს შეიძლება საერთოდ არც შემოგხედოთ.

ეს მხოლოდ ქალებზე მემართება. მერე რა, რომ მეც ქალი ვარ და იმ ლამაზფეხება, შოკოლადისფერ გოგოს არაფერს ვთავაზობ.  მერე რა, რომ ქუჩაში მიმავალს თუ ფორთოხალივით მრგვალი მკერდი მიმიზიდავს და მასთან გასაცნობად არ მივალ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ და ალოგიკურია. სიმართლე გითხრათ  სასიამოვნო გულის აჩქარება და ჩემი რამდენიმეწამიანი გაშტერება ბევრად უფრო სასიამოვნო მგონია ვიდრე იმ მამაკაცებში აღძრული ემოციები, რომლებიც ქუჩაში ლამაზმანს თვალს აყოლებენ.

ვერასოდეს, ვერასოდეს ჩავუვლი გულგრილად – გრძელ, სექსუალურ ფეხებს, კარგი ფორმის თეძოებს და მკერდს, ლამაზ სილუეტს და ცხვირს! მოკლედ რომ ვთქვა – ლამაზ ქალს! თუმცა ჩემთვის ლამაზი – შეიძლება ვინმესთვის სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც მე ვხედავ, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი გარკვეული კრიტერიუმები და დეტალებია და შესაძლოა კონკრეტული აქსესუარის ან დეტალის გამო მიიქციოს ჩემი ყურადღება

რამდენიმე ფოტო ჩემი ფოლდერიდან:

იმედია თქვენც მოგწონთ ჩემი რჩეული გოგონები = ). კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი ფოტო მაქვს, მაგრამ ყველას არ დავდებ რა თქმა უნდა.

P.S აქვე ვაპირებდი დამეწერა რა არ მომწონს, მაგრამ გადავიფიქრე, არ მინდა პოსტი დავამახინჯო =))

Advertisements

12 comments

  1. საკანცელარიო ნივთებზემეც ვჭედავ, მარა გოგოებს არასოდეს დავკვირვებივარ, მხოლოდ ლამაზმა თმამ შეიძლება მიიქციოს ჩემი ყურადღება და კიდევ მწვანე ტანსაცმელი თუ აცვია ვინმეს, შეილება გავეკიდო 😀 😀

  2. “სიმართლე გითხრათ სასიამოვნო გულის აჩქარება და ჩემი რამდენიმეწამიანი გაშტერება ბევრად უფრო სასიამოვნო მგონია ვიდრე იმ მამაკაცებში აღძრული ემოციები, რომლებიც ქუჩაში ლამაზმანს თვალს აყოლებენ.”

    და რა იცი რა ემოციებს განიცდიან მამაკაცები? ან იქნებ მაგათაც იგივე განცდები აქვთ, რაც შენზე დაწერე? : p

  3. ♥ სულ ვფიქრობ ხოლმე და ერთ დასკვნამდე მივდივარ ,რომ საქართველოში მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ლამაზები გვყავს ვიდრე კაცები.
    მეც ვაკვირდები ხოლმე ლამაზ გოგონებს, ძირითადად ჩაცმის სტილმა შეიძლება მიიპყროს ჩემი ყურადღება,ან თმამ და ან სახის რაღაც ნაკვთებმა,რომელიც სხვებისგან გამოარჩევს.
    ბიჭებზე კი იმას ვიტყვი,რომ იშვიათად ვხვდები ისეთს რომელიც მომეწონება…. თუმცა არის შემთხვევები,როდესაც სუნთქვა შემეკრება მათ დანახვაზე 😉 : ))))

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s