Dad Don’t Read This ♥

(ანუ ჩემი “ტატუგრაფია” და ახალი ტატუ ფოტოებით)

ერთხელ, წლების წინ, ახლადგამომცხვარი თინეიჯერი რომ ვიყავი იმ დროს, ტელევიზორის წინ ვიჯექი მამაჩემთან ერთად. ამ დროს ეკრანზე რომელიღაც ჰოლივუდის ვარსკვლავის ტატუებს განიხილავდნენ. მამაჩემმა თავისი აზრი გამოთქვა, რომ ტატუ არის საკუთარი თავისთვის დაღის დასმა თუ რაღაც ამდაგვარი. რასაც მე არც მაშინ ვეთნხმებოდი და ეხლაც ვთვლი რომ ეგრე არაა.

თუმცა მაშინ წინააღმდეგობის გაწევის განსაკუთრებული მუღამი მქონდა და 15-16 წლის ასაკში, როგორცკი საშუალება მომეცა გავიკეთე ტატუ.  ჯობდა დამეჯერებინა, იმიტომ რომ ის ტატუ ნამდვილი საშინელება იყო. ცოტა ხანში მეორე ტატუც გავიკეთე. ორივე ერთნაირი მარაზმი იყო, რადგან ჩემმა მეგობარმა “გამიკეთა” და ისიც ხელით კუსტარულად დამზადებული აპარატით და გიტარის სიმით. რამდენიმე თვეში ეს ტატუები მოვიშორე და თანაც როგორ? ამოვიწვი! ერთ მხარეს შრამიც კი დამრჩა.

გავიდა დრო, ის ტატუები აღარ მქონდა და არც მამაჩემის მიმართ წინააღმდეგობის ჟინი. მიუხედავად ამისა, ტატუ მინდოდა. ცოტა ხნის წინ, ანამ, ჩემმა მეგობარმა ტატუს კეთების სწავლა დაიწყო და იმ სალონში მოვხვდი, სადაც ანა კეთებას სწავლობს.  სიტუაციაც მომეწონა და უკვე გაკეთებული რამდენიმე ტატუ რომ ვნახე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ურბანტატუში გამეკეთებინა. ამ პერიოდშივე დაიწყო Zooom-ის აქცია 1=2, რაც ამ სალონში მეორე ტატუს უფასოდ გაკეთებას გულისხმობს.

11.11.11 თერთმეტი, მეთერთმეტე თვე, ორიათს თერთმეტი წელი ისტორიაში შევიდა როგორც ჩემი ტატუს დახატვის თარიღი, ანუ ამ დღიდან მე ზურგზე პატარა ეშმაკუნა მაზის წითელ ლენტაშემოხვეული და კუდიანი : )

(აი ასე გამოიყურება^^ ჯერ ახალი გაკეთებულია)

 

თუ ვინმეს ტატუს გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, სრული პასუხისმგებლობითა და საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გირჩიოთ ურბანტატუ, რომელიც თბილისში, აბაშიძის #33-შია.თუ მოგწონთ ჩემი ტატუ/ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ 

P.S დღეს ჩემი და დედაჩემის შეხვედრა:

– “ტატუ გავიკეთე

-“იდიოტო!“:პაუზა: “მე ყურზე მე6 ნახვრეტი გავიკეთე” sticks out her tongue: D


Advertisements

11 comments

  1. შენი და დედაშენის დიალოგი მომეწონა :)))) ტატუ დროთა განმავლობაში რომ ხუნდება, მაგიტო არ მომწონს. მერე რაღაც ნაცრისფერი ხდება ხოლმე.

    აბა მშვიდობაში ახალი ტატუ :)))) მშვენიერი ეშმაკუნაა :)))))

  2. არ ვთვლი, რომ ტატუ დაღის დასმას ნიშნავს, ან რამე მსგავსს. თანაც მოშორებაც შეიძლება, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს :p მით უმეტეს, ხელოვნების ნიმუშადაც ვერანაირ ტატუს ვერ აღვიქვამ.

  3. ის კომენტარი და პოსტი, რომლის შემდეგაც გადმოვბარგდი შენი ბლოგის მეზობლად!!! საყვარელი ეშმაკუნააა… შენსავით!

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s