ჩემი მეზობლის დაქალი

ის ჩემი ბიძაშვილის უახლოესი მეგობრის დაა, ჩემი მეზობლის დაქალია და ბიძაჩემის ნაშის დისშვილი. ყველაფერი ერთად და ამ ყველაფერთან ერთად ჩემი თანამოქალაქე. თუმცა ეს არავის გვიკვირს, ჩვენ ხომ თბილისში ვცხოვრობთ. ქალაქში რომელიც პარიზსაც ჯობია, ნიუიორკსაც და ყველა სხვა ქალაქსაც რომელიც ოდესმე თუნდაც სიზმარში გინახავთ.

ქუჩა (დეკემბერი, 2011)

ამდენი მოწყენილი სახე ერთად შეუძლებელია სადმე სხვაგან ნახო. ამავდროულად თითოეულ ამ დაღვრემილ გამოხედვასა და შეკრულ წარბში შეიძლება ამოიცნო მეზობლის დაქალი, ბიძაშვილის ნაშა, შენი საუკეთესო მეგობრის ძმა ან ძმის ყოფილი შეყვარებული მაინც.

“მარშუტკა” (დეკემბერი, 2011)

წლის საუკეთესო მობილური ტელეფონი Nokia express music, რომლის ყურსასმენებიც ყოველ მეორეს უკეთია, რბილ სავარძელზე მოკალათებულან, ზოგიც დგას, ზოგს სხვისი ჩანთა უდევს კალთაში. ისინი ყველანი მოწყენილები არიან და მათშიც ასევე შეიძლება ამოიცნო შორეული ნათესავი, ყოფილი კლასელის ძმა ან მეზობლის ბავშვი, თანაც ისეთი ჩახუთულობაა, ისეთი მუქი ფერებია და ისეთი “პონჩიკი”-ს სუნი აქვს ქალს ჩემს თავზე, რომ ეს ნამდვილად იმ ბუფეტის მცხობელი იქნება, ბავშვობაში ბულკზე რომ ვაკითხავდი.

საცობი (დეკემბერი, 2011)

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩები არც ისე ფართე და არც ისე მთაგორიანია, მაინც “ძერსკი” არჩევანია X6 ან თუნდაც რომელიმე სხვა, მთავარია იყოს “ჯიპი”, გზა გადატვირთულია და ყვითელი ავტობუსები ყოველთვის იმ ხაზზე დადიან, სადაც წესით სწრაფად უნდა იარო, მიუხედავად იმისა, რომ 40კმ/სთ-ს სიჩქარე არ აჭარბებს. ყველა მძღოლი წუხს იმის შესახებ, რომ გზები გადატვირთულია, რომ მხოლოდ თავად არიან შუმახერები და ქალაქში მანქანის ტარება არავინ იცის, მეორეს მხრივ კი ერთერთ ასეთ მძღოლში მაინც ამოიცნობთ თქვენს “ჩერეზ” ძმაკაცს, რომელმაც უკვე 21-ე ავარია გააკეთა (ამ წელს…) და ამ მძღოლების უმრავლესობა თქვენი ყოფილი გირლფრენდი, მეზობლის აწუკვე წამოზრდილი შვილი ან თქვენი ნათესავია.

მაღაზია (დეკემბერი, 2011)

ზოგი გამოდის, ზოგიც შედის. რაც მთავარია სიგარეტის და პურის განყოფილებასთან 2 ადამიანი მინიმუმ დგას შენს წინ ან შენს უკან. ყველა მათგანი რაღაცას ყიდულობს, მიუხედავად ამისა ყველას “უჭირს” და ფული არცერთს არ აქვს. ვერც ერთი ვერ იტან პოლიტიკოსებს და საქმის კეთებას, ეს ორი კი ურთიერთკავშირშია, თანაც საოცრად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და უსაქმურობის მთავრობაზე გადაბრალების აქტის დახმარებით რიგში სწრაფად უახლოვდებიან მაღაზიის დახლს. ყველა მათგანს დაღვრემილი სახე აქვს და საუკეთესო ვარიანტში, შენს წინ მდგომი მეზობელია, უარესში კი მეზობლის ქმრის ოჯახში მიღებული საყვარელი, აწ უკვე სახელ გატეხილი ბოზი ან/და შენი მუსიკის მასწავლებლის შვილი.

ფეისბუქი (დეკემბერი, 2011)

აქ იმაზე მეტი ხალხია ვიდრე ქუჩაში, “მარშუტკაში”, საცობში ან თუნდაც მაღაზიაში. მიუხედავად ამისა ჩახუთულობა და დისკომფორტი არ იგრძნობა. ამავდროულად, ისინი ყველა შენი მეზობლის დაქალები, ახლო მეგობრები, ძმის ყოფილი შეყვარებულები და შენი ექსები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი მომღიმარი სახეები მხოლოდ ფოტოებზე გინახავს, ისინი იცინიან, თავისუფლად საუბრობენ (თითქოს კომპლექსი რეალობაში დატოვესო) იმდენი სიცილის და კოცნის სმაილია, რომ რეალობაში მთელი ცხოვრების მანძილზე არ გინახავს ამდენი ემოცია ერთად და გიკვირს (ნუთუ მართლა საქართველოს ბრალია ამ ხალხის მოწყენილი სახეები?) და უცებ ხვდები, რომ : * <- კოცნა კიარა ორი თითის მიერ დამუღამებული კომბინაციაა, ხვდები, რომ ხვალ ისევ გამოვლენ და ივლიან დაკომპლექსებულები, ხვდები, რომ ზედმეტად შეიჭრნენ ვირტუალურ როლებში (აი თურმე რატომ არ ვენდობი სმაილებს) და რომ დეკემბერს იანვარი შეცვლის, იანვარს თებერვალი… ზამთარს გაზაფხული, გაზაფხულს – ზაფხული! ამათ კი ა რ ა ფ ე რ ი : ) 👿 

P.S ზაფხულზე გამახსენდა, ძალიან მაგარ ადგილზე ვცხოვრობთ, თუ ჩემი არ გჯერათ აი ვიდეო (ოღონდ ყველაფერი არ დაიჯეროთ)

Advertisements

8 comments

  1. მარტო მაღაზიის ეპიზოდში არ გეთანხმები, პური და სიგარეტიც აღარ იყიდონ? ერთი ჩემი ამ ბოლო დროს გაპოპულარულებული ჩემი ფბ ფრენდი გამახსენდა ამაზე.

  2. არა, ზაფხული ასეთი არ არის. ზაფხულში არაა ასე აუტანელი არც მარშუტკა, არც საცობი და არც შუბლშეკრული სახეები დადიან (თუ დადიან ნეტა?) რავიცი… მე არ შემიძლია დეკემბერში დაღვრემილმა არ ვიარო.

    1. აუ გეთანხმები მარი.
      მეც ვერ ვიტან ზამთარს და ვერ ვიღიმი.
      აი ზაფხული ან გაზაფხული… სულ სხვაა…
      ჰაერიც მსუბუქია და განწყობაც: )

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s