სადღაც შორს… ვიღაც შენ

Zoom out 100%

დიდი სამყარო, დიდი ქალაქები, დიდი ტერიტორიები დიდი შენობებითა და ქუჩებით. ჭიანჭველების არმიასავით შესეული ხალხი მთელ ხმელეთზე ქაოსურად მოძრაობს და ქმნის სამყაროს. რაღაც “მანქანების” დახმარებით დომინირებენ მთელ ამ სფეროში მოქცეულ ბურთივით პლანეტაზე. დიახ, მათთვის ბრუნავს დედამიწა!

Zoom in 50%

სადღაც, დიდი ქალაქის დიდ უბანში, დიდი ქუჩის ერთერთ დიდ კორპუსში, დიდი ბინის დიდ ოთახში, დიდ მაგიდასთან ზის ერთერთი ადამიანი (ერთერთი იმ უამრავიდან) და ტკბება ცხოვრებით, მერე რა რომ კადრის დაშორებასთან ერთად ისიც ჭიანჭველასავით პატარა ხდება ზუსტად ისე, როგორც პატარა ქალაქის პატარა უბნის პატარა ბინაში, პატარა მაგიდასთან მჯდომი პატარა გოგონა.

Zoom in 100%

მალე საშობაო საჩუქარს იყიდის და საკუთარი ხელით შეახვევს სასაჩუქრე ქაღალდში, ბაფთასაც თვითონ მიამაგრებს და მერე მოიფიქრებს საშობაო ნაძვის ხის ქვეშ დამალოს თუ პირდაპირ ხელის გულზე დაუდოს, რომ მისი 32 კბილი დაინახოს სიხარულის ნიშნად გაღიმების შედეგად. მისთვის სამყარო პიქსელებამდე დაზუმებულია იმ ერთზე, რომლის 32 კბილის დანახვა გულს აჩქარებს, რომლის საშობაო საჩუქარზე სიარულშიც იღლება და რომლის გულისთვისაც უღირს იყოს ამ დიდი სამყაროს ერთი რიგითი ჭიანჭველა. თანაც არამხოლოდ იყოს, არამედ ვერც კი შენიშნოს, რომ ის ჭიანჭველაა და რომ მისნაირი ჭიანჭველები კიდევ ბევრნი არიან, წარმოუდგენლად ბევრნი!

Zoom out 50 %

სადღაც შორს – ის, შენ და სხვა არსებობთ. თქვენ ყველანი ქუჩაში ან იმ ფანჯრის მიღმა ხართ. თქვენ ყველას თქვენი საზრუნავი გაქვთ, თქვენ ყველას ხშირად გავიწყდებათ რომ იმ დიდი უწესრიგობის ნაწილი ხართ ასეთი არეული და გასაკვირად დაბალანსებული რომ არის. თქვენ ყველა ამ ბალანსის შემწეობით ერთიანად ინუსხებით ისეთი მასშტაბური ეიფორიით როგორიც შობის ან ახალი წლის დღესასწაულია. თქვენ ყველას საერთო ემოცია გაბრუებთ და გაგიჟებთ, უბრალოდ ეშვებით ამ სიამოვნების მორევში და თავადაც ვერ ხვდებით როგორ გიადვილდებათ იყოთ მასა.

Zoom out 100%

დედამიწა – მთელი ეს ბურთი ჩირაღდანივით არის აბრწყინებული და ღრუბლიანი გარსი რომ არა, რომ არა მზისგან არეკლილი ელვარება დიდი საახალწლო ნაძვისხესავით იციმციმებდა მზის სისტემაში. ჭიანჭველები შორიდან წესრიგში მოძრაობენ, მათი “მანქანები” გაბრწყინებულია და საახალწლო ეიფორიისთვის რესურსის ხარჯვა დაიწყო!

შობა-ახალი წელი ჩემთვის დარღვეული ფოკუსით Coming Soon! 

Advertisements

3 comments

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s