რა ხდება ჩემს თავს?!

როგორც იქნა ჩაიარა ახალი წლის ეიფორიამ და ნელნელა ყველა ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით. მე იმდენად გავზარმაცდი, რომ ბლოგზე წერა კიარა ხანდახან შემოხედვაც კი მეზარება. მაგრამ გპირდებით გამოვსწორდები და დავწერ ხოლმე. ისე, რა უცნაურია არა?! როცა დრო არ მქონდა 5-10 წუთს გამოვნახავდი თუარა აქ შემოვრბოდი. ეხლა დრო საკმაოდ ბევრი მაქვს, მაგრამ სანამ აქ შემოვალ იმდენი რამე მაჩერებს და მაბრუებს აქამდე მოღწევას ვერც ვასწრებ.

→  მგონი აქამდე არ მითქვამს, რომ სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ქალების ონლაინ ჟურნალ Pink.ge-ზე სტატიების წერა (დააწკაპუნეთ ლინკზე თუ გსურთ ჩემი სტატიების ნახვა).  ყოველთვიურად  გასული თვის ავტორებს სვითი (ჟურნალის მთავარი რედაქტორი) ჩაიზე ეპატიჟება და სასიამოვნო გოგოშკური საღამო გამოდის. აქამდე ვერ ვახერხებდი მისვლას, თუმცა დეკემბრის ავტორებთან ერთად იანვარში მოვახერხე. მშვენიერი, სასიამოვნო სიტუაცია იყო, განვიხილეთ რიგი თემები და ჟურნალის თემებსაც გავცდით. ავტორობა ყველას შეგიძლიათ, ვისაც რა თქმა უნდა წერის სურვილი გაქვთ.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოდან აღარ ვმუშაობ. თუმცა ჩემი უმუშევრობა დროებითია, რადგან ამ ეტაპზე სამი სხვადასხვა ვარიანტი მაქვს სამსახურის. არჩევანის გაკეთება ცოტათი მიჭირს. პირველი ვარიანტი მაღალშემოსავლიანია, თუმცა ჩემთვის არასაინტერესო. მეორე ვარიანტი – საინტერესოა, თუმცა შემოსავალი ძალიან დაბალია. მესამეს რაც შეეხება, ჩემთვის საინტერესო და მაღალშემოსავლიანია, მაგრამ 1. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება კარიერული წინსვლა 2. 100%-იანი არაა. იმედია საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ.

 ემოციურად ძალიან გადავიღალე. გადამღალა ბევრმა უარყოფითმა გარემოებამ. თუმცა ჩემში რაც მიყვარს, ეს იმედია, რომელიც არასოდეს მტოვებს, ალბათ ძალიან პატარა ვარ უიმედობისთვის და ყოველთვის ვიცი, სადღაც გვირაბის ბოლოს სინათლეა.  როგორც კი ზედმეტი ფული მექნება, მინდა წავიდე სადმე თბილისიდან შორს, რომ ცოტა განვიტვირთო. ალბათ მიშკასთან ერთად წავალ.

მგონი სულ ეს არის რაც ჩემს თავს ხდება. დანარჩენი კი – ისევ იგივე.

  • მე ისევ მჯერა, რომ ყველაფერი ცუდი კარგი გამოცდილებაა.
  • ისევ ვეწევი სიგარეტს და ისევ ბევრს.
  • ისევ ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან კარგი მოხდება.
  • ისევ მჯერა საკუთარი თავის და ისევ მხოლოდ მას ვენდობი
  • ისევ ისეთი არაადეკვატური ვარ და ჩემი ქცევები/რეაქციები ისევ არ გავს თქვენსას.
Advertisements

5 comments

  1. უკვე მიჭირს შენს ამბებზე თვალის დევნება, უფრო სწორად დამახსოვრება. მაინც ხელთათმანებივით იცვლი სამსახურებს 😀 😀

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s