ოფიციალურად უმუშევარი

პირველი რაც თავში მომივიდა  ის იყო, რომ  არავინ გამიბურღავს ტვინს, როცა ძველი ნაიკებით გამოვალ სახლიდან.

მიზეზი #1 მე არ მაქვს ფული რომ ვიყიდო ახალი

მიზეზი#2 სამსახურში არ ვარ წასასვლელი და რასაც მინდა იმას ჩავიცვამ

სინამდვილეში კი ამ ნაიკების მთელი არმიის ჩაცმის სურვილი ყოველთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უფულობა ან ადგილი, სადაც მათ არ ელიან. მოკლედ, გადავწყვიტე და გამოვედი. უაზრო თვალებით ჩავიარე გრძელი ტროტუარი და ტაქსი გავაჩერე.

ვერასდროს ვხვდებოდი რატომ დამაქვს ეს ჩანთა ამდენი უსარგებლო ნივთით, მაგრამ რომელიმეს დატოვება და მათი დაჭირვება ერთია ხოლმე. შესაბამისად დაახლოებით 8 წუთი ვეძებე სანთებელა ჩანთაში, ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე და საქარე მინაზე მიტყეპებულ სარკეში ფრთხილად შევათვალიერე მძღოლი, შეკრული წარბებით წინ მომზირალი მკაცრი მზერითა და მუნჯური ფილმის მსახიობივით მეტყველი მიმიკებით.

ფაბის კარები შევაღე ძლივსძლივობით, როგორი მძიმე კარია, ალბათ ჩემზე 8ჯერ მძიმე. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ არც ფეხბურთი მიყვარს, არც ლუდი და არც ფაბის ერთადერთი მიმტანი გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, ეს ადგილი იდეალურად მეჩვენება 1000 სისულელეზე ფიქრისთვის.

გაურკვეველი კლუბები მონიტორზე, გაუფილტრავი ლუდი ჭიქაში და ერთმანეთში აზელილი ფიქრები ჩემს თავში. 45 წუთიც არაა რაც აქ ვარ და მიმტანი თავაზიანი ღიმილით მეუბნება, რომ ფაბი იკეტება. ამ ჭიქას დავლევ და წავალ.

ქუჩაში ძალიან ცივა. ყველგან ყინულია. მტკვარი მშვიდად აგრძელებს თავის გზაზე სიარულს და მე ვუხვევ ახლადგაკეთებული პლეხანოვისკენ. მაინც ძალიან მომწონს აქაურობა, მერე რა, რომ ეს მხოლოდ შეფუთვაა და შიგნიდან ისევ ის ნაგავი დარჩა. ძალიან მომწონს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ღამით.

თოვს. ნამდვილად ვიცი ბევრჯერ დავეცემოდი, ჩემი ძველი ნაიკები რომ არა. ძირებზე შიპები აქვს და შეუბრალებლად ვჩხაპნი ყინულს. თითქოს უსასრულობაში ვარ გამოკიდებული და ლუდმაც ოდნავ შემათრო. თვალებში მიელავს უცნობი კლუბის წითელი ფორმა, წეღან მონიტორზე რომ დარბოდნენ 45 წუთი.

ჟრუანტელი მივლის მთელ ტანში, ეს ჩემი მატჩია.

ყინულზე უფრო სწრაფად მივაბიჯებ, ტაქსის მძღოლების შენელებულ სვლას არ ვიმჩნევ, ვცვეთ ყინულს და ვატყუებ სხვა მოთამაშეებს. აი ეხლა უნდა დავარტყა ბურთს, რომელიც თოვლის ნამქერში აღარ ჩანს, უმისამართოდ ვიქნევ ფეხს, ვარტყამ და სწრაფად იცვლება კადრი ჩემს თვალებში. ვხედავ ცას და ჩემკენ მომავალ ათასობით ფიფქს.

მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.

Advertisements

6 comments

  1. უმუშევრობას ბევრი კარგი მხარეც აქვს 🙂 ბევრი თავისუფალი დრო, ნაკლები სტრესი და სამსახურის მიხედვით, ჩაცმის თავისუფალი სტილი 🙂 ერთი ეგ არის რომ უფულო პერიოდია და ეგ ტეხს როგორც წესი 🙂
    ისეთ სამსახურს გისურვებ სადაც არც სტრესი გექნება, ჩაცმაშიც არავინ შეგზღუდავს და დროც გექნება თავისუფალი. 🙂

  2. უბრალოდ… მე ეს ტექსტი რომ შევაფასო სიტყვებით “მაგარია” “ვა მომეწონა” “კარგია”,,, უბრალოდ ჰაერს გაყვება და მეტი არაფერი… მთავარია იგრძნო… ერთი კარგი თვისება მაქვს.. მე ვგრძნობ… ჰოდა ესეც გავისიგრძეგანე… მინდა გისურვო უამრავი ასეთი ლამაზი ფერები და კიდევ, მკითხველი, რომელიც ბოლომდე ჩაყვინთავს და სიღრმეში დაიჭერს აზრს…
    :)))))))))))))))))) <= ადამიანის უსუსურება, ზოგჯერ სათქმელს ერთი ღიმილი ამბობს 🙂 თქვენი მონა–მორჩილი ბ.

    1. მადლობა… ❤ კარგია რომ იგრძენი, თუმცა ასეთი მომენტები ხშირად არ მინდა – სევდიანი უფრო იყო, ვიდრე სასიამოვნო : )

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s