ჩემი ფანჯრიდან…

სანამ მე მეძინა, მეცნიერებს ბევრი საინტერესო რამ გამოუგონიათ. მაგალითად თუ სახეზე სიწითლე გაღიზიანებს, შეგიძლია კრემის საშუალებით საერთოდ გაიქრო ის.  კორპუსები ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ კრემის წასმის დროს (ფანჯარასთან ვდგავარ და) მოპირდაპირე კორპუსის ერთ უფარდო ბინაში ვხედავ როგორ ჩხუბობს წყვილი.

ზოგადსაკაცობრიო მიღწევებზე შეპყრობილი გონებით ვადევნებ თვალს მათ ნერვიულ მიმოსვლას ოთახის ტერიტორიაზე. თან მშვიდად ვინაწილებ კრემს სახეზე. გარეთ თოვლია და ყინავს. უკვე ყველას თავი მოაბეზრა თოვლმა. ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ამბობს ეს თოვლი ძალიან უთავმოყვარეო ყოფილაო.

წყვილის ოთახის მარჯვნივ ჟალუზი იწევა ზემოთ და ვხედავ როგორ სვამს ყავას გრძელთმიანი გოგონა, რომელსაც წელსზემოთ არაფერი აცვია. ნეტავ არ ცივა?

ქვემოთ იყურება. ძალიან ადრეა და ალბათ გონია რომ ვერავინ ხედავს.  სიგარეტს მოუკიდა და ათვალიერებს ეზოს. მხარზე ხელი მოიჭირა და გაიზმორა. ყავას სვამს და რგოლებს უშვებს, თან მინას ორთქლავს.

ამასობაში თვალთახედვის არეალიდან გამომრჩა წყვილი მისი მეზობლის ფანჯრიდან და ვერაფრით ვხვდები როგორ გამეპარნენ, იმ ოთახში აღარავინ ჩანს.

ეზოში კატის თუ ძახლის ნაკვალევი ჩანს თოვლზე…(ჯერ ადამიანების არ გამოჩენილა) დაახლოებით იმ ადგილებისკენ იყურება შიშველი სხეულის პატრონიც. ამასობაში მე უკვე ტანის ლოსიონს ვისვამ და ვამჩნევ როგორ ანთებენ შუქს ახლადგაღვიძებული გვერდითკორპუსელები. გამათბობელი სასიამოვნოდ მათბობს და სულაც არ ვჩქარობ ჩაცმას… ქვემოთ ყურებას მოეშვა და ერთი წამით ფანჯრის მიღმა გაუჩინარდა…. მერე ისევ მოუახლოვდა, ფანჯარა სულ ოდნავ გააღო და ანთებული სიგარეტი აიძულა მეოთხე სართულიდან თვითმკვლელობით დაესრულებინა ცხოვრება. ფანჯარა მალევე დაკეტა და სიგარეტს თვალიც ვერ მივადევნე, თოვლში გაუჩინარდა… ისევ ზევით ვიხედები მისკენ, თუმცა უკვე შესულა…

ანთებულშუქიანი ფანჯრები მატულობს, მე ლოსიონის წასმას ვამთავრებ და…  თვალში მეჩხირება ზუსტად ჩემს პირდაპირ ღია ფანჯარაში ნახევრად წამოწოლილი 35-40 წლის ტიპი, პირში სიგარეტით და სასიამოვნოდ მინაბული, ჩემკენ მომართული თვალებით. სწრაფად ვიღებ დიდ ლურჯ ხალათს და მეცინება, რა უცნაურები ვართ ადამიანები, უტიფრად ვტკბებით სხვების სიშიშვლით, მაშინ როცა თვითონაც შიშვლები ვართ.

Advertisements

16 comments

  1. ასე მგონია მე დავწერე.. მეც მასე ვდგავარ ხოლმე დილაობით ფანჯარასთან, რადგან იქ აყენია გათბობა და მაკიაჟს ვიკეთებ. ამასობაში მეზობელი კორპუსების ბინებში ვიჭყიტები. თავი ძალიან მაგარი მგონია ხოლმე, რომ ასე ადვილად ვახერხებ სხვის ცხოვრებაში შეჭრას 😀 😀

  2. მეც გათბობის გამო ვდგავარ ხოლმე დიდ ხანს ფანჯარასთან, არ აქვს მნიშვნელობა დილაა და თუ საღამო 😀 არც წინა კორპუსის ფანჯრების თვალიერებისგან ვიკავებ თავს 😀
    ფინალი მაგარი იყო მართლა ^^

    1. უი… მადლობა თაა…:):* ხო რაღაც ბოლო დროს დავთბი. ჩემი ერთი მეგობრის თქმის არ იყოს “ვანილის გოგო” გახდიო?:დ
      :*

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s