თავის მოვლა და მე ♥

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, თან დიდი ხანია გოგოშკური პოსტი აღარ დამიწერია. მოკლედ, დავიწყე. 

ყველა ქალი (ასე თუ ისე) იყენებს გარკვეულ პარფიუმერიას და ინსტრუმენტებს თავის მოსავლელად. პირველადი, საყოფაცხოვრებო თავის მოვლის საშუალებები, როგორიც არის: საპონი, შამპუნი, კბილის პასტა და ა.შ ალბათ ყველას აქვს. იყო დრო, როცა ჩემს გარეგნობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი და შესაბამისად მთელი ჩემი საზრუნავი მხოლოდ ეს პირველადი ნივთები იყო.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეივონში ვმუშაობდი, ძალიან ძალიან ცოტა რამეს ვიყენებდი საკუთარი თავისთვის. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც იქ მუშაობას თავი დავანებე და გონს რომ მოვეგე, სახლში უამრავი კოსმეტიკური პროდუქცია ისე მელაგა, როგორც საწყობში. ნელნელა და შეპარვით მათი გამოყენება დავიწყე.


ზედმეტი მაკიაჟი არასოდეს მიყვარდა და პრინციპში, შეიძლება ითქვას იმ დროს უფრო მეტად “დამაკიაჟებული” დავდიოდი ვიდრე ეხლა, ანუ ფაქტობრივად ეხლა საერთოდ აღარაფერს ვიყენებ სახეზე, რასაც make up ქვია.

ჩემი და პარფიუმერიის დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ეტაპობრივად “დავამუღამე”, რომ მთავარი ის კი არ არის რა რაოდენობით და რა ტიპის პარფიუმერიას იყენებ, არამედ ის, თუ რა გჭირდება რეალურად, რომ მოვლილი იყო.

შესაბამისად, დავიწყე დაკვირვება საკუთარ თავზე. ანუ, ზუსტად განვსაზღვრე რომ:

  • მაქვს ძალიან ცხიმიანი (რაც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს) და თხელი თმა (რისთვისაც მჭირდება მოცულობის მიმნიჭებელი საშუალება)
  • მაქვს ძალიან მშრალი და ამავდროულად ალერგიული სახის კანი (ამისთვის ვსაჭიროებ მკვებავს და კრემს რომელიც იქნება ალერგიის/სიწითლის საწინააღმდეგო)
  • ტანის მკვებავი კვირაში სამჯერ + ლოსიონი ძალიან არბილებს და აგლუვებს კანს.

ჩემი ეხლანდელი პარფიუმერია (თავისი ფოტოებით)

სახის კანისთვის:

  •  ბავშვის კრემი (Bubchen)
  •  ფრანგული კრემი La Prairie (სიწითლისა და ალერგიის წინააღმდეგ)

ტანისთვის:

  • მკვებავი კარაქი (მკვდარი ზღვის მინერალებით) Planet Spa
  • ტანის ლოსიონი Clinique Happy
  • ფეხის  დეოდორანტი Avon
  • დეოდორანტი Nivea
  • ხელის კრემი გლიცერინით Avon Care

თმისთვის:

  • შამპუნი 2 in 1 (Pantene Pro-V)
  • კონდიციონერი Pantene (თმის მტვრევადობის წინააღმდეგ ეფექტით)
  • კონდიციონერი Pantene (ვარცხნილობის შესანარჩუნებელი ეფექტით)

დეკორატიული კოსმეტიკა:

(ძირითად ნაწილს პრაქტიკულად არ ვიყენებ, ჩამოვთვლი გაიშვიათების პრინციპით, ანუ ყველაზე აქტიურად გამოყენებადიდან ყველაზე იშვიათად გამოყენებადისკენ)

  • ტუჩის ლაინერი – უფერული, რომელიც კვეთს ტუჩის კონტურს, ძირითადად ვიყენებ იმიტომ, რომ მაქვს პატარა და ზოგჯერ უფერული ტუჩები
  • წამწამების ტუში – შავი ფერის და ძირითადად ვისვამ მხოლოდ ბოლოებზე, რადგან სხვა შემთხვევაში წამწამებით დავფრინავ ხოლმე
  • სახის რუჟი (ე.წ “რუმიანა”) – ვარდისფერი, რომელსაც თითქმის არასოდეს ვიყენებ, რადგან ბუნებრივადაც ავარდისფერებული ვარ
  • ილუმინატორი (ხშირად ესეც ე.წ “რუმიანა” გონიათ, სინამდვილეში მას მხოლოდ მბზინავი ეფექტი აქვს) – ოქროსფერი + თავისივე ოქროსფერი სტიკი მოყვება.

და ბოლოს, ის, რასაც ყოველთვის ვიყენებ – ჩემი სუნამო

ვთვლი, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი კონცეფცია ამ საკითხთან მიმართებაში, ყველამ უნდა მოახდინოს დაკვირვება საკუთარ თავზე და სწორად აირჩიოს თავის მოვლის ის საშუალებები, რაც მას ჭირდება. 

არ აქვს მნიშვნელობა Pink Chick ხარ თუ Dark lady : ) ერთ დროს ჩემი მთავარი შეცდომაც ის იყო, რომ მეგონა, სხვადასხვა კოსმეტიკა მხოლოდ “ვარდისფერი ფერიებისთვის” იყო შექმნილი. სინამდვილეში, თითოეული შენ მიერ არჩეული რამ, იქნება ეს სუნამო თუ ტანის ლოსიონი, ერთიანდება შენს სტილსა და ტიპაჟთან, და თუ კარგად და სწორად შეარჩევ, ვინ იცის, იქნებ მიმდევრებიც გამოგიჩნდეს!

პ.ს ძალიან ბევრი ვწერე და პრინციპში ძალიან ზოგადად, შემდეგ პოსტებში აუცილებლად მოგიყვებით პატარ-პატარა საიდუმლო რეცეპტებზე.

Advertisements

15 comments

  1. მკვებავი კარაქი (მკვდარი ზღვის მინერალებით) – ისე არომატულად გამოიყურება, რამდენჯერ მინდოდა ამის ყიდვა და არ ვიყიდე… კარგია?

  2. მკვებავი, ტონალური, რუმიანა, თვალის ფანქარი, ჩრდილები, კორექტორი, სუნამო, მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი… ეს მახსენდება ახლა, რასაც ყოველდღიურად ვიყენებ. უმრავლესობას მაინც დედაჩემის კარადიდან ვეტანები, რადგან იმას უფრო ხარისხიანები აქვს 😀

    1. ნუცა, ლონდონშია ნაყიდი და არამგონია აქ იყიდებოდეს, არ ვიცი, შეიძლება იყიდება აქაც, ზუსტად ვერ გეტყვი.

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s