კაბა გაზაფხულის სურნელით Vol.2

მთელი ბავშვობა ხან კონკიას როლი მქონდა, ხან გოგონასი(სამი დათვიდან).  ეს იმიტომ, რომ პატარა, ქერა და ცისფერთვალება, თეთრზე თეთრ კანიანი ბავშვი ვიყავი. ყველა ლოგიკით და გარეგნული ნიშანთვისებებით, სხვებისაგან ჩემი აღქმის მიხედვით მე უნდა ვყოფილიყავი “Pink Blonde”, ანუ ისეთი გოგონა, რომელსაც უნდა სჯეროდეს მარადიული სიყვარულის, ხშირად უყურებდეს მელოდრამებს და ზოგჯერ ფინალზე ტიროდეს კიდეც, თუმცა პოსტი ამაზე არ არის, შესაბამისად ბევრს აღარ ვილაპარაკებ და გეტყვით, რომ რელაურად ჩემი გემოვნება ვარდისფერი “ფუშფუშა” კაბებისგან ან რბილი სათამაშოებისგან ძალიან შორს არის. ყოველთვის უხეში, მუქი და პრაქტიკული ტანსაცმელი მიზიდავდა.

წელს დიდი ზამთრის შემდეგ ბევრად უფრო მძაფრია გაზაფხულის მოლოდინი, ვიდრე შარშან, ან შარშანწინ. თითქოს ეს მოდის სახლებმაც იგრძნეს და თავის სასარგებლოდ გამოიყენესო, მსოფლიოს მოდის სახლების გავლენით 2011 წლის გაზაფხული პასტელის ფერებით ააჭრელეს და ამ ნაცრისფერ რეალობაში (ფერად ტელევიზორზე დახამებული შავთეთრი ტელევიზორის ეპოქის ხალხივით) ყველას ერთი სული გვაქვს როდის მოვა მარტი.

პასტელის ფერებიც და წლევანდელი ტრენდებიც ცუდი არ არის, მაგრამ მე მაინც ჩემი საკუთარი ფავორიტები მინდა გაჩვენოთ. არასოდეს ვყოფილვარ მოდას აყოლილი, რადგან ვთვლი, რომ რაღაცის ჩაცმა მხოლოდ იმიტომ, რომ “მოდაშია” ნამდვილი სისულელეა, თუმცა არც იმას უარვყოფ, რომ ხანდახან ზოგიერთ ტანსაცმელს ტენდენციის გამოც ვანიჭებ უპირატესობას, მოკლედ, მთავარია სწორად მოირგო.

ჩემს ლეპტოპში უთვალავი ფოტო და უთვალავი ფოტოფოლდერია, რომელთა შორის ერთერთში, წელს გაზაფხულზე სიამოვნებით რომ ჩავიცვამდი, ის ტანსაცმელია (აი ფოტოები ამ ფოლდერიდან):

→ კაბები

   

 → თეთრი მაისური რომელიც D&G ონლაინ შოპინგის საიტზე შეგიძლიათ Zoom-ის საშუალებით უკეთ შეათვალიეროთ, ძალიან მომეწონა ჯიბეები.

 ამ მაისურთან ჩავიცვამდი ასეთ შარვალს  და ასეთ ფეხსაცმელს ^^

 მგონი ძალიან სადა და კომფორტული იქნებოდა

→ და კიდევ რამდენიმე შემთხვევითი ფოტო, ამავე ფოლდერიდან

      

 P.S ეს ყველაფერი მომწონს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც კეტები, ჯინსი და ჩვეულებრივი მაისური მირჩევნია : )

Advertisements

9 comments

  1. ყოველგვარი სტერეოტიპის დამანგრეველი ხარ 😀
    მეც ისევ კედების და ჯინსების იმედზე ვარ, რაც არ უნდა იყოს მოდაში. სასტიკად მეზარება გაზაფხულზე ტანსაცმლის შერჩევა, არეული ამინდების გამო.

    1. ზაფხული ხო საერთოდ, მაგრამ ჯერჯერობით გაზაფხულზეც თაანახმა ვარ.

      ისე, რა უცნაურია შენ რომ ზაფხული გინდა:პ : ))

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s