ნაგავი ლეპტოპის მიმდებარე ტერიტორიაზე

უკვე რამდენიმე დღეა ვაპირებ ჩემი ოთახის და ხო, ჩემი ლეპტოპის მაგიდის დალაგებას.

ზოგადად ლეპტოპთან ზომბივით ვზივარ და ამავე მდგომარეობაში ვნთქავ ჩემს შორიახლოს “შემთხვევით” აღმოჩენილ ყველანაირ საკვებს, ვეწევი სიგარეტს და მერე ეს ყველაფერი – დაწყებული ქაღალდებით, დამთავრებული ცარიელი კოლოფებითა და ბოთლებით მაგიდაზე გროვდება (თანაც ისე სწრაფად, რომ ვფიქრობ ხოლმე, როდის მოასწრო ამდენმა ნაგავმა დაგროვებათქო)

და აი, დღესაც, მეგობრისგან რომ მოვედი მაგიდას შევხედე და რადგან ლეპტოპი გათიშული იყო, მის გარშემო დაგროვებული ნაგვის დანახვაც შევძელი : )

გადავწყვიტე, სანამ ჩავრთავდი და ფეისბუქს მივაშტერდებოდი, ჯერ დამელაგებინა.

ასეც მოვიქეცი და დალაგების შედეგად ამოვიღე!:

სნიკერსის ქაღალდი, რომელშიც ოდესღაც შოკოლადი იდო და ჩემს ცუდ ხასიათზე ყოფნას შეეწირა სავარაუდოდ

Bruschette Maretti-ს შეფუთვა (შიგნით ნამცეცებით) სოკოსი.

 Nutella-ს ცარიელი ქილა :@ (კაცმა რომ მკითხოს ტკბილეული არ მიყვარს)

 Dirol Senses ძალიან საყვარელი, მაგრამ ცარიელი კოლოფი

 Winston-ის ცარიელი კოლოფები, დაახლოებით 6-7 ცალი (არა რა, მაინც არც ერთი სიგარეტი არ მირჩევნია winston-ს)

 დაა… კიდევ Danzka : ))

  ხოო… კიდევ იყო ბევრი ფერფლი, ჩემი ყავის ჭიქის ნაკვალევი, რამდენიმე სავსე საფერფლე და მაგიდაზე დაწებებული დიროლი.

ძალიან მესიამოვნა დალაგების შემდეგ სუფთა აპარტამენტი და გადავწყვიტე, არასდროს არასდროს არ დავიძინებ, სანამ ყველაფერს არ ავალაგებ მაგიდიდან!

Advertisements

12 comments

  1. ისა 😀 ეს არასდროსები და ტშემიდაფიცებები 🙂 ხომ იცი რომ არ იმუშავებს ? 😉 ხო და 🙂 time to time განახლება გარემოს და ეგაა 🙂 :*

    1. უკვე ვიცი რომ ეს “არასდროს” ჰაერზე გავისროლე, მაგრამ ამ წუთას მსიამოვნებს ესეთი ფიქრი რომ აღარ ვიზამ ^^

  2. რადგან მე პროგრამისტი ვარ და ერთერთი სასიამოვნო ანეგდოტი არსებობს ჩვენზე და ლეპტოპზე მოდი ვიტყვი:
    პროგრამისტები შიმშილით არკვდებიან, რადგან კლავიატურიდან გადმოყრილი ნამცეცები 1 კვირა ყოფნისო,

      1. ხო წესით არესმითხოლმე ჩემი ლაპარაკი ეგარაფერი გამივლის 😉

  3. არასოდეს მქონია მაგიდაზე ეგეთი ამბავი 😀 ნუ, ნუთელას ქილა ხსირად მიდგას ხოლმე, მაგრამ ცარიელი – არასოდეს 😀

  4. ჩემთანაც დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო სანამ მარტო ვცხოვრობდი, ძირითადად მზესუმზირის ნაფრცქვენების მთები, ბიჩოკები, ჩიფსები, და კიტრის მწნილის ცარიელი ქილები 🙂

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s