ნუ გეშინია, არ იკბინება “სუხიშვილების ჯუთა”

გუშინ სახლისკენ მომავალი 90-ანების საქართველოს ვიხსენებდი. იმ დროს, როცა საღამოს თუ შუქი დაგხვდებოდა, შეგეძლო კმაყოფილი სახით დამჯდარიყავი ტელევიზორის წინ და საუკეთესო შემთხვევაში ფილმი “როკი”-ს მეოთხე ან მეხუთე ნაწილი გენახა (ჰო, ჰო იმ “როკი”-ს, სტალონე რომ მოკრივეა)

მოკლედ, სახლში დაბრუნებულმა ლეპტოპი ერთი დღით უგულებელვყავი, საწოლზე მივწექი და power ღილაკით დიდი ხნის მივიწყებული “ცისფერი ეკრანი” ჩავრთე.

საერთოდ, ტელევიზორს რომ არ ვწყალობ ხომ კარგი, მაგრამ ვუყურებდი გადაცემას სახელად “100 გრადუსი ცელსიუსი” და გადაცემის ბოლომდე ვერ დავადგინე წამყვანის არსებობის მიზანი, მისი კითხვების არსი და ა.შ… საერთოდ ვერ გავიგე რას აკეთებს აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.

გადაცემის თემა, “სუხიშვილების” გათანამედროვებულ შოუ-პროგრამას ეხებოდა. უფრო ზუსტად კი, ანსამბლები: “რუსთავი”, “ერისიონი” და სხვები აკრიტიკებდნენ ქართულ ცეკვაში თანამედროვე ელემენტების დამატებას. (პრინციპში, გადაცემისთვის მშვენიერი სახელი იქნებოდა “სუხიშვილები და სხვები” )

გადაცემა დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ!

ნამდვილად არ ვაპირებ არამკითხე მოამბესავით იმის გარჩევას, ამოაცალა თუ არა “სუხიშვილების” “ჯუთა”-მ ქართულ ცეკვას სული, მაგრამ ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რატომ ეშინია ხალხს პროგრესის?

ეს დაახლოებით ისეთივე მომენტია, როგორიც დავა თემაზე – ჯობია თუ არა ტელევიზორი კომპიუტერს, ანდა მამაჩემის თაობის მოსაზრება იმაზე, რომ “ტელევიზორის ყურება აუცილებელია,  უნდა იცოდე რა ხდება ქვეყანაზე”. Come on, ჩვენს ეპოქაში ნუთუ ტელევიზიის გარეშე ინფორმაციას ვერ მიიღებ?

რა თქმა უნდა არა, მაგრამ მათ დიდი დაღი დაასვა ტელევიზიის ეპოქამ.

არ იფიქროთ ტელევიზიის ან ძველი ქართული ცეკვის საწინააღმდეგო მქონდეს რამე. ალბათ, გულის სიღრმეში მეც ვამაყობ ჩვენი ტრადიციებით, მაგრამ!

შემიძლია საყვარელ ფილმს ვუყურო ერთხელ, ორჯერ, ოცდაათჯერ! ოცდამეთერთმეტედ კი, სხვა ფილმს მოვძებნი და იმას ვნახავ, რომ ყელში არ ამომივიდეს.

შეიძლება ზოგჯერ მომენატროს ბავშვობაში ბებიაჩემის მიერ ლამბაქზე დასხმული კაკლის მურაბა, მაგრამ ეხლა რომ არჩევანის საშუალება მქონდეს, კაკლის მურაბას მაინც სნიკერსი მირჩევნია, იმიტომ რომ უკეთესი ალტერნატივაა!

სადმე რომ მივდივარ, უკან მაქსიმუმ ერთხელ გავიხედავ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ წარსული ცუდი იყო, ან იმიტომ რომ პატივს არ ვცემ წარსულში დარჩენილ მომენტებს, უბრალოდ მირჩევნია წარსულზე ტირილს მომავალზე ვიზრუნო, წინ მივდივარ და ვპროგრესირებ, ეს განვითარება ბუნებრივია!

კარგია ბატონო თქვენი ტრადიციები, გავიგეთ, რომ მთელი მსოფლიო ბანანს ხეებიდან ჭამდა ჩვენ რომ სიმღერებს ხმებში ვშლიდით, მაგრამ მგონი დროა წარსულისკენ მოღრეცილი თავები უკან, მომავლისკენ მოვაბრუნოთ. ასე უფრო სწრაფადაც ვივლით, და გზაზე შემთხვევით აღმოჩენილ ბანანის ქერქზეც არ ავსრიალდებით (ზუსტად იმ ბანანის, ზემოთ სანამ ჩვენ ვმღეროდით, ხეებიდან რომ ჭამდნენ)

Advertisements

19 comments

  1. მეც ვუყურე საკმაოდ დიდ ფრაგმენტს მაგ გადაცემიდან და სუხიშვილების დამცველ ქალბატონზე საკმაოდ ცუდი შთაბბეჭდილება დამრჩა 🙂
    ეს ქალი იყო უზრდელი ადამიანის განსახიერება 🙂
    მეზარება აქ ახსნა თუ რატომ.

    1. ზუსტად ამას ვამბობ: ) მე არც ბებიაჩემის კაკლის მურაბა დამვიწყებია და არც საყვარელი ფილმი, მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს სნიკერსის ჭამაში ან ახალი ფილმის ნახვაში:| ფჰჰ: ))

  2. პროგერის რათქმაუნდა ეშინიათ…. საშინლად გულიის ამრევი იყო ჩემთვის ეს დაპირისპირება …. სიტყვებზე დახტოდნენ…. სუხიშვილების დიდი ფანი ვარ შეძლება ითქვას და ვამართლებ თეა დარჩიასაც იმიომ რომ უბრალოდ მოუთმენელია ამენი ლანძღვა გინება….

    გეთანხმები. კარგი პოსტია 🙂

    1. შედარებები მართლაც კარგია ეს იმ ხალხს წააკითხე მაგრ გთხოვ ვინც ახლის გაკეთებას კლასიკის დავიწყებას ეძახის

      1. ფურცლებით ვერ გავეკიდები წაიკითხეთთქო და თუ შემოვლენ ბლოგი საჯაროა: )

      2. მასეც ნუ იფიქრებ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა :))

  3. აბსოლუტურად გეთანხმები, აუცილებელი და ძალიან საჭიროა სიახლე და პროგრესი ყველაფერში. გადაცემას რაც შეეხება სრული მარაზმია, ვითომ წამყვანით და ვითომ გაბერილი თემებით და თეა დარჩიას დიდ პატივს ვცემ როგორც მოცეკვავეს, მაგრამ ცოტა არ იყოს და მეც გამაღიზიანა მისმა ქცევებმა, საკმაოდ არაესთეტიურად გამოუვიდა.

  4. getanxmebi yvelafershii ))) maocebs rit vegar mixvda sazogadoebis didi nawilii rom aravinar iviwyebs dzvel tradicieebs ubralood dzvels emateba axalii da mayureblistvis bevrad sainteresoa vidre mteli cxovreba erti ramis yureba )) gava dro da axalii cekvebi iseve chveni tradicia gaxdeba rogor exlaa dzvelii nino ramishvilis mier sheqmnili cekvebi ,,,,

  5. dzveli cekvebi ver daikargeba, is klasikaa, genialuria da yoveltvis aqtualuri iqneba, mit umetes suxishvilebi im dzvels xels ar kideben, sheputuli aqvt. assac isetive klasikad iqceva rogorc didi ilikosa da ninos mier sheqmnili cekvebi iqca klasikad… axals da sitamames gemovnerba schirdeba, eseni rasac aketeben, saocrebebs aketeben, tan erovnulia, tan tanamedrove, tan dalian emociuri, mxecebi arian… gamagizianebeli araa da sazogadoebis didma nacilma miigo, visac ar moscons, es misi problemaa…faqtia rom assam bevri brao moitana, me, piradad, msoplioshi yvela cekvas mirchevnia assa…axlis sheqmna aucilebelia, amas adamianis buneba itxovs.. rustaveli rom gvyavs, genialuri vaja agar unda yopiliyo…

  6. ramdeni celis ar unda gavides is qartuli suli, is genia romelic am xalxshi devs da is siamayisagan gulis achqareba iyo didi ninosa da ilikos dros, aris axlandel jutashic da iqneba 100 clis mere ukve momavali taobis suxishvilebis mier dadgmul cekvebshi. amitom siaxlisadmi skepticizmi da klasikis dakargvis shishi usafuzvloba

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s