პოსტი ჩემზე

მე ხშირად მეცვლება გემოვნება.

თუ თავს მომაბეზრებ, გამაბრაზებ ან ცუდ ხასიათზე დამაყენებ მე შემიძლია შეგაშინო ჩემი სიმღერით… (სიმღერით შეშინებული ასევე შეიძლება აღმოჩნდე, თუ ჩემს აბაზანას შემთხვევით ჩაუვლი, როცა მე შიგნით ვბანაობ)

ფოტოების გადაღება არ მიყვარს, როცა ეს ჩემი ინიციატივით არ ხდება, სამაგიეროდ, როცა  მინდა დედაჩემის მიერ შემთხვევით ოთახში ჩავლას მოსდევს ტექსტი:

– გამომივიდა ნაომი კემპბელი 

დღის განმავლობაში ვსვამ 9-10 ჭიქა ყავას

ძირითადად მძინავს ორ დღეში ერთხელ (თუმცა იმდენ ხანს, რომ მერე შემიძლია 2 დღე არ დავიძინო)

დიასახლისის ანტონიმი რომ იყოს საჭირო ნამდვილად ჩემს სახელს დაარქმევდნენ (რაც ჩემი ცხოვრების უდიდეს მინუსად მიმაჩნია, სრული სერიოზულობით)

მინდა ცარიელი სახლი (როგორც ადამიანებისგან, ისე ავეჯისგან) – ბევრი სასმელით, ყავით, ინტერნეტით და დიდი აბაზანით.

ბედნიერებისთვის მჭირდება – ზემოთხსენებული სახლი, კარგი სექსი და კარგი კვება (დანარჩენს თვითონ მოვაგვარებ)

ერთფეროვნებას წყობილებიდან გამოვყავარ (ეს ეხება ყველაფერს გამონაკლისის გარეშე)

მიყვარს ახალი საქმის დაწყება (თუმცა ყოველთვის მირჩევნია ეს საქმე სხვამ დაამთავროს)

მაღაზიის გამყიდველი ყოველთვის სწორად მიბრუნებს ხურდას, ალბათ იმიტომ რომ ჩემი მკაცრი მზერა აბნევს (თუმცა მე ამ ხურდას მას უკან ვუბრუნებ, რადგან სანამ ის ხურდას ითვლიდა მე აღმოვაჩინე მშვენიერი ნივთი, რომელიც ხურდაში მომდის და შესაბამისად მაღაზიიდან ყოველთვის ხურდის გარეშე გამოვდივარ)

ფილმის დასრულების შემდეგ ხშირად წარმოვიდგენ ჩემს თავს მთავარი პერსონაჟის (ან იმ პერსონაჟის რომელიც მომწონს) ადგილას, გამონაკლის შემთხვევებში ჩემი ეს ახირება ფანტაზიის ფარგლებს ცდება (შესაბამისად თუ სადმე შემთხვევით ბალერინას ფორმაში დამინახავ, ნუ აღელვდები, ალბათ ესესაა ბალეტზე ვუყურე ფილმს და რამდენიმე დღეში უკეთეს ფილმს რომ ვნახავ გამივლის)

ჩემს ცხოვრებაში არსებობს ჯადოსნური ჯოხი – მუსიკა (მე მჯერა მისი მაგიური შესაძლებლობების)

ჩემი ფიქრები დიალოგის რეჟიმში მუშაობენ და ზოგჯერ ჩხუბობენ 

ერთხელ ჩემთვის საძულველ ორ გოგოს თვითკმაყოფილი სახით ჩავუქროლე კვადროციკლით,  მეტი ეფექტისთვის დიდ ქვაზე გადავლა გადავწყვიტე, მისტიური ძალით კვადროციკლიდან ვიფრინე რამდენიმე მეტრი, გავიტეხე თავი და ხელს აგვისტოს ბოლომდე ვერ ვწევდი ზემოთ.

როცა ხელში ყავის ჭიქა მიჭირავს, ან როცა ყავას ვურევ კოვზით, თითქმის ყოველთვის ვაქცევ (ამიტომაც როცა საზოგადოებაში ვარ, ვცდილობ ჭიქა ნახევრამდე ავავსო)

ასევეა შაქრის შემთხვევაშიც, იმ მაგიდაზე, სადაც ყავას ვიმზადებ, ყოველთვის მიმოფანტულია შაქრის და ყავის ნარჩენები.

ვთვლი, რომ პატარა მკერდი უფრო სექსუალურია და შესაბამისად, ყველა ვინც მკერდს სილიკონით იბერავს იდიოტი.

ერთხელ გასაუბრებაზე მივდიოდი და ჩემი მაშინ არსებული ერთადერთი კაბა ჩავიცვი, როგორც ზემოთ გითხარით, ყავა მექცევა ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, პრინციპში ამ ამბავს არ გავიხსენებდი, რომ არა მსგავსი სიტუაციების კორიანტელი ჩემს ცხოვრებაში.

ვგრძნობ, რომ ჩემი ბლოგი უფრო და უფრო მიყვარდება, შესაბამისად თუ შენ აქ ხარ და კითხულობ ჩემს პოსტებს, კიდევ დიდ ხანს მოგაბეზრებ თავს! (პოსტები შეიცავს ინფორმაციას, რომელიც უეცრად მინდება რომ ბლოგზე დავდო, განურჩევლად თემისა, სტილისა და სქესისა, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებისა)

და ბოლოს, ჩემ ძველი სახლის კედელზე დღემდე აწერია, რომ я навсегда останусь девушкой которая через 5 минут после прихода на вечеринку выливает на платье вишневое варенье : )

Advertisements

16 comments

  1. ბედნიერებისთვის მჭირდება – ზემოთხსენებული სახლი, კარგი სექსი და კარგი კვება (დანარჩენს თვითონ მოვაგვარებ) – ანუ მოსაგვარებელი აღარაფერია????????

  2. მიყვარს ხოლმე შენი პოსტები. განსაკუთრებით იმ პერიოდში როდესაც ვაფიქსირებ რომ საუკუნეა არ მინახიხარ

    1. მე კიდევ ეხლა შენს ახალ პოსტს ვკითხულობდი და ამ დროს შენი კომენტარის ნოტიფიკაცია მოვიდა ❤ სხვათაშორის შენი რჩევით ყველა ბლოგი რიდერში ჩავყარე და თურმე რა კარგი ყოფილა : ))

  3. მეც ვგრძნობ, რომ შენი ბლოგი უფრო და უფრო გიყვარდება და ეს ძალიან მომწონს 🙂
    ჰოდა, ფილმზე რომ თქვი, მეც მჭირს რაღაც მსგავსი, ოღონც ბალერინად ნამდვილად გამიჭირდება თავის წარმოდგენა, ცოტა ჩემეულიც უნდა იყოს 😀

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s