7 მარტის ქრონიკა!

„ – გაცნობებთ, რომ ბრალი გედებათ სხვისი ყურადღების უკანონოდ მიპყრობაში, გაითვალისწინეთ, ყველა თქვენს მიერ დაწერილი პოსტი და სიტყვა შესაძლოა გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება!“

ეს სიტყვები სხაპასხუპით წარმოთქვა და დაკავების ოქმის ასლი ჩამიკუჭა ხელში (თუმცა სულაც არ უთქვამს, რომ ეს ნაგავი დაკავების ოქმის ასლია, ალბათ იმიტომ რომ იცის, ჩემი იურიდიული განათლების შესახებ)

თვალებში მიორდება და ვცდილობ ფოკუსი ოქმზე გავასწორო, ყურებში ისევ ზარივით მესმის მისი სიტყვები  და ვერაფრით ვერ ვაკავშირებ დანაშაულს „პოსტთან“ ნუთუ ბლოგის გამო მიჭერენ?

ძალიან მცირე დროში, ნახევრად ღია უფანჯრო ოთახში ვარ, რკინის სქელი ბოძები და მხოლოდ გაჯით შელესილი კედლებია. ხო, კიდევ ჭუჭყიანი ნიჟარა(ე.წ „რაკოვინა“) კარების უკან. მე რა მაქვს? მაქვს რამდენიმე ღერი სიგარეტი, ჩემი ტელეფონი, ჩემი ჯინსის შარვალი მიჭირავს ხელში (მეორე მაცვია), ტატუ და სიცარიელე. უჰაერობაა, მცხელა!!

გამეღვიძა… ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარა ფაქტმა, რომ ციხის ნაცვლად ჩემს საწოლში ვწევარ, ზურგზე მიშკას კანს ვგრძნობ… გადმოვბრუნდი, ძინავს. ვაკოცე და სწრაფად ავდექი საწოლიდან (ოთახში მართლა უჰაერობაა და ცხელა)… თან ვიხსენებ, რომ გუშინ არაჩვეულებრივი ღამე გვქონდა და ვცდილობ პოზიტიურად განვეწყო.

ჯერ დილის რვა საათი ყოფილა. რა უნდა ვაკეთო ასეთ დროს? საწოლის ბოლოდან ვახოხებ გუშინ მიგდებულ ლეპტოპს, ვრთავ და ჩართვა-ჩართვით მივიზლაზნები დიდი ოთახისკენ.

ფეისბუქი – სიცარეიელეა, ბლოგებზე გადავდივარ ნათიას რჩევით რიდერში ჩაყრილ ბლოგებს ვუყურებ ორი ახალი პოსტით, მოკლედ არაფერი საინტერესო. უი, ეს რა არის? აი რაღაც საიტია teach.ge ელექტრონული ონლაინ გაკვეთილებიო.

რეგისტრაცია -> ტესტი. ტესტი არ მუშაობს.  წავალ ფეიჯზე დავუპოსტავ რომ ტესტი არ მუშაობს. ასეც მოვიქეცი. რამდენიმე წამში ფეიჯის ადმინისტრაციიდან ზარი და პრობლემაც მოიხსნა, დიდი მადლობათქო, მთხოვეს ფბ-ზეც დაწერეთ რომ გასწორდაო: ) მე კიდევ ისეთი კეთილი ვარ აგერ ბლოგზეც ვყვები (ვაშა მეგობრებო, მიხარია რომ საქართველოშიც ეჩვევიან სოციალურ მედიასთან მუშაობას)

რაღაც კონკურსი დაიდო ამავე გვერდზე (მე-20 საუკუნის ქალი). რატომღაც გადავწყვიტე ჩავერთვებითქო (არადა როგორ ვერ ვიტან ამ ლაიქების მანიას) ხოდა მივქარე, რომ დავდე Twiggy-ს ფოტო, დავაშეარე კიდეც, თუმცა ვიღაცამ მაჯობა, ალბათ იმან ყველას რომ გვყავს ფრენდებში ერთი ეგეთი უცნაური პიემებით: „es foto damilaike plssss”… ხოდა… კუდამოძუებული ღობეს მავებარე: )

ის ის იყო ვიფიქრე ავდგები და ხევში გადავვარდებითქო, რომ ტელეფონის საშინელმა ვიბროზარმა გონს მომიყვანა და ჩემდა გასაკვირად  სასიამოვნო ხმით უნგალამ მაუწყა, რომ 31 მარტს, ზემფირას კონცერტზე უნდა წამიყვანოს. უცებ აღმოვჩნდი awww სიტუაციაში და რა კარგი ფინალი იყო ამ ფეისბუქზე შემოღამებული დღისთვის ვერ წარმოიდგენთ.

!! და ვერ გავიგე მაინც რა უნდოდა იმ გამომძიებელს ჩემი პოსტებისგან?

Advertisements

8 comments

    1. რატომ გადაწყვიტე რომ გული დამწყდა? უბრალოდ დოქის მეტი არაფერი მომიგია ცხოვრებაში: )) ხოდა ვეგუები ამ აზრს: ))

      ისე, ძალიან კეთილი ხარ^^ : )

    1. ჰაჰა აბა.. ეგერ ბილეთი მაჩუქეს და აქ კიდევ მწვანევაშლი მჩუქნის პირველი ხელფასით საჩუქარს: ))

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s