Why Men and Women Can’t Be Friends

აი უკვე ისევ პასიური ვარ, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, გადავწყვიტე რაღაც დავწერო. სანამ მსჯელობაზე და ბრძნული აზრების წვიმაზე გადავიდოდე, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს:

თუ შენ ვიდეოს უყურე, და თანაც რაღაც გაარკვიე გარდა იმისა, რომ ეს ბიჭი ძალიან საყვარელია, მაშინ ხვდები, რომ პოსტი ეხება გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობას: )

ინტერვიუ საკუთარ თავთან:

– შეიძლება რომ საპირისპირო სქესის ადამიანები მეგობრობდნენ?

– რა თქმა უნდა. შესაძლებელი კი არა, აუცილებელია. მაშინაც როცა მხოლოდ მეგობრობით არ მთავრდება  ურთიერთობა, მაგალითად ვინც გიყვარს, , მეგობარი უნდა იყოს, რომ მასთან ურთიერთობა შეძლო.

– შესაძლებელია თუ არა მხოლოდ მეგობრობა და არაფერი სხვა? ანუ… Just Friendship

– შეიძლებოდა მეთქვა რომ არა, მაგრამ ვიტყვი რომ კი. მიზეზად კი აქვე მოვიყვან საკუთარ პრაქტიკას და სამ მეგობარს  მინი ისტორიებს ჩვენი მეგობრობის გარშემო. ამ ადამიანებთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს : )

ვანო

ადამიანი, რომელიც დღემდე პირველი მილოცავს ყველა დღესასწაულს, რომელთანაც არასოდეს მიჩხუბია სერიოზულად, ყოველთვის შემიძლია გადავუშალო გული, ყოველთვის და სადაც არ უნდა ვიყო, თუ მისი დახმარება მჭირდება ის აუცილებლად მოვა. ის უბრალოდ ჩემი ერთგული მეგობარია.

გიორგი

6-7 საათი შეგვიძლია ვილაპარაკოთ ტელეფონზე და არ მოგვბეზრდეს, ვიაროთ მაღაზიებში, სოლარიუმში, გადავიღოთ ფოტოები, ვიბოდიალოთ უაზროდ და ა.შ გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, მივცეთ რჩევები სხვადასხვა საკითხებში! ის ყოველთვის იქნება ჩემი საუკეთესო თანამგზავრი (მაღაზია, სალონი, სოლარიუმი, სპორტდარბაზი და ა.შ)

ბესი

ჩვენ არ გვბეზრდება იმის განხილვა თუ რომელი ცხოველი ვიქნებოდით არჩევანით ან არჩევანის გარეშე, განვიხილავთ სამურაი გან-ის საუკეთესო მეგობარს და უაზრო ყოველდღიური ისტორიებით ვიუმჯობესებთ განწყობას. შეგვიძლია კუბდარის გამყიდველ ნუგზარზეც ვილაპარაკოთ და ეს ყველაფერი კარგ ხასიათზე გვაყენებს. დადებითად ვმოქმედებთ ერთმანეთის განწყობაზე.

ხშირად გამიგია, მეგობრობა (მხოლოდ) არ არსებობს გოგოსა და ბიჭს შორისო. სამი ბიჭიდან არც ერთი არ არის გუშინ გაცნობილი და სამივესთან მრავალწლიანი  (მხოლოდ) მეგობრობა მაკავშირებს: ) 

– “Men and Women Can’t Be Friends” 

– “why not?”

: ) I say yes… they can

Advertisements

12 comments

  1. აუ რა ვიცი მე არ ვფიქრობ, რომ გოგოს და ბიჭს შორის მეგობრობააა და არასოდეს არც ერთი მხრიდან ქვენა აზრებსა და გრძნობებს ადგილი არ ჰქონია.
    თუმც რაღა თქმა უნდა გამონაკლისები უდავოდ არიან!
    შენ ძალიან გაგიმართლა მაგ ამბავში…
    ორი ბიჭი მეგობარი მყავს: ერთი მეუღლეა, მეორე მამიდაშვილი:)

  2. როგორ არა შეუძლიათ. მე ძალიან ბევრ ბიჭთან ვმეგობრომ მაგრამ ყველა კი არ მიყვარს. შეყვარებული სანამ მეყოლებოდა მაშინაც ვმეგობრობდი ბიჭებთან მაგრამ რაც სკოლაში დავდივარ მეგობარი ბიჭებიდან არც ერთი მყვარები : ) 🙂 🙂 🙂

  3. დარწმუნებული ვარ, რომ გოგოსა და ბიჭს შრორის მეგობრობა სავსებით შესაძლებელია და ამას პირადი მაგალითიდანაც ვამბობ. მყავს მეგობარი ბიჭები, რომლებიც ჩემი ისტორიის ნაწილნი არიან ბავშვობიდან დრემდე, ეხლა ეს მეგობრობა მათ ცოლებზეც გადავიდა და ყველანი ძალიან მხიარულად ვართ. არასოდეს შემიხედავს მათთვის , როგორც მამაკაცისათვის.
    ასე, რომ მეგობრობა სავსებით შესაძლებელია 🙂

  4. “სამი ბიჭიდან არც ერთი არ არის გუშინ გაცნობილი და სამივესთან მრავალწლიანი (მხოლოდ) მეგობრობა მაკავშირებს: ) ” – და არც გეი?

  5. მე მგონია, რომ გოგოსა და ბიჭს შორის უბრალოდ მეგობრობა უფრო მყარი და სანდოა, ვიდრე გოგოების. სულაც არ არის შეუძლებელი მხოლოდ მეგობრობა და მეტი არაფერი.

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s