რატომ უნდა მქონდეს ბლოგი?

გუშინ ევროპის სახლში ვიყავი, სადაც ერთდღიანი სემინარი ტარდებოდა ბლოგერებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისათვის.

(ჩემი ამსახველი სავარაუდოდ ერთადერთი ფოტო)

მე ველოდებოდი იდეებს იმაზე როგორ შეიძლება ბლოგის გაუმჯობესება და ა.შ თუმცა აღმოჩნდა, რომ სემინარზე დამსწრე საზოგადოებას ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, რა არის ბლოგი და რატომ უნდა გქონდეს ის: )

მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს იმის მიხედვით რას ემსახურება შენი ბლოგინგით დაინტერესება. ვიცი ბლოგებს ძირითადად ისევ ბლოგერები კითხულობენ, მაგრამ ამ პოსტში მინდა იმ ადამიანებს ავუხსნა ბლოგის არსი, ვისაც უბრალოდ რაიმე ახლის შექმნა სურთ:

როდის/რატომ უნდა გააკეთოს ადამიანმა ბლოგი?

პირველ რიგში უნდა გინდოდეს წერა, გქონდეს ინფორმაცია (ან მისი მიღების საშუალება) და გინდოდეს ამ ინფორმაციის შენებურად გაცემა.

ინფორმაცია შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი:   შენი პირადი აზრი, სენსაციური მოვლენა და ა.შ იმის მიხედვით რა სახის ბლოგი გინდა გქონდეს და ვინ გინდა ის წაიკითხოს.

განსხვავება საიტსა და ბლოგს შორის?

ბლოგი – ეს ნიშნავს მისი ავტორის თვალებით  დანახულ ფაქტებს, საიტი კი შესაძლოა იყოს ამა თუ იმ ჩარჩოებში მოქცეული, ზოგადი ინფორმაციით და ა.შ

აი, მაგალითად:

როცა მე გეუბნები: რომ ჩემი მობილური ტელეფონი, ნოკიას ეს მოდელი ძალიან მომწონს ამიტომ, ამიტომ და ამიტომ… არ მომწონს ამიტომ… და ა.შ

საიტი კი გეუბნება: შეიძლინე არაჩვეულებრივი ტელეფონი ესა და ეს…

ჩემ მიმართ ნდობა, ამ შემთხვევაში,  გაცილებით მაღალია ვიდრე  ტელეფონის მწარმოებელი კომპანიის მიმართ, რადგან მეც შენსავით მისი მომხმარებელი ვარ. დაახლოებით ისევე, როგორც დიასახლისი მეზობელს უფრო დაუჯერებს სარეცხი ფხვნილის არჩევისას, ვიდრე სარეკლამო რგოლს.

როგორც ზემოთ შევთანხმდით, ბლოგი შევქმენით ინფორმაციის გასაცემად. თუმცა ამ ინფორმაციის გაცემას თავისთავად უნდა ახლდეს სარგებელიც.

რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ბლოგმა?

პირველ რიგში ეს არის ცნობადობა: თუ შენ გაქვს სასარგებლო ინფორმაცია, ხარ აქტიური, საინტერესო და სტაბილურად ახდენ ბლოგის განახლებას, აუცილებლად გაგიჩნდება მკითხველი, გარდა ამისა, რიგ საკითხებში, რომლებზეც შენს ბლოგზე ისაუბრებ ჩაითვლები კომპეტენტურად იმის მიხედვით თუ რას და როგორ შეაფასებ.

შემოსავალი: ზემოთ მოყვანილი მაგალითის ბოლოს აღვნიშნე, რომ ბლოგერის შეხედულება მეტი ნდობით სარგებლობს, ვიდრე პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის ან ვიდეორგოლის. შესაბამისად, თუ შენი შეფასებები ხალხისთვის საინტერესო იქნება და „ავტორიტეტად“ იქცევი, კომპანიები აუცილებლად დაინტერესდებიან შენით, რაც შეიძლება სხვადასხვაგვარად გახდეს შემოსავლის წყარო 1. შეკვეთილი პოსტები (პიარი შენი მხრიდან ამა თუ იმ პროდუქტზე და ა.შ) 2. შესაძლოა სამსახურიც კი შემოგთავაზონ ამ კომპანიაში.

თუმცა იმისთვის, რომ შემოსავალი მივიღოთ, აუცილებელია გვქონდეს აქტიური და პოპულარული ბლოგი, ანუ შენს კარგ პოსტებს მკითხველების დიდი რაოდენობაც უნდა ჰყავდეს, რომ შენით დაინტერესდნენ.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბლოგი იყოს აქტიური და პოპულარული?

  • ბლოგი უნდა იყოს საინტერესო (დაახლოებით მაინც უნდა განსაზღვრო ვისზე იქნება გათვლილი ბლოგი და ბაზრის შესაბამისად მოიფიქრო ადამიანთა ამ ჯგუფისთვის საინტერესო თემატიკა)
  • უნდა იყო აქტიური (შეხვიდე დიალოგში მკითხველებთან, დააფასო Feedback მათგან + აუცილებლად მიაწოდო სრული ინფორმაცია რაზეც იქნება მოთხოვნა და შენგან შესაძლებლობა)
  • უნდა იყო აქტიური Vol.2  (მაქსიმალურად გამოიყენოთ share  შესაძლებლობები და მოახვედროთ პოსტები იქ, სადაც ხალხი ტრიალებს: სოციალური ქსელები  ამ შემთხვევაში საუკეთესო ალტერნატივაა.)
  • გაეცი რომ მიიღო (აქ იგულისხმება სხვა ბლოგების კითხვა, აქტიურობა. ერთის მხრივ ეს არის ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალება – რაც დაგეხმარება შეადარო და შეაფასო შენი ბლოგის უარყოფითი და დადებითი, მეორეს მხრივ ამ ბლოგის მკითხველებისთვის შესამჩნევი იქნები და ისინი რა თქმა უნდა შენი პოტენციური მკითხველები არიან)
  • სტაბილურობა არ უნდა დაიზარო წერა + მუდმივად იზრუნო ბლოგის დახვეწასა და განვითარებაზე
  • არ გადაამლაშო  ხშირად არ ცვალო დიზაინი, ლოგო და ა.შ ყველაფერი ნელნელა და ეტაპობრივად უნდა განავითარო, ამავდროულად შენი იდენტიფიცირებისთვის აირჩიო კონკრეტული რამეები, მაგალითად ფერები – ხასიათი, გემოვნება და ა.შ…

P.S ჩემი თავი სულაც არ მგონია წარმატებული ბლოგერი და ა.შ მაგრამ, ეს ის არის, რასაც ვეტყოდი ყველას, ვისაც უჩნდება კითხვა: რატომ უნდა მქონდეს ბლოგი? 

Advertisements

15 comments

  1. აუ სიმართლე თუ გინდა წორდპრესზე შენი ბლოგის გამო გადმოვბარგდი… ძალიან მინდოდა შენს ბლოგზე დამეტოვებინა კომენტარები როგორც ბლოგერს და ბლოგსპოტიდან ამის საშუალება არ მქონდა… მშვენიერი პოსტია და ყველაფერში გეთანხმები.
    ერთს დავამატებ… ჩემთვის ბლოგი აღმოჩნდა ერთფეროვნებისგან გაქცევის და ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის ალტერნატივა…

    1. : ) დიდი მადლობა თამი, მართლა გამახარა ამ სიტყვებმა, რომ ჩემმა პოსტებმა გადმოგიყვანა ვორდფრესზე.
      კიდევ უამრავი მიზეზი არის, თუ რატომ შეიძლება ადამიანს ბლოგი ჰქონდეს, მე უბრალოდ ყველაზე მოკლე ახსნა ჩამოვაყალიბე მათთვის ვისაც ცოტა თავისუფალი დრო აქვს: )

      1. ხო დააა ცოტა თავისუფალი დრო არ ყოფნის ბლოგს,რატომღაც ჩემგან დიდი დრო მიაქვს.. ალბათ რომ არ ვიცი იმიტომ:)

  2. ჰმ,ისეთი რარაცეები დაწერე, რაც მე უნდა დამეწერა,ეხლა ძაალიან უნდა ვეცადო, რომ რაიმე სხვა დავწერო.ერთნაირად ვფიქრობთ და მიხარია :*

      1. მარტო კი არ გეთამხმები,კაი ხნის წინ მაქვს მზგავსი სტატიები დაწერილი, ნუ “ბლოგინგი”-ს ტუტორიალებში,მაგრამ იმ დღის გამოცდილებიდან გამომდინარე(ტრენინგს ვგულისხმობ),კიდევ მომოინდა რაიმეს დაწერა 🙂

      2. კი, შენი პოსტები წაკითხული მაქვს:)

        აქ რაც დავწერე ჩემი პირადი აზრებია ამ შემთხვევაში და არა ზოგადი, ანუ მიზეზები რატომაც მე ვთვლი ბლოგს სასარგებლოდ: )

  3. ძალიან საინტერესო თემაა…
    შევეცდები გავითვალისწინო ყველა პუნქტი : )
    შენი ბლოგი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს…
    ძალიან მომწონს :*

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s