ცოტა რამ Starbucks-ის შესახებ

ჩემმა ნაცნობებმა იციან, რომ ყავა ჩემი სისუსტეა. დღის მანძილზე რომ დაახლოებით 9 ჭიქა ყავას ვსვამ, ეს პოსტებშიც მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთერთ ფორუმზე ჩემი ნიკი იყო Coffee.

აქედან გამომდინარე, ერთერთი პირველი, რასაც საქართველოში ვისურვებდი – სთარბაქსია. თუ არ გაგისინჯავს, გაგონილი მაინც აუცილებლად გექნება. სწორედ სთარბაქსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მინდა მოგაწოდო პირველი პოსტით, კატეგორიიდან “რა აკლია საქართველოს”

Starbucks საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ცნობილია თავისი ყავითა და ყავის სახლებით.

თავდაპირველად ის სიეტლში, ვაშინგტონის შტატში 1971 წლის 30 მარტს დაარსდა და დღეს წარმოადგენს ყველაზე დიდ ყავის სახლების ქსელს – 19,435 კაფე, მსოფლიოს 58 ქვეყანაში.

ყველაზე მეტი ყავის სახლი ამერიკის შეერთებულ შტატებშია – 12,781.

გარდა ყავის ფართო არჩევანისა,  წახემსებასაც შეძლებთ და სასიამოვნო მუსიკის მოსმენასაც. ასევე, აღსანიშნავია სთარბაქსის წიგნები და მუსიკა…

რა იქცევს ჩემს ყურადღებას?

  • პირველ რიგში შეფუთვა – მოხერხებული, პრაქრიკული და მიმზიდველი.
  • ყველაფერი რაც ყავას ჭირდება (სასიამოვნო გარემო, მუსიკა, წიგნები, ფილმები wi-fi და ა.შ…)
  • რაც ყავასთან ერთად სასიამოვნოა (ნამცხვრები, ნაყინი და სისუფთავე)
  • ყავის ალტერნატივა – ჩაი

ოდესმე ალბათ თბილისშიც გვექნება ეს სიამოვნება… მანამდე კი, ჩვენი საზღვარგარეთ ნამყოფი და სთარბაქსგასინჯული თაობა ამაზონიდან გამოიწერს სთარბაქსის ჭიქებს: )

Advertisements

10 comments

  1. აუ, ისევ გაგიჟებით მომენატრა ყავა, 3 თვე ხდება არც კი გამისინჯავს, მარტო მის არომატს ვსუნთქავ ხარბად, არადა მანამდე მეც მაგდენს ვსვამდი.

  2. კარგია ოდესმე თუ გვეღირსა საქართველოშიც!:)როგორც ვიცი ბაზრის ზომის სიმცირის გამო არ არის ჩვენთან:((

  3. გამოხმაურება: Coffee Break, Tbilisi, Georgia. « MrsMarch

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s