არ გათხოვდე მაცაცო!

ალბათ ყველას ჰყავს ერთი ისეთი მეგობარი, რომელიც ბავშვობიდან სადღაც შორიახლოს ტრიალებს. ჩემი ასეთი მეგობარი იმით გამოირჩევა სხვებისგან, რომ რაც თავი მახსოვს, მისი ცხოვრება ჩემთვის სერიალია და მისი ყოველი მოსვლა ნიშნავს მორიგ სერიას, რომელიც რა თქმა უნდა, მისი წასვლის წინ შეწყდება და მე მოთმინებით დაველოდები მომდევნოს.

სანამ თხრობას განვაგრძობდე, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი ბლოგის ენაზე:

მაცაცო – 21 წლის (თითქმის 22)

ფეისბუქზე ხშირად შეიმჩნევა:

„miyvarxartttt marto chemebiiiiii:X:X:X:X :*:*:**:”

მსგავსი სტატუსებით.

ასევე ასო V-ს ნაცვლად U-ს წერაში: მაგ:

Moual da mogwer! ან Xualamde:*:*:*:*

ასეთ მომენტებში მინდა მისი ცისფერი თვალები ბუდიდან ამოვთხარო და ვაჭამო, ან კლავიატურაზე არსებული V ასო თავზე გადავალეწო!!…

მაგრამ….

ეს ყველაფერი შორეულ 00-იანებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.მაცაცო ჩემ წინ ზის, მიყვება როგორ განვითარდა მოვლენები პიროვნება X-თან და ამ დროს როგორ გაეჩხირა პიროვნება Y, რომლისგანაც სიტუაციასთან კავშირის გარეშე, ვინმე Z ბავშვს ელოდება.

როდის დასრულდება ეს ყველაფერი? ალბათ მაშინ როცა გათხოვდება, როცა როგორც ყველა ჭეშმარიტი საპნის ოპერა, ესეც თეთრი კაბითა და მარადიული სიყვარულით დასრულდება…

მაშინ როცა, მაცაცო ყავას სვამს, winston-ს ფრთხილად აბოლებს და განაგრძობს ისტორიის თხრობას, ისეთი მცირე დეტალების ჩაქსოვით, როგორიც არის „ჯინსის ჯიბეზე პატარა ლაქა აქვს და სიგარეტი ნახევრამდე მოწია“, ან „გამოიწია და მითხრა – მერე მე გამეცინა და ვუთხარი“, ამ დროს, მე ვზივარ და ფრჩხილებს ვიკეთებ.

სერიის დასრულებისთანავე ამბის დედააზრზე ჩაფიქრებული ვამჩნევ, რომ ფრჩხილები უკვე წესრიგში მაქვს. ერთ ზომასა და ფორმაზე გაქლიბული, ნუნები ლამაზად, ლაქი სწორად და ა.შ

არ გათხოვდე მაცაცო, თორემ ფრჩხილების გასაკეთებლად სალონში მომიწევს სიარული!

Advertisements

15 comments

  1. auuu, ra kargi dakalushkaaa… damijere eset pirovnebas meuglezec imdeni ekneba sasaubro, rom prchxilebis gaketebas mainc moastreb.
    p.s. mec xshirad vter shecdomit da gamotydi exa klaviaturis tavze gadamtvrevis survili chem mimartebashic gagchenia?

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s