Пьяный мачо… ანუ მე და ზემფირა ტრიუმფში

ყველაფერი დაიწყო დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული ბილეთით:

 გაგრძელდა 31 მარტს ჯერ რამდენიმე ჭიქა კონიაკით, მერე ტრიუმფის წინ გრძელი რიგით და კლუბის დაცვის არაკორექტული ქცევებით.

როგორც იქნა შევდივართ და დაახლოებით ნახევარი საათი ველოდებით ზემფირას სცენაზე გამოჩენას. ამასობაში დალევასაც ვასწრებთ (არაყი+კოლა)

სიგარეტის კვამლი, უჰაერობა, ჭყლეტვა და ზემფირას ხმა… მთვრალი მაჩო ერევანიდან ბართან ჯეკ დენიელსის ბოთლით ხელში  “ლონდონს” მღერის (თუმცა ეს სიმღერა ზემფირას საერთოდ არ შეუსრულებია ტრიუმფში, ალბათ ამან სხვები არ იცოდა)

ბევრი ნაცნობი და კიდევ უფრო მეტი უცნობი დარბაზის ტერიტორიაზე. მე უკვე ვგრძნობ ალკოჰოლის არსებობას ჩემს ორგანიზმში. ვხედავ? ზემფირას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ბევრი ხალხია. სამაგიეროდ ვიცი, რომ ძველი, ძალიან ძველი ნაცნობი უნდა ვნახო, რომელიც წლებია მენატრება… 

Я искала тебя годами долгими,
искала тебя дворами темными,
в журналах в кино, среди друзей
в день, когда нашла, с ума сошла

შესასვლელისკენ მოვდივარ… რამდენიმე წუთში უკვე ბართან ვართ და ვეხუტები… და ყურში ჩავყვირი, რომ ძალიან გვიხდება(უფრო შესაბამისი იქნებოდა მეთქვა – მიხდება) ეს სიმღერა.

მერე ისევ ჩემებთან ვბრუნდები, ზემფირა უკვე მესამედ დააბრუნეს სცენაზე და არ აცდიან წასვლას… დარბაზი ცარიელდება და სასიამოვნო სურნელს ვგრძნობ თმაზე.

მეტი მოლოდინის მიუხედავად დადებითი ემოციით სავსე გამოვდივარ ქუჩაში და მეგობრის მეგობრებთან ერთად მივდივარ დასალევად  (არ გვინდა სახლში)

P.S გამოდის, რომ ზემფირას კონცერტმა ჩაიარა სასიამოვნო ემოციებით და სურნელით, სიგარეტის კვამლით და ალკოჰოლის გემონარევი “პახმელიით”
ზემფირას კონცერტთან ერთად მარტმაც ჩაიარა, ჩემმა თვემ… კატებიც დამშვიდდნენ ალბათ და კეთილი იყოს აპრილი ჩემთვის და შენთვის: )
Advertisements

3 comments

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s