სიმწვანე ქალაქთან ახლოს…

მგონი ბოლოს და ბოლოს ზამთარი წარსულს ჩავაბარეთ და თბილისის ქუჩებში მზის სხივებმა გამოანათა… ალბათ შენც ჩემსავით ელოდი კარგ ამინდს და სიცივის შეგრძნება შენც გიკარგავდა გარეთ გასვლის სურვილს. ახლა კი, რაც არ უნდა ბევრი სასიარულო მქონდეს,  არ მეზარება გასვლა და მიხარია კიდეც.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ კუს ტბაზე ასვლაზე… მინდა მსგავსი ადგილები რამდენიმე კი არა, ბევრი ჰქონდეს თბილისს. რამდენადაც ვიცი კუს ტბაზე wi-fi არ არის, თორემ აუცილებლად ვიტყოდი ეს ადგილი პატარა სამოთხეათქო. რა შეედრება გაზაფხულის მზიან შაბათს, ზურგჩანთას რომ აიღებ, შვილს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანს ხელს მოკიდებ და კუს ტბაზე წახვალ. იქ სადმე მყუდრო ადგილზე გაშლი პლედს და წამოგორდები… მზის სხივებითა და სუფთა ჰაერით დატკბები, განიტვირთები მტვრიანი ქალაქის ხმაურისგან.

თბილისს ნამდვილად აკლია ასეთი მწვანე ადგილები, სადაც უბრალოდ მიხვალ, პიკნიკს მოიწყობ და დაისვენებ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, მსგავსი ადგილების არარსებობა იმითაც შესაძლოა იყოს განპირობებული, რომ სისუფთავის, ჰიგიენისა და გარემოს დაცვის კულტურა არ გაგვაჩნია. ამ კულტურის ჩამოყალიბება კი ჩემით და შენით იწყება, ანუ მგონი არც ისე რთულია ურნამდე ნაგვის მიტანა და შენი ნარჩენების ალაგება.

კარგი იქნებოდა ქალაქის მერიას რომ მსგავსი პროექტი განეხორციელებინა:

  • მოედანი მწვანე (მოვლილი) ბალახითა და ხეებით.
  • ვაიფაი, სტენდი ნაყინისა და ყავის შესაძენად.
  • ნაგვის ურნები 
დარწმუნებული ვარ ბლოგერების (და არამარტო ბლოგერების) საყვარელი ადგილი იქნებოდა . პირადად მე ხშირად ვივლიდი და უბრალოდ გამახარებდა მისი არსებობა.

Advertisements

10 comments

  1. დაუზუსტებელი, თუმცა ინფორმაცია მაქვს, რომ კუს ტბაზე ვაიფაი არის უკვეო: ) უნდა გავარკვიო ეს ამბავი : ))

  2. ზუტად გუშინ ვფიქრობდი ამაზე. 3 მეგობარი მივსეირნობდით ქუჩაში და საშინლად მოგვინდა სადმე წასვლა, სუფთა ჰაერზე, პიკნიკის კალათით, ზედმეტი ხალხის გარეშე და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ. არანაირი გასაქანი არ მოიძებნება 😐

    1. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მინდება ასეთი ადგილი 😦 აუ კუს ტბა უნდა დავტესტოთქო და ვერ ვაღირსე: ))

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s