28 წელი ციხეში…

ის დაიჭირეს და 28 წელი მიუსაჯეს… მიზეზს, ვინაობას და ისტორიას მნიშვნელობა არ აქვს.  რაც მთავარია ახლა მას მხოლოდ 4 კედელი, 1 კალამი და ფურცელი აქვს. ფიქრობს ბევრს, იმედი თითქმის აღარ აქვს და უბრალოდ ცდილობს ეს უსასრულობამდე გაწელილი წუთები როგორმე ააჩქაროს. რთულია როცა მხოლოდ შენ იცი ჭადრაკი და საკუთარ თავს ეთამაშები – ხან იგებ, ხან აგებ. რაც მთავარია სანამ შენ თამაშობ ცხოვრების წლები ეწირება ოთხ ჭუჭყიან კედელს, გვირაბის ბოლოში შემოჭრილ მზის სხივსა და ფიქრებს.

ოჰ, ეს სოციალური არსებები. ძალიან მარტივად, ყოველგვარი შებრალების გარეშე წყვეტენ რამდენი წელი უნდა იტანჯო. შენ? შენ კი ზიხარ ციხეში, ითვლი წამებს, წუთებს, საათებს…. თუმცა ამდენ რამეზე ცხოვრებაში ერთიანად არ გიფიქრია, რამდენსაც აქ ერთ საათში ასწრებ. ვიწრო და ყოველდღიური ცხოვრებიდან კომეტასავით წყდები და ფილოსოფიაში იძირები.

ისევ იმ მოწყვეტილი კომეტასავით უკან, რეალობაში ვბრუნდები და ჩემს ტყავში ვძვრები. ხო, მართლაც ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ცხოვრებაც ციხეა, ყველანი ერთად ცნობიერების საპატიმროში დავბოდიალებთ. არამატერიალური, ფილოსოფიური თემებისთვის ხშირად ვერ ვიცლით, რადგან დრო ფულია, ფული კი არსებობის ერთადერთი წყარო(??)…

ასეა თუ ისე, ეს დიდი საპყრობილე ზოგჯერ იმდენად მითრევს, რომ სულ მავიწყდება მისი დაუნდობელი (თუ სასტიკი) ხასიათი.

რისი ეშინია საზოგადოებას?

  • რაც არ იცის
  • რაც განსხვავებულია = მიუღებელია
  • რაც ახალია = შეგუება/შეცნობა რთულია

აუცილებლად დაისჯები თუ შენ რაღაც ახალი გაგიტაცებს, სასჯელის ფორმა მსუბუქიდან განსაკუთრებით მძიმემდე, შენი ქცევისა და ემოციების მიხედვით განისაზღვრება.

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთის ბადრაგები ვართ. ცალცალკე ვაზროვნებთ, ერთად ბრბოს ვკრავთ და ერთმანეთს პირში ვუყურებთ აზრის ჩამოსაყალიბებლად. ვინც ჩამორჩება ან გაასწრებს, ის დაისჯება და სინქრონში ვაყალიბებთ საზოგადოების აზრს.

რა თქმა უნდა “ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოა”, სულ ტყუილად ვხარჯავ დროს და სიტყვებს, მაგრამ იმედი მრჩება, რომ მშობლიურ საპყრობილეში კიდევ არიან კომეტასავით მოწყვეტილნი, საღ აზრზე დარჩენილნი და ისინი, ვისაც თუნდაც გულში პროტესტის გრძნობა შერჩა….

პ.ს ვიცი პოსტი ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ რადგან ბლოგი ჩემია, ეს როიალი მინდა აქ იდგეს: )

Advertisements

9 comments

  1. ბუნდოვანი არაფერია ოდნავ ტვინს თუ გაანძრევს ადამიანი, და სტრიქონებს შორის მიმალულ აზრს ჩასწვდება.

    1. უმიზეზოდ არაფერი ხდება გიორგი, 28 სიმბოლური დატვირთვა არ არის (უბრალოდ ძალიან შიდა სამზარეულოა)

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s