სექსუალური თეთრეული…

ზომა, ფორმა, სტილი, ფერი, ფაქტურა… ტიპი რომელიც შენთვის ყველაზე მოხერხებულია…

სექსუალური თეთრეულის დანახვასა და შეხებაზე გული მიჩქარდება…

თუმცა იმდენი დეტალია,  ვისთვის სექსუალური – ვისთვის ვულგარული. ან პირიქით, ვისთვის ბავშვური – ვისთვის მიმზიდველი.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გემოვნების სიჭრელისა და დავისა იმაზე, უნდა ვიდაოთ თუ არა გემოვნებაზე, არის რაღაცეები, რაც ცალსახად სექსუალური და მიმზიდველია (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ)


სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ყველას არ აქვს საკმარისი ფული თეთრეულის გარდერობის განახლებისა და გამდიდრებისთვის… თითქოს ეს საკითხი მეორეხარისხოვანიაო, მხოლოდ გარეტანსაცმელზე ზრუნვასა და პალტო/ჩექმაზე იხარჯებიან… დაახლოებით ის სიტუაციაა, ბროწეული რომ ხასხასა წითელია და შიგნით ლპება.

რატომ არ აცვია ქალს ლამაზი თეთრეული?

მიზეზი #1 საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა 

მიზეზი#2 უბრალოდ არ არის მისი პრიორიტეტი (ურჩევნია მაისური და ჯინსი ეცვას უკეთესი, ან თუნდაც ფეხსაცმელი და ჩანთა)

აი, ბავშვობაში როგორ მახსოვს, პატარა ჩანთაში მოთავსებული 24 ტრუსი ვიყიდე, აქედან 12 ვარდისფერი იყო, 12 ცისფერი (ზუსტად ერთნაირები)… ზუსტად იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან უმნიშვნელო იყო იქნებოდნენ თუ არა ისინი განსხვავებულები. მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს ბავშვობაში.  და ეხლა, არსებობენ ქალები, რომელთაც საერთოდ არ ადარდებთ იქნება მათი საცვლები ზუსტად ერთნაირი და უბრალო, თუ განსხვავებული და მიმზიდველი.

 (არასოდეს ჩავიცვამდი ამათ, კვირის დღეები რომ აწერია… აი წარმოიდგინეთ ხუთშაბათს რომ ორშაბათის აცვია და გგონია, რომ ორშაბათის მერე არ გამოუცვლია:პ )

ალბათ უმრავლესობას “სექსუალურ თეთრეულზე” კორსეტები, მაღალყელიანი სრიალა წინდები, ბრა-ბიკინი სეტები და ა.შ წარმოუდგება თვალწინ. ან იქნებ ტყავისა და ლატექსის მატერიები?…. ჩემთვის ეს სრულიად სხვა რამეა… აი მაგალითად ტანგა, აუცილებლად სექსუალური არ მგონია (ისევე როგორც დიდი მკერდი)…

ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ყველა სხეულს აქვს შესაბამისი თეთრეული, რომელიც მას მიმზიდველსა და სექსუალურს ხდის.

ნუ უსმენ მოდის “დედებს”, ნუ უყურებ FashionTV-ს მოდელებს, უყურე საკუთარ თავს სარკეში!!! კარგად დააკვირდი მას! ჩამოიყალიბე გემოვნება და გაიაზრე რა მოგწონს საკუთარ სხეულზე და რა არა! დააკვირდი რა უფრო გიხდება, დაივიწყე ტყავი და ლატექსი, საყოველთაოდ აღიარებული სექსუალურობის საზომიც დაივიწყე და იპოვე შენი სტილი! იპოვე ის, რაც შეიძლება სრულიად სადა და ძალიან მადისაღმძვრელი იყოს….

ფასს რაც შეეხება, მთავარია ზუსტად იცოდე როგორი გინდა, ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ აღმოაჩენ მას: )

P.S როგორი თეთრეული მოგწონს შენ?

Advertisements

20 comments

      1. უიმე რანაირად დამიწერია, გიპიური უნდა მეთქვა. მატერიაა ასეთი(თუ ისაა რომელიც მე მგონია:/)

  1. მეც ძალიან მიყვარს და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, თუმცა ავღნიშნავ რომ ისეთი ძვირი ღირს აქ, მაღაზიებში ვერ მიეკარები, ამიტომ საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ ჩემთვის ….
    ისე კი მთავარი ნამდვილად არ არის, შეიძლება არ გეცვას სექსუალურად მაგრამ უფრო მეტად სექსუალური იყო ვიდრე სხვა სექსუალურ საცლებიანი გოგონები.

    1. ხო, მართალი ხარ უმეტესად ძალიან ძვირია მაგრამ მაინც შეიძლება წერტილების პოვნა:) “სექსუალურად ჩაცმა” < ასეთი ჩარჩო არ არსებობსთქო, ზუსტად ამას ვამბობ: ) ❤

  2. მაგარი ტესტები ტარდება ხოლმე – რა თეთრეული გონიათ ქალებს სექსუალური და მამაკაცებს ქალებზე რა თეთრეული მოწონთ ჰოდა როგორც წესი მაგრად აცდენილია ხოლმე :):)

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s