არ წახვიდე ტოკიოში!…

იქ, ჰონსიუს კანტოს რეგიონში, სულ მარტო აღმოჩნდები .  ტოკიოში სული შეგეხუთება…

როცა შეფარდება 1/12M გამოდის, გყლაპავს  რეგიონი და ხალხის ნაკადში ისე იზილები, როგორც  იაპონურ ბრინჯის სალათში სიმინდის ფქვილი.

ტოკიოს ტელეანძა, ეიფელის კოშკზე 9 მეტრით უფრო მაღალია. მაგრამ მხოლოდ ჰგავს მას – ეიფელი, ეიფელია (მერე რა, რომ მე სულაც არ მიზიდავს პარიზი თავისი ეიფელით).

როგორც ჭეშმარიტი შოპაჰოლიკი, შენც მოივლი გინძას და თავისუფლებას შეისუნთქავ, მაგრამ მარტო იქნები… მარტო ხალხის ძალიან დიდ მასაში.

მოდო გაკუენ კოკუნ ტაუას წინ უსუსურობის გრძნობა შეგიპყრობს, თუმცა ეს საუკეთესო ადგილია იმის აღსაქმელად თუ რა დიდია ეს პატარა სამყარო.

მეტროსისტემების ქსელში დაიხლართები, მაგრამ ფერების მიხედვით დაიმახსოვრებ მათ – თუ საერთოდ ჩახვალ იქ, ქვემოთ… (და ალბათ ჩახვალ)

ეროვნულ მუზეუმში შეხვალ და ალბათ ბევრი რამ მოგეწონება, მაგრამ არაფერი იქნება შენი.

ტოკიოს უნივერსიტეტსაც ჩაუვლი და გაგაღიზიანებენ   სექსუალური იაპონელი სტუდენტები (Girls y u so good)

შენ იქ იქნები, მსოფლიოს ოთხი ბუმბერაზიდან ერთერთში, შეისრუტავ ყველა იმ ემოციას, რაც მანამდე მხოლოდ შიგნით, კედლებზე გეხეთქებოდა…. ალბათ მართლაც ეს არის, რაც გჭირდება….

მაგრამ… მომენატრები…

ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღვიძებ და შენ ტოკიოში ხარ…

თითქოს მე შენზე ვფიქრობ, შენ ტოკიოზე, ტოკიო?… (ტოკიო საერთოდ არ ფიქრობს)


Advertisements

3 comments

  1. ძალიან კარგი იყო ^^ ძალიან მომეწონა ❤
    ტოკიოში მხოლოდ საკურას სანახავად წავიდოდი. =)

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s