კაბა გაზაფხულის სურნელით Vol.3

ნამდვილი გაზაფხულიც მოვიდა, ზაფხულის კაბა vol. რომელიღაცა ისევ შემოიჭრა ჩემს თავში და შესაბამისად ჩემს ბლოგზე.

როგორც გითხარი (და უჩემოდაც მოგეხსენება), მოდის სახლები ერთხმად აღაღადდნენ პასტელის ფერებზე. მხოლოდ მოდის სახლები კი არა, ყველა, ვისაც მოდურ ჩაცმულობაზე პრეტენზია აქვს…

მაგალითად, ერთერთი საკმაოდ პოპულარული ფეისბუქის ფეიჯი:

Fashion is my drug

– Bitch Please

მართალია, არის ხოლმე ამ ფეიჯზე ტანსაცმელი, რომელიც მომწონს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ “მოდური ტრენდია” ვერასოდეს ჩავიცვამ მაგალითად ამათ:

 

სამაგიეროდ შესაძლოა ჩემი გემოვნება მოდის ტენდენციებს საერთოდ არ დაემთხვეს:

       ალბათ შეამჩნიე, ჩემ მიერ შერჩეულ ფოტოებშიც შეიმჩნევა მოდური ფერები. მაგრამ, მე მათ მხოლოდ იმის გამო ვირჩევ, რომ მომწონს და არა იმიტომ, რომ მოდურია.

მოდას აყოლილი მასის წევრები, უფრო და უფრო კარგავენ ინდივიდუალურობას, ემსგავსებიან ერთმანეთს და კარგავენ საკუთარ სილუეტს…

ზოგადად, ვთვლი, რომ ყველა ადამიანი თავის საკუთარ მოდას უნდა ქმნიდეს, თავის ტანზე მოირგოს სტილი, რომელიც მის სხეულს მოუხდება და ამ კრიტერიუმით შეარჩიოს ტანსაცმელი.

აი, მოდის სახლებს რაც შეეხება – “რა არის ამ სეზონზე მოდური”?

თუ შენ არჩევანს აკეთებ  2 ფეხსაცმელს შორის, ორივე ძალიან გიხდება, თუმცა მხოლოდ ერთერთია მოდური, მაშინ რა თქმა უნდა მისი არჩევა ლოგიკურია.

აქაც, სექსუალური თეთრეულის მსგავსად, მოდური ონლაინ ჟურნალების, FashionTV-ს ყურებამდე და რჩევების კითხვამდე,  საკუთარი გამოვნება ჩამოიყალიბე შენი აღნაგობის მიხედვით და შემდეგ უკვე მოდური წვრილმანების გათვალისწინება/არ გათვალისწინებაც გაგიადვილდება… : )

ეს დაახლოებით ისეთი მომენტია, როგორც შენს ტანზე შეკერილი კაბა  უფრო კარგად დგას, ვიდრე ვიტრინიდან ნაყიდი.

P.S რაც უფრო მეტად მოგწონს საკუთარი თავი, მით უფრო ნაკლებად გავხარ სხვებს.

Advertisements

16 comments

  1. “P.S რაც უფრო მეტად მოგწონს საკუთარი თავი, მით უფრო ნაკლებად გავხარ სხვებს.”

    ვითომ ასეა?! რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა იმ ნაწილს, რომელსაც ერთმანეთისგან ვერც შენ არჩევ და ვერც მე, ძალიან მოსწონს საკუთარი თავი, დანარჩენში 100% შენთან ვარ 😉

    1. როცა ვიღაცის სტილის კოპირებას ახდენ, შენი თავი კი არა ორიგინალი მოგწონს და ორიგინალს რაც უფრო მეტად გავხარ, მით უფრო მეტად საკუთარი თავი. მაგრამ ორიგინალი მაინც ყოველთვის ორიგინალი იქნება: )

      1. ადამიანები ტყუილს ბევრჯერ როცა იმეორებენ თვითონ სჟერათ ამ ტყუილის საბოლოოდ ;)) ხოდა ზემოდხსენებულები ორიგინალსაც ივიწყებენ და ძალიანაც მოსწონთ თავი. სამწუხაროდ მართლა ასეა

  2. აუუუ საყვარელი ზმანებია შენ რაც მოგწოონს, მეც ძალიან მომწონს, და იმ პირველ ორს მართლა ვერ ჩავიცმევდი და არც მომწონს ისე… ტავტოლოგია მაპატიეეე…:)

  3. შენ რომ არ ჩიცვამ ის ‘ბასანოშკი’ რა კაია, იფ იფ იფ:დ

    მართალი ხარ, საკუთრ აღნაგობას არ უყურებენ. დაბალი გოგოები რომ ჩაჩულ შარვლებს ივმევენ რა ჰგონიათ ერთი, უფრო მაღლები გამოვჩნდებითო?:დ

    1. კარამელკა, დაბალი ვარ, არასოდეს არ მქონია სურვილი მაღალი გამოვჩნდე, იმიტომ რომ მაკმაყოფილებს ჩემი ზომა. განიერ შარვლებსაც ვიცვამ და კეტებსაც, სამაგიეროდ არ ვიცვამ მაღალ ქუსლებს…. (თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ხელსაყრელია სიმაღლის მოსამატებლად) ასე რომ… ჩემთვის მთავარია მე ვგრძნობდე ტანსაცმელში თავს კომფორტულად და არა ვიღაც გამვლელი ქუჩაში, რომელიც 5 წუთით შემავლებს თვალს :დ

      1. 1.სიმაღლის მოსამატებლად მაღალი ქუსლი(მინახავს ასეთებიც) შეიძლება უფრო სასაცილო ჩანდეს.

        2.საშინლად არ უხდებათ დაბლებს ასეთი შარვლები, საკუთარი დაკვივებით.მოკლე ფეხი არაა ესთეტიური სანახავი ასე არაა?

      2. კარამელკა, ზუსტად ამას ვამბობ, რომ მე შეიძლება მეცვას განიერი შარვალი, მაგრამ შარვალზე კი არ ვარგებ ტანს, არამედ ტანზე ვირგებ შარვალს.
        შესაბამისად ქუსლსაც იმიტომ არ ვიცვამ ძირითადად, რომ ვერ ვირგებ და ა.შ…. (მოკლე ფეხები ჩანს ძირითადად ისეთ შარვლებში რომლებსაც დაბალი უბე აქვს – რასაც მე ვერ ვიტან:დ ვერც მაღლებზე და ასევეა ბრიჯები)

  4. პირველად მოვხვდი შენს ბლოგზე სამწუხაროდ, უფრო ადრე აღმომემჩინა კარგი იქნებოდა.. პოსტში განხილულ საკითხში აბსოლუტუტურად გეთანხმები და აქვე აპრიორულ ფრაზასაც შევმაეტბ აქაუროაბს “მოდაშია ის რაც გიხდება ” <<< სადავოა მაგარმ ვგონებ მაინც სიმართლეა .

  5. სადავო არაფერია, მოდაშია ის რაც გიხდება. თითოეულმა ადამიანმა რომ გაითავისოს ეს და დევიზად აქციოს სასაცილოდ გამოწყობილი მაიმუნჩიკები აღარ ივლიან თბილისში. სხვაგან უკეთესი სიტუაციაა, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ხალხს აქვს ჩაცმის კულტურა და შოპინგზე და უნივერსიტეტში, 9-12 სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმელებით არ დადიან. ყვე;ლაზე ძალიან ის მთრგუნავს საქართველოში რომ თეატრში, ოპერაში, კინოში,კაფე-ბარ-რესტორნებში და ქუჩაში აბსოლუტურად ერთნაირად ჩაცმელი საზოგადოება დაიარება, აი ეს არის ჩაცმის კულტურის არქონა.

  6. ვაიმე ვაიმეე მწვანე და ეკლებიანი კედები რა მაგრებია <3<3 და საერთოდ მწვანე კედების "თანმხლები" აუტფიტი მომეწონა.
    რაც შეეხლება მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, რა თქმა უნდა, სიტუაციის შესაფერისად შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე ჩაიცვა, მაგალითად ქორწილში ან კორპორატიულ საღამოებზე, მაგრამ ყოველდღე 15 სანტიმეტრიან ქუსლებზე ამხედრება, ჩემი აზრით, სუპერ გოიმობაა 😀 იცი რაზე ვხალისობ? ქუსლებზე მოხრილი მუხლებით რომ დაფორთხავენ 😀 იმ დღეს ერთი მოსეირნობდა ესე მოხრილი მუხლებით, უცებ დაინახა თავისი ავტობუსი და გაჩერებისკენ ისე მოწეწა, მეგონა ცოტაც და გადმოვარდება-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად 😀

    1. გეთანხმები, ყოველდღიურად ქუსლებზე სიარული, მით უმეტეს, როცა “ავტობუსით დადიხარ” ძალიან დიდი უაზრობაა, ნუ რბილად და მარტივად რომ ვთქვათ არაპრაქტიკულია :დ
      არადა, მთელი ეს პოსტები იმას მივუძღვენი, რომ ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ ან კი არ მივუთითებ ესე ქენით ან ისეთქო… პირიქით, დაე ჩაიცვით რაც გსიამოვნებთ, მაგრამ შეირჩიეთ საკუთარ თავზე და არა მანეკენზეთქო და რავიცი რავიცი..: ))) არამგონია ამ საკითხს რამე ეშველოს :დ თუმცა ამ სერიას ისევ დავუბრუნდები და კიდევ დავაფრქვევ ჩემს სტერეოტიპების მსხვრეველ აზრებს :დ

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s