ინტერნეტი ჯიბეში (“მობილური” თაობა)

მე არ ვარ მობილური ტელეფონების სპეციალისტი. არც სუპერ მოდურ ტელეფონზე მეოცნებე ადამიანი ვარ, რომელსაც ოღონდ კარგი ტელეფონი ჰქონდეს და დაგლეჯილი ფეხსაცმელი არ შეაწუხებს.

რა თქმა უნდა, კარგია როცა კარგი ტელეფონი და სხვა (თუნდაც ფეხსაცმელი) ასევე კარგი გაქვს, მაგრამ თბილისის ქუჩებში, ძირითადად თვალში მხვდება ხოლმე ცუდად ჩაცმული და ტექნიკის ხამი საზოგადოება.

იმის გამო, რომ ტელეფონი ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ბოლო წლების მანძილზე სულ უბრალო და უაზრო ტელეფონებით დავდივარ.

ჩემი წინა ტელეფონი მოტოროლა L6 (ვარდისფერი), ისევე უბრალო იყო, როგორც ახლანდელი ნოკია 2600.


        

როგორ გახდა მობილური ტელეფონი მასთჰევი?

  • თავიდან მხოლოდ დამირეკე-დაგირეკავ.
  • დამირეკე-დაგირეკავ + მომწერე-მოგწერ+მაღვიძარა
  • დამირეკე-დაგირეკავ + მომწერე-მოგწერ +მაღვიძარა+ ფოტო-მუსიკა+გადამაწერინე-გადაგაწერინებ
  • დამირეკე-დაგირეკავ+მომწერე-მოგწერ+მაღვიძარა+ფოტო/ვიდეო-მუსიკა+ინტერნეტი
მოკვდა პოლიფონიის ეპოქა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არცთუ დიდი ხნის შემდეგ mp3 ეპოქაში ბლუთუსიც მოკლეს usb კაბელმა და ინტერნეტმა.
დღესდღეობით, ალბათ აღარავინ აწერინებს ერთმანეთს ბლუთუსით მუსიკას, ფოტოებს და ა.შ… ძირითადად კი ზარადაც მობილურის მწარმოებელი კომპანიების მუსიკას ვიყენებთ(ჩემს ტვინში ახლაც ინსტიქტურად გაიჟღერა ნოკიას სტანდარტულმა ზარმა).
 
 
 
ამ ფონზე, სიტყვა “ინტერნეტი” ჩვენში კომპიუტერის ასოციაციას აღარ იწვევს, რადგან ის ხელმისაწვდომია მობილური ტელეფონითაც, რომელმაც ტელეფონის ფუნქციასთან ერთად შეიძინა ისეთი ფუნქციები, როგორიც არის: ფოტო აპარატი, მუსიკალური ფლეიერი, ინტერნეტთან წვდომის საშუალება და ა.შ
 
ამგვარად, ჯიბეში აღმოჩენილმა ინტერნეტმა, ფოტოაპარატმა, ტელეფონმა და მუსიკამ ადამიანები გაცილებით უფრო მობილურ არსებებად აქცია. ჩემს სრულიად უბრალო ტელეფონსაც კი, თავისუფლად ვიყენებ ფეისბუქითა და თვითერით სარგებლობისთვის… ვათვალიერებ ჩემი ბლოგის მობილურ ვერსიას.
 სხვათაშორის, თუ ტელეფონიდან შესვლისას წინ m ასოს აკრეფ, ძირითად შემთხვევაში მობილურ ვიზუალს ნახავ(მაგ. m.mrsmarch.wordpress.com / m.facebook.com)… უფრო მალე ჩაიტვირთება და მოხერხებულიც იქნება, აღარაფერს ვამბობ მეგაბაიტების დაზოგვაზე: )
მიუხედავად დიდი შესაძლებლობებისა, მე პრაქტიკულად მაინც იმ ეპოქაში ვრჩები, სადაც მობილური ტელეფონი მხოლოდ ზარი/sms-ია. პარადოქსია, მაგრამ ამის მიუხედავად საკმაოდ კარგად ვარ ტექნიკასთან, მათ შორის ტელეფონებთან.
ამიტომაც, შეიძლება ქუჩაში დამინახო ზურგზე ლეპტოპაკიდებული, ყურსასმენებით, რომლის ბოლოც ჩემს ჯიბეში მოთავსებულ iPod-ზე არის მიმაგრებული, ხოლო მეორე ჯიბეში ზემოთხსენებული nokia 2600 დევს.

 ბოლო დროს დავფიქრდი, რომ ძალიან ბევრი ზედმეტი ნივთი დამაქვს თან. ჩემდა გასაკვირად, ეს ფაქტი არ მაწუხებს, მაგრამ არჩეული მაქვს მოდელი და თუ ტელეფონის ყიდვას გადავწყვეტ, აუცილებლად მას შევიძენ.
→ ვერ წარმოიდგენ რამდენად ჩემიანია “ის” ტელეფონი. რომელი “ის”? ისედაც ბევრი ვილაპარაკე… ამაზე შემდეგ პოსტში მოგიყვები…

Advertisements

17 comments

  1. მობილური ინტერნეტი მეტად საჭირო რამეა. ინტერნეტის გამო ლეპტოპის თრევას ვერ დავიწყებდი ვერანაირად, არადა ფეისბუქზე თუ არ შემოვიჭყიტე, ვერ ვძლებ ხოლმე. ჰოდა მაქვს ჩემი ნოკია ც3, რომელიც დღეს მგონი მხოლოდ 200 ლარი ღირს და ვარ ბედნიერად. 😀

    1. ნუუ… არის რაღაცები რასაც ნოკია ც3 ვერ შეძლებს, მაგრამ ფეისბუქზე შესახედად, ჩემი 2600-ს არ იყოს გამოდგება : )

  2. აუუ ვარდისფერი ნოკიაოოო… 🙂 მე მაგარი ვერ ვერკვევი ტექნიკაშ რამდენიმე თვეა აიფონი მაქვს და ინტერნეტიც არ ჩამირთავს ჯერ:) და ვნატრობ ჩემს ძველ ტელეფონს რომელზეც ნომერს უცებ ვკრიბავდი რადგან თაჩსქრიმით სულ სხვადასხვა რიცხვებზე მეჭირება ხელი.. ხოდა ეხლა ვარ პირველყოფილივით დამირეკე+დაგირეკავ.

      1. მოდელი კი შემეშალა მაგრამ ფერი ავღნიშნე, მეგონა ვერ იტანდი.

      2. ჰო, მე მაქვს ვარდისფერი რამეები, უბრალოდ ავარდისფრებული “გოგოშკური” რამეები არ მიყვარს. ტელეფონს რაც შეეხება, არ გეგონოს ფერი მე ამერჩია, ბებიაჩემის ნაქონი ტელეფონი იყო :დ

  3. დამირეკონ, დავურეკო, მივწერო, მომწერონ, მაღვიძარა, კალენდარი, კალკულატორი, რიმაინდერი, საათი (აუცილებლად! :დდდ ), ინტერნეტი რომელიც უნიკოდს კითხულობს. ვსო, დანარჩნი არ მჭირდება :დ

      1. ჰო :> ჯერ არ ვარ იმდენად საქმიანი რომ მეილების შემოწმება დამჭირდეს :დ

  4. საერთოდ ვერ ვუმუღამებ ტექნიკას. ჩემს მობილურს ხომ საერთოდ. არადა საკმაოდ თანამედროვე ტელეფონი მაქვს, palm smartfone ძალიან მაგარი ფუნქციებიც აქვს, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ვერ გავუგე ვერაფერი. იქ ტვინის ჭყლეტას, ისევ ჩემი “საგარეო” ნეთბუქის თრევა მირჩევნია:)

    1. ორივეს თავისი + აქვს, ნეთბუქი რა თქმა უნდა უფრო მოხერხებულია, მაგრამ გააჩნია სიტუაციას:) კარგია როცა ორივე გაქვს :დ

      1. კარგია, როდესაც ტექნიკას გაუგებ და ორი ნივთის ნაცვლად ერთ ატარებ:) ხოლო როდესაც ეს არ ხდება მართლა კარგია, როდესაც ორივე გაქვს 🙂

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s